შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 09:02

მულტიმედია / ფოტოგალერეების არქივი

ახალი საბაგირო გზა

თბილისში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა საბაგირო გზამ, რომელიც რიყის პარკს ნარიყალას ციხესთან აკავშირებს

ტექსტის ზომა - +
28.06.2012
თბილისში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა საბაგირო გზამ, რომელიც რიყის პარკს ნარიყალას ციხესთან აკავშირებს. თანამედროვე საბაგირო გზის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ტურისტები. საბაგირო გზით მგზავრობისას თვალწინ იშლება ძველი თბილისის ხედები. გაგრძელება
ივნისი 2012
25 ივნისი 2012

ფოტოგალერეა მაისის წყალდიდობა და მისი შედეგები

ერთ თვეზე მეტი გავიდა თბილისში მომხდარი წყალდიდობიდან, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა; დაიტბორა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები. 16 მაისს ქალაქის საკრებულომ მხარი დაუჭირა წყალდიდობის გამო მერიის სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი ლარის გამოყოფას. თუმცა, დაზარალებულთა ნაწილი დღეს აცხადებს, რომ მერია მათ შეუსაბამო ანაზღაურებას სთავაზობს და წყალდიდობის შედეგებს დაზარალებულნი საკუთარი ძალებით, თითქმის უშედეგოდ ებრძვიან.

21 ივნისი 2012

ფოტოგალერეა აღდგენითი სამუშაოები ქუთაისში

ქუთაისში ბევრს საუბრობენ როგორც ბაგრატის ტაძრის, ისე ქალაქში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ... ქალაქისგან განსხვავებით, ამ დროისათვის თითქმის სრულადაა შეწყვეტილი ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები. ბაგრატისთვის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის სტატუსის მოხსნა-არმოხსნის საკითხი 24 ივნისს პეტერბურგში დანიშნულ იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე განიხილება.

18 ივნისი 2012

ფოტოგალერეა ვაცლავ ჰაველის პრეზიდენტობის ხანა სურათებში

18 ივნისს შესრულდა ექვსი თვე ჩეხოსლოვაკიისა და ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის გარდაცვალებიდან. ამ თარიღს ეძღვნება პრაღაში გახსნილი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია მწერლისა და დისიდენტის ფოტოსურათები, გადაღებული 1988-2011 წლებში. სურათების ავტორები არიან ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოს, ČTK-ს ფოტოგრაფები. აქამდე გამოუქვეყნებელი მრავალი სურათი აჩვენებს ჰაველის პრეზიდენტობის განსაკუთრებით საინტერესო და ინტიმურ მომენტებს. ჩვენს ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ რამდენიმე სურათს გამოფენიდან, რომელიც 6 ივლისამდე გაგრძელდება.

14 ივნისი 2012

ფოტოგალერეა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დღე

14 ივნისს საქართველოში აღინიშნა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დღე. ამასთან დაკავშირებით საქართველოში პირველად გაიმართა საკალათბურთო მატჩი შეზღუდული შესაძლებლობის პირთა შორის, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციამ "ვიმეგობროთ" უნისათლო და ხედვადაქვეითებულ პირებს უამბო წიგნზე, რომელიც მათთვის შეიქმნა და რომლის გაცნობის შემდეგაც მათ გადაადგილება უნდა გაუადვილდეთ.

13 ივნისი 2012

ფოტოგალერეა ვარშავაში მოხდა შეტაკებები რუსსა და პოლონელ გულშემატკივრებს შორის

პოლონეთსა და უკრაინაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე უკვე რამდენიმეჯერ მოხდა შეტაკებები სხვადასხვა ქვეყნის ქომაგებს შორის. ასე იყო 12 ივნისს ვარშავაშიც, პოლონეთისა და რუსეთის ეროვნული გუნდების მატჩის დაწყებამდე. შეხლა-შემოხლის შედეგად 15 პირი დაშავდა, ხოლო 140-ზე მეტი ქომაგი პოლიციამ დააკავა. თავად შეხვედრა დამთავრდა ფრედ - 1:1.

ივნისი 2012

კალენდარი