პარასკევი, 18 მაისი, 2012 თბილისის დრო 03:04

მულტიმედია / ფოტოგალერეების არქივი

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე თბილისში

ტექსტის ზომა - +
17.05.2012
ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილს აპროტესტებდნენ.
მაისი 2012
14 მაისი 2012

ფოტოგალერეა წყალდიდობა თბილისში

მსხვერპლი მოჰყვა თბილისში მომხდარ წყალდიდობას, რომელიც ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. დაიტბორა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები. თბილისის მერიის წარმომადგენლის განცხადებით, სტიქიამ თბილისი რამდენიმე მილიონი ლარით დააზარალა.

10 მაისი 2012

ფოტოგალერეა რუსული ავიალაინერის ავარია ინდონეზიაში

9 მაისს რუსული წარმოების "სუხოი სუპერჯეტ 100", რომელშიც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა სარეკლამო ფრენისას ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის სამხრეთით. თვითმფრინავის ნამსხვრევები მეტყველებს, რომ ის მძინარე ვულკანის ფერდობს შეეჯახა. როგორც ვარაუდობენ, არავინ გადარჩენილა მასში მყოფ დიპლომატებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებსა და ეკიპაჟის წევრებს შორის.

09 მაისი 2012

ფოტოგალერეა 9 მაისი თბილისში

9 მაისს საქართველოში 67-ედ აღინიშნა ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ვაკის პარკში შეკრებილი ვეტერანები წელსაც იღებდნენ პოლიტიკური პარტიების,საზოგადოებრივი ორგანიზაციების თუ, უბრალოდ, თბილისელებისგან მილოცვებს და მეორე მსოფლიო ომის მძიმე დღეებს იხსენებდნენ.

07 მაისი 2012

ფოტოგალერეა ვლადიმირ პუტინის წლები

ვლადიმირ პუტინი მესამე ვადით გახდა რუსეთის პრეზიდენტი. 7 მაისს, კრემლში გამართულ ინაუგურაციაზე, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი „სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპს იწყებს“. თუ ექვსი წლის შემდეგ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ გაიმარჯვებს, მაშინ 2024 წლისთვის, როცა პრეზიდენტად ყოფნის ბოლო ვადა ამოეწურება, პუტინი 71 წლის იქნება. ამ ფოტოებზე აღბეჭდილია რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები.

03 მაისი 2012

ფოტოგალერეა  ”მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში”

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 3 მაისს თბილისში ”ადამიანის უფლებათა სახლის” ორგანიზებით გაიმართა თეატრალური აქცია დევიზით ”მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში”. აქციის თვალებახვეულმა და პირაკრულმა მონაწილეებმა ამ ფორმით გააპროტესტეს ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლის ფაქტები.

მაისი 2012

კალენდარი