ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:43

მულტიმედია / ვიდეოარქივი

კაცური კულტურა

კაცური კულტურა

ტექსტის ზომა - +
29.06.2012
პატრიარქალური კულტურის ნიშნები, მასკულინური დომინანტური როლი ყოფის ნებისმიერ ასპექტში აისახება. ამ კულტურის კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ კრიტიკა რომ კრიტიკად არ დარჩეს, კონკრეტული გზების ძებნაა საჭირო. ამ გზებზე საუბრობს გადაცემის სტუმარი ლიტერატორი მაგდა კალანდაძე. გაგრძელება
ივნისი 2012
29 ივნისი 2012

ვიდეო ლაშა ტუღუში ”მასთ ქერის” შესახებ

29 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლაშა ტუღუში, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი. მან ილაპარაკა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე, რომლებიც საკაბელო ოპერატორებს სატელევიზიო არხების გავრცელების ვალდებულებას აკისრებს.

28 ივნისი 2012

ვიდეო სვანური კოშკები განადგურების პირას

სვანური კოშკების უდიდესი ნაწილი გადაუდებელ რესტავრაციას მოითხოვს. 400-ზე მეტი კოშკიდან ნახევარი უკვე დანგრეულია, ნახევარი კი სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. ზოგი ავარიული ნაგებობა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, რადგან კოშკებიდან ქვები პირდაპირ საცხოვრებელი სახლების სახურავებსა და ეზოებში ცვივა.

ვიდეო თინა ხიდაშელი წინასაარჩევნო გარემოზე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი. მან საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი და ”ქართული ოცნების” გეგმები და ამოცანები განიხილა.

27 ივნისი 2012

ვიდეო მთის საჩუქარი ბარს

26 ივნისს თბილისში, „მზიურში“, გაიმართა ხევსურული საღამო სახელწოდებით „მთის საჩუქარი ბარს“. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა. გამომსვლელებს შორის იყვნენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული შემსრულებლები.

ვიდეო "სარეაბილიტაციო" სამუშაოები გუდიაშვილის მოედანზე

დღეს ”თბილისის ჰამქრისთვის” ცნობილი გახდა მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვის შესახებ. ნებართვა გუდიაშვილის მოედანზე, N2-ში მდებარე შენობის ინვესტორს საშუალებას აძლევს, ჩაატაროს „სარეაბილიტაციო სამუშაობი (დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია, რეკონსტრუქცია, რესტავრაცია, ადაპტაცია, უძრავი ძეგლის ცვლილება). მოედანზე სამუშოები უკვე მიმდინარეობს. ”თბილისის ჰამქარი” აცხადებს, რომ აღნიშნული ბრძანება ინვესტორს მოქმედების ზედმეტად ფართო ასპარეზს აძლევს.

ვიდეო „დისკუსიები მედიასკოლაში“ (I)

რადიო თავისუფლების მედიასკოლის, საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ IREX G-MEDIA მულტიმედია განათლების ცენტრში ხორციელდება პროექტი „დისკუსიები მედიასკოლაში“.

26 ივნისი 2012

ვიდეო არასამთავრობო სექტორი წამების წინააღმდეგ

26 ივნისს არასამთავრობო სექტორმა გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სახლის წევრმა ორგანიზაციებმა თბილისში, ვერის ბაღში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები წამების გახშირებული ფაქტების წინააღმდეგ.

ვიდეო გაგა ჩხეიძე ე.წ. ძველი კინოსტუდიის შესახებ

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გაგა ჩხეიძე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზიდენტი. მან ილაპარაკა ეგრეთ წოდებული ძველი კინოსტუდიის გასხვისების შესახებ.

25 ივნისი 2012

ვიდეო "საჩუქრებიანი" კალათი ნათია მოგელაძეს

თბილისში, კონტროლის პალატასთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ გამართა აქცია სახელწოდებით „ჭორაობის პალატა“. მოძრაობის წევრებმა პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროს ნათია მოგელაძეს დაუტოვეს საჩუქრებიანი კალათი, რომელშიც მოთავსებული იყო ყავა, ბანქო, მზესუმზირა, ფრჩხილების ლაქი, სიგარეტი... როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, კონტროლის პალატა რეალურად ჭორების გავრცელებაზე მუშაობს და "ეს ყველაფერი სწორედ ჭორაობისთვის საჭირო ატრიბუტებია". დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოგელაძისთვის კალათის გადაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

ვიდეო რუსუდან ხუნწარია ცხოველთა უფლებებზე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ცხოველთა უფლებადამცველი და ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის, ”არგუსის” წარმომადგენელი რუსუდან ხუნწარია. მან ისაუბრა ცხოველთა თავშესაფრის შესახებ, რომელიც თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გაიხსნა. თუმცა ცხოველთა უფლებების დამცველების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს თავშესაფარი არ არის საკმარისი უსახლკარო ცხოველების დასაცავად.

22 ივნისი 2012

ვიდეო მამუკა ანდღულაძე ანტენების დაყადაღებაზე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო მამუკა ანდღულაძე, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მედიაანალიტიკოსი. მან ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" ანტენების დაყადაღებაზე გააკეთა კომენტარი და ამ საკითხის გარშემო გაჩენილი შეკითხვები მიმოიხილა.

21 ივნისი 2012

ვიდეო ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია

ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდება, - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა 18 ივნისს, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ტაძარში საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად, თვითნებურად მიმდინარეობდა და ამ პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა. რა ხდება დღეს ბაგრატის ტაძარში და რას ფიქრობენ ქუთაისელები განახლებულ ბაგრატზე?

ვიდეო თავისუფლების დღიურები - ეკა მაზმიშვილი

თავისუფლების დღიურები - ეკა მაზმიშვილი

ვიდეო სოფიო ბენაშვილი მაინა კიაის ანგარიშზე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო სახალხო დამცველის ოფისის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოფიო ბენაშვილი. მან ისაუბრა გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ მომზადებულ ანგარიშზე. 20 ივნისს გამოქვეყნდა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის მაინა კიაის მიერ მომზადებულ საკმაოდ კრიტიკული ანგარიში საქართველოს შესახებ.

20 ივნისი 2012

ვიდეო ლტოლვილობას არავინ ირჩევს

ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, 20 ივნისს, გაეროს ლტოლვილთა უწყება, გლობალური კამპანია „დილემების“ ფარგლებში, მიმართავს სხვადასხვა სფეროს ცნობილი მოღვაწეების დახმარებას, რათა დაუპირისპირდეს ლტოლვილთა მიმართ შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის გამოვლინებებს. ეს ვიდეოც, რომელშიც მონაწილეობს გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატის საგანგებო დესპანი, ცნობილი კინოვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი, ამ კამპანიის ნაწილია (გაეროს ვიდეო)

19 ივნისი 2012

ვიდეო გოგი ხოშტარია ბაგრატის ტაძრის შესახებ

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია. მან ისაუბრა ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარშემო უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ.

18 ივნისი 2012

ვიდეო 15 ოჯახი სასიკვდილო საფრთხის ქვეშ

დუშეთის რაიონის სოფელ ზემო მლეთის მოსახლეობა უკვე წლებია განსახლებას ითხოვს. სოფლის თავზე ჩამოწოლილი მეწყერი სიცოცხლისთვის საშიშია. მოხუცები და ბავშვები ფაქტობრივად მდინარის კალაპოტში ცხოვრობენ.

14 ივნისი 2012

ვიდეო თავისუფლების დღიურები - ეკა გიგაური

თავისუფლების დღიურები - ეკა გიგაური

ვიდეო ”კამარა” - ისინი დაბრუნდნენ

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრმა ”კამარამ” რამდენიმე ხნის წინ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ყოფილ დამოკიდებულთა ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. ”კამარა” გასული წლის ოქტომბერში ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა. ცენტრში ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანებისთვის რვა სახის თერაპია ტარდება, მათ შორის კი გამორჩეულია არტთერაპია. როგორც ცენტრში ამბობენ, პაციენტები, ფსიქოლოგების ინტენსიური დახმარებით, ”ფხიზელ ცხოვრებაში” დაბრუნებას სწავლობენ.

11 ივნისი 2012

ვიდეო საქართველოს ჯეიმს აპატურაი ესტუმრა

თბილისს ესტუმრა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. ის მონაწილეობას მიიღებს ნატოს კვირეულში, რომელიც ორშაბათს გაიხსნა საქართველოს დედაქალაქში. თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე აპატურაიმ ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.

08 ივნისი 2012

ვიდეო მუშების უსაფრთხოება მშენებლობებზე

გახშირებულ მშენებლობებთან ერთად აქტუალური ხდება მუშების უსაფრთხოების საკითხიც. საქართველოს პროფკავშირების განცხადებით, მუშების სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშოდ არის გაზრდილი და ეს მთავრობის მხრიდან კონტროლის მექანიზმის არარსებობას უკავშირდება. დაქირავებული ხელოსნები ხშირად სათანადო აღჭურვილობის გარეშე და შეუსაბამო პირობებში მუშაობენ, რაც მათი დაზიანებისა და ზოგ შემთხვევაში, სიკვდილის მიზეზი ხდება.

06 ივნისი 2012

ვიდეო ქართველი ქალები რაგბიში

საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რამდენიმე დღეში გაემგზავრება ბელგიაში, სადაც ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. როგორ ემზადებიან ქართველი მორაგბე ქალები და რა შანსები აქვს ქალთა რაგბის საქართველოში?

ვიდეო Dub fx-ის ქუჩის პერფორმანსი თბილისში

5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავსტრალიელმა მუსიკოსმა Dub fx-მა თბილისში ქუჩის პერფორმანსი ჩაატარა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრთან, გოგა ხაჩიძესთან ერთად.

05 ივნისი 2012

ვიდეო „ქართული ოცნება“ ხეების ჩეხვის წინააღმდეგ გამოდის

5 ივნისს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია გამართა. აქტივისტებმა ხეების მასობრივი ჩეხვა გააპროტესტეს და ქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა მთავრობას რამდენიმე მოთხოვნით მიმართეს, მათ შორის ხეების ჭრაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნითაც. თბილისის მერიის პრესსამსახური აქციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

04 ივნისი 2012

ვიდეო არის თუ არა საკმარისი საკვები საქართველოში?

რამდენად ხელმისაწვდომია საკვები საქართველოში? ერთი შეხედვით, ქვეყანაში სურსათის პრობლემა არ არსებობს, მაგრამ შიმშილობის შემთხვევები დროდადრო მაინც გვხვდება. ექსპერტების თქმით, საქართველო ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული, რაც აისახება ფასებზე და მნიშვნელოვნად ამცირებს საკვებისადმი ხელმისაწვდომობას.

ვიდეო თბილისი Open Air - 2012

2-3 ივნისს, თბილისში, ახალ საფესტივალო ქალაქში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air – 2012 გაიმართა, რომელშიც რვა უცხოელი და თოთხმეტი ქართველი არტისტი მონაწილეობდა. შემსრულებლებს შორის იყო ცნობილი რუსული როკ ჯგუფი ДДТ (DDT) და მისი სოლისტი იური შევჩუკი. წელს თბილისის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი მესამედ ჩატარდა.

03 ივნისი 2012

ვიდეო დიდი ბრიტანეთი ელისაბედ მეორის იუბილეს აღნიშნავს

ლონდონში, მდინარე ტემზაზე, სხვადასხვა ზომის ათასზე მეტმა ხომალდმა მიიღო მონაწილეობა გემების აღლუმში, რომელიც მიეძღვნა დედოფალ ელისაბედ მეორის ტახტზე ასვლის მე-60 წლისთავს. ასეთი მასშტაბის აღლუმი ინგლისში ბოლოს მე-17 საუკუნეში გაიმართა (რეიტერის ვიდეო).

01 ივნისი 2012

ვიდეო იტალიის მებაირაღეთა წარმოდგენა მეიდანზე

31 მაისს თბილისში, მეიდანზე იტალიის რესპუბლიკის დღესასწაულთან დაკავშირებით იტალიის მებაირაღეთა საერთაშორისო ნაკრებმა წარმოდგენა გამართა. ღონისძიება იტალიის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული და მასში იტალიის სხვადასხვა პროვინციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი ემილია რომანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს.

ვიდეო ქალაქი, მაგრამ არა დედაქალაქი - III ნაწილი

ამ გამოშვებაში გიამბობთ 90-იანი წლების ქუთაისზე და მის ალტერნატიულ კულტურაზე. რა დარჩა ამ კულტურიდან? რას აკეთებენ დღეს ქუთაისელი ავანგარდისტები? რა განსაზღვრავს საქართველოს მეორე ქალაქის სახეს?

ვიდეო ქალაქი, მაგრამ არა დედაქალაქი - II ნაწილი

ამ გამოშვებაში გიამბობთ 90-იანი წლების ქუთაისზე და მის ალტერნატიულ კულტურაზე. რა დარჩა ამ კულტურიდან? რას აკეთებენ დღეს ქუთაისელი ავანგარდისტები? რა განსაზღვრავს საქართველოს მეორე ქალაქის სახეს?

ვიდეო ქალაქი, მაგრამ არა დედაქალაქი

ამ გამოშვებაში გიამბობთ 90-იანი წლების ქუთაისზე და მის ალტერნატიულ კულტურაზე. რა დარჩა ამ კულტურიდან? რას აკეთებენ დღეს ქუთაისელი ავანგარდისტები? რა განსაზღვრავს საქართველოს მეორე ქალაქის სახეს?

ივნისი 2012

კალენდარი