ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 09:32

მულტიმედია / ფოტოგალერეების არქივი

ცხელი ზაფხული თბილისში

”წყალბურთელები” ვერის პარკის შადრევანში

ტექსტის ზომა - +
25.07.2012
მიუხედავდა იმისა, რომ უკვე ძალიან ცხელა და ხალხი დასასვენებლად ქალაქარეთ გასვლას ამჯობინებს, ამ დღეებში თბილისშიც შეიძლებოდა დასვენებაც და გაგრილებაც. ჯერ ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა ”არტგენს”, შემდეგ კი ლუდის ფესტივალი გაიმართა. რაც შეეხება პარკებს და შადრევნებს, ისინი დღის ნებისმიერ მონაკვეთშია ხელმისაწვდომი. გაგრძელება
ივლისი 2012
13 ივლისი 2012

ფოტოგალერეა საიუბილეო "საბა"

12 ივლისს თბილისში, რუსთაველის თეატრში, გაიმართა ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატთა დაჯილდოება. მეათე, საიუბილეო ცერემონიაზე ცნობილი გახდა მათი ვინაობა, ვინც ჟიურიმ 2011 წლის საუკეთესო ავტორებად თუ მთარგმნელებად დაასახელა. პრიზებთან ერთად, გამარჯვებულებს "თი ბი სი" ბანკმა ფულადი პრემიებიც გადასცა.

12 ივლისი 2012

ფოტოგალერეა "როლინგ სტოუნზი" 50 წლისაა

ზუსტად 50 წლის წინ, 1962 წლის 12 ივლისს, ლონდონის „მარკი კლაბში“ გაიმართა „როლინგ სტოუნზის“ პირველი კონცერტი. კონცერტზე მისული ასამდე მაყურებელი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ლეგენდის დაბადების მოწმე ხდებოდა.

09 ივლისი 2012

ფოტოგალერეა სრებრენიცაში პატივს მიაგებენ ახლახან ამოცნობილ მსხვერპლს

11 ივლისს ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთ, რომელთაგან 520 ბოლო ხანს იქნა ამოცნობილი. ისინი დაკრძალეს პოტოკარის სასაფლაოზე 11 ივლისს, ბოსნიელი სერბი ჯარისკაცების მიერ 8 000-მდე მუსლიმი მამაკაცის დახოცვის მე-17 წლისთავზე. ავტოკოლონასთან, რომლითაც კუბოებს მიასვენებდნენ, თავს იყრიდნენ დაღუპულთა მგლოვიარე ახლობლები და სხვა მოქალაქეები, მსხვერპლისათვის პატივის მისაგებად. ავტოკოლონა ცოტა ხნით შეჩერდა ბოსნიის მმართველი პრეზიდიუმის შენობასთან დედაქალაქ სარაევოში.

06 ივლისი 2012

ფოტოგალერეა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე საქართველოშიც აღინიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 4 ივლისი - აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე - ერთი დღით გვიან, 5 ივლისს სპეციალური მიღებით აღნიშნა. ეს საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის 3-წლიანი მოღვაწეობის ბოლო, საჯარო ღონისძიება გახლდათ.

05 ივლისი 2012

ფოტოგალერეა პატარა ბალერინები

3-4 ივლისს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის პატარა ბალერინებმა წარმოადგინეს მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიით დადგმული სპექტაკლი ”ვცეკვავთ გერშვინს”.

ივლისი 2012

კალენდარი