რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.
თავისუფლების დღიურები - ეკა თხილავა
31 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მიხეილ კუკავა, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანალიტიკოსი. მან ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის - ”საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის” - შესახებ ილაპარაკა.
გორის რაიონის სოფელ კარალეთში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის წარმატებას აღნიშნავენ. 66 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა ტურნირში გამარჯვებით 20 წლის სპორტსმენმა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პირველი "ოქრო" შესძინა. ლაშას მშობლები ამბობენ, რომ პატარაობაში ოლიმპიური ჩემპიონი ძალიან სისტი იყო და სპორტზეც ამიტომ შეიყვანეს.
30 ივლისს, რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. მან ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო მედიის რეგულირების საკითხებზე.
28 ივლისს, ჰეპატიტების საერთაშორისო დღეს, თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია გაიმართეს. ორგანიზაციები მკურნალობის ხელმისაწვდომობის მოთხოვნით პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.
”წითელი ზონის” მორიგი გადაცემა, რომელიც ლონდონშია გადაღებული, დაგვაბრუნებს 50-იანი, 60-იანი წლების ინგლისში და გაგვახსენებს, რა ხდებოდა იმ დროის ბრიტანულ თეატრსა და კინოში, შეგვახვედრებს ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს დღესაც ”გაბრაზებული ახალგაზრდების” ჯგუფს მიაკუთვნებენ.
27 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კოტე რუხაძე, C ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტთა თვითორგანიზაცია „ჰეპა პლუსის” წარმომადგენელი. მან C ჰეპატიტით ინფიცირებულთა მკურნალობის უზრუნველყოფაზე ილაპარაკა. 28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება. ამ დღეს ქართული არასამთავორობო ორგანიზაციები ყურადღებას სწორედ C ჰეპატიტით ინფიცირებულებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის საკითხზე გაამახვილებენ.
25 ივლისს საქართველოს ოლიმპიელთა პირველი ჯგუფი ლონდონში გაფრინდა. სულ დელეგაცია დაკომპლექტებულია 35 სპორტსმენით, რომლებიც ოლიმპიადაზე რამდენიმე ეტაპად გაემგზავრებიან. სპორტსმენთა და სპორტის ფუნქციონერებთან ერთად ლონდონში გულშემატკივართა ჯგუფიც გაფრინდა.
26 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი თათული თოდუა. მან ისაუბრა სოფელ ცაიშში მომხდარ ინციდენტსა და ამ ამბით გამოწვეულ რეაქციებზე.
რადიო თავისუფლების მედიასკოლის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ IREX G-MEDIA მულტიმედია განათლების ცენტრში ხორციელდება პროექტი „დისკუსიები მედიასკოლაში“. ამჯერად დისკუსიის თემაა: მედიაგარემო არჩევნების წინ.
25 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თამარ კორძაია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. მან ტელეკომპანია ”მაესტროს” მხარდამჭერ კამპანიაზე ილაპარაკა.
ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანს ლონდონის ოლიმპიადაზე წარმატების იმედი აქვს. „როცა ტრავმა არ მაქვს, შემიძლია ყველას მოვუგო“, - ამბობს 23 წლის სპორტსმენი. პირველ მნიშვნელოვან წარმატებას შუკვანმა შარშან მიაღწია, როცა ევროპის ჩემპიონატზე (60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში) ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ლია მუხაშავრია. მან ილაპარაკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გზებზე ქართულ სამართლებრივ სისტემაში და ხაზი გაუსვა ნაკლოვანებებს კოდექსში, რაც სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას უშლის ხელს.
თავისუფლების დღიურები - დიმიტრი ლორთქიფანიძე
ერაყში 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა ბაღდადსა და მისგან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებში მომხდარ თავდასხმებს. ოფიციალური მონაცემებით, სულ 13 ქალაქში თავდასხმების 21 შემთხვევა აღირიცხა. ერაყისთვის 23 ივლისი ყველაზე სისხლიანია მიმდინარე წლის განმავლობაში (ასოშიეიტედ პრესის ვიდეო).
23 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი გიგოლაშვილი, საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი. მან ისაუბრა ქვეყანაში აგროდაზღვევის აუცილებლობასა და ამ თვალსაზრისით დღეს არსებულ სიტუაციაზე.
ქრისტინე ესებუა ერთადერთი მშვილდოსანია, რომელიც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე სპორტის ამ სახეობაში საქართველოს წარმოადგენს. შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე 27 წლის სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და იმედი აქვს, რომ უმედლოდ არც ლონდონიდან დაბრუნდება.
დღეს დილით ბაქოში ცეცხლი გაუჩნდა ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრს. რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტის ცნობით, ხანძარი რამდენიმე საათს გაგრძელდა და მის ჩასაქრობად საჭირო შეიქნა 50-მდე სახანძრო ბრიგადის მობილიზება.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე. მან ილაპარაკა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ სადისკუსიო დოკუმენტზე, რომელიც საქართველოში ბავშვების სიღარიბის დაძლევის გზებს შეეხება.
19 ივლისს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (სეოკ) გაიმართა ქართველი სპორტსმენების ოლიმპიური სამოსის პრეზენტაცია. ეროვნული დროშის ფერებში შესრულებული წითელ-თეთრი სპორტული ტანსაცმელი სეოკ-ის დაკვეთით შექმნეს ფირმა „ლოტოს“ დიზაინერებმა. რაც შეეხება ე.წ. სააღლუმე სამოსს, ფართო საზოგადოება მას ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იხილავს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ხატია ყურაშვილი, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანი. მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც მსოფლიოში მობილური ტექნოლოგიების მხრივ არსებული ვითარებაა მიმოხილული. ხატია ყურაშვილმა ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება განიხილა და სტატისტიკასა და ტენდენციებზე ილაპარაკა.
19 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ზვიად კერესელიძე, ექიმი-კარდიოლოგი, აკადემიკოს გულნარა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე.
16 ივლისს მოსკოვის კაფე „ტვერბულში“ გაიმართა საქველმოქმედო აუქციონი, რომელზეც რუსეთის კინოს, ტელევიზიის, ესტრადისა თუ სხვა დარგების „ვარსკვლავებმა“ გასაყიდად გამოიტანეს პირადი ნივთები: ბეჭდები, სამაჯურები, მძივები, საყურეები და სხვა. ქსენია სობჩაკისა და ელიზავეტა გლინკას მიერ მოწყობილი აუქციონის შემოსავალი კრიმსკის წყალდიდობის მსხვერპლთ გადაეცემა (რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ვიდეო).
ვალერი ლიპარტელიანი, საქართველოს ძიუდოისტთა ოლიმპიური ნაკრების სხვა წევრებთან ერთად, ლონდონის თამაშებისთვის ბორჯომში ემზადება. მრავალი ჯილდოს მფლობელი 23 წლის სპორტსმენისთვის ოლიმპიადა უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ლიპარტელიანმა ძიუდოში ვარჯიში 11 წლის ასაკიდან დაიწყო და მას შემდეგ არაერთი წარმატება მოიპოვა ეროვნული თუ საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებებში.
27 წლის პიერ სარკოზიმ, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის უფროსმა ვაჟმა, რომელიც სცენაზე DJ Mosey-ს ფსევდონიმით გამოდის, 14 ივლისს უფასო კონცერტი გამართა სომხეთის დედაქალაქის შეყვარებულთა პარკში. კონცერტი მოეწყო საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის, ბასტილიის დღის აღსანიშნავად (რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ვიდეო).
თავისუფლების დღიურები - კშიშტოფ ლუკიანოვიჩი
16 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დიტო ხუსკივაძე, სტუდენტი. მან ისაუბრა ”ფეისბუკის” გვერდზე, რომლის სახელწოდებაა ”სამეცნიერო ბიბლიოთეკა არ უნდა გაიყიდოს!”.
ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტებმა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თბილისში, პარლამენტთან, გამართეს აქცია, რომლითაც პროტესტი გამოთქვეს არხის გარშემო განვითარებული მოვლენებისა და სატელიტური ანტენების დაყადაღების წინააღმდეგ.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, 17 წლის მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე ინტენსიურად ემზადება ლონდონის თამაშებისთვის. თავად სპორტსმენიც და მისი მწვრთნელებიც იმედოვნებენ, რომ ბოლქვაძე ოლიმპიადაზე თავის საუკეთესო შედეგს აჩვენებს. ოლიმპიური ლიცენზცია სპორტსმენმა ახლახან მოიპოვა უნგრეთის ქალაქ დებრეცენში, მოცურავეთა ევროპის ჩემპიონატზე.
”წითელი ზონის” მორიგი გადაცემა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაშია გადაღებული. გადაცემის წამყანი, გიორგი გვახარია ნატოს შექმნის და გაფართოვების ისტორიას იხსენებს, ესაუბრება სამხედრო ექსპერტებს და გვიამბობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმ ქმედებებზეც, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. გადაცემის ერთ-ერთი წამყავნი თემაა ნატო და საბჭოთა კავშირი, ნატო და რუსეთი.
13 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თათული თოდუა, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი. მან ილაპარაკა სახელმწიფოს, პოლიტიკური ძალებისა და მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე წინასაარჩევნო პერიოდში.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გიორგი ჭანიშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის წარმომადგენელი. მან ლონდონის ოლიმპიადაზე წარგზავნილ ქართველ სპორტსმენებზე ისაუბრა, ფავორიტები მიმოიხილა და ქართული დელეგაციის გეგმებზე ილაპარაკა.
ქაბულში ქალებმა მოაწყვეს „უსიტყვო მსვლელობა“ ქალთა მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად. დემონსტრაციის ფონია ფარვანის პროვინციაში ახლახან მომხდარი შემთხვევა - ღალატში დადანაშაულებული ახალგაზრდა ქალის საჯაროდ დასჯა სიკვდილით, რაც ვიდეოზეც იქნა გადაღებული.
11 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სოსო გალუმაშვილი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროსი კონსულტანტი. მან ილაპარაკა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკვლევის - ”საზოგადოების განწყობა საქართველოში” - შედეგებზე.
რადიო თავისუფლების მედიასკოლის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ IREX G-MEDIA მულტიმედია-განათლების ცენტრში ხორციელდება პროექტი „დისკუსიები მედიასკოლაში“. ამჯერად დისკუსიის თემაა საკუთრების უფლება.
ორი წელია, ქეთევან გოლიაძე თავის თორმეტ შვილთან და ერთ შვილიშვილთან ერთად დამწვარ სახლში ცხოვრობს. სახლში ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა და ყველა ოთახი დაიწვა, მასთან ერთად დაიწვა ავეჯი და ტანსაცმელიც. ბავშვების უმეტესობა მცირეწლოვანია. ოჯახი ელემენტარული საარსებო პირობების გარეშე არის დარჩენილი.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ერეკლე ურუშაძე, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროექტის მენეჯერი. მან საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარების შესახებ კვლევის შედეგები გააცნო მსმენელს.
თავისუფლების დღიურები - სალომე ჭინჭარაული
9 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ალექსანდრე ბარამიძე, ადვოკატი. მან ილაპარაკა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 8 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი 17 ფიზიკური პირი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი მათ მიერ პარტიებისთვის თანხის შეწირვის გამო.
“ლაბორატორია 1918” - ასე ჰქვია სტუდენტების ჯგუფს, რომელიც გასულ წელს დაარსდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. მისი წევრები პირველ რიგში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას მოითხოვენ, უარს ამბობენ ძალადობაზე, თუმცა თავიანთ პროტესტს ხმამაღლა გამოხატავენ. ჩვენს პროგრამაში ასევე გავიხსენებთ იმ წლებს, როცა ახალგაზრდებმა თავიანთი მოქალქეობრივი პოზიცია გამოხატეს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ნიკა ლალიაშვილი, ”ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი. მან კომენტარი გააკეთა პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე ცვლილებაზე და ილაპარაკა ”ქრისტიან-დემოკრატების” ინიციატივაზე, კონსტიტუციაში ჩაიწეროს ქორწინება, როგორც მხოლოდ კაცსა და ქალს შორის კავშირი.
მესტიის რაიონში სოფლების დიდი ნაწილი ღვარცოფისა და წყალდიდობის საფრთხის ქვეშაა. ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობების დროს იტბორება სახლები და დამხმარე ნაგებობები. მოვარდნილ ღვარცოფს ხშირად შინაური ცხოველებიც ეწირება. ადგილობრივი მოსახლეები საკუთარი ძალებით სტიქიასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ.
5 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო არჩილ კაიკაციშვილი, ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ადვოკატების” ერთ-ერთი დამფუძნებელი. დღეს ეს ორგანიზაცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს მიმართავს ხუთი შეკითხვით, რომლებიც სისტემაში რეფორმების განხორციელებას, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა საქმეების გადახედვასა და სასჯელაღსრულების სისტემაში არჩევნების გამჭვირვალედ წარმართვის უზრუნველყოფას შეეხება.
გაეროში საქართველოს დევნილთა შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 3 ივლისს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საქართველოს მიერ ინიცირებული მეხუთე რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ მოვლენასთან დაკავშირებით 4 ივლისს „კოალიციამ სამართლიანობისთვის“ თბილისში ჩაატარა დევნილების მხარდამჭერი აქცია.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო დიმიტრი ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის მოადგილე ფრაქციისა ”ერთობა სამართლიანობისათვის”. მან კომენტარი გააკეთა სამთავრობო ცვლილებებზე და ახალი სამთავრობო პროგრამა განიხილა.
2 ივლისს მულტიმედია-განათლების ცენტრში სერტიფიკატები გადაეცა ათ სტუდენტს, რომლებმაც გაიარეს ორთვიანი სტაჟირება პროგრამით „იმუშავე და ისწავლე რადიო თავისუფლებასთან ერთად“. პროექტის ხელშემწყობია IREX-ის პროგრამა G-MEDIA, რომელიც ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.
3 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გია ჯანდიერი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი. მან ილაპარაკა საქართველოს მთავრობაში ცვლილებებისა და თანმდევი იდეების ეკონომიკურ ფასზე.
თავისუფლების დღიურები - სიმონ ჯანაშია
29 ივნისს თბილისში, პუშკინის სკვერში, გაიმართა საქველმოქმედო აქცია, რომლის მიზანია მერი ჯამაძის მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება. სოციალურად დაუცველ ოჯახს ბანკის დაუფარავი სესხის გამო ბინიდან გამოსახლება ემუქრება. დასაფარი თანხა 2700 დოლარს შეადგენს. აქციის მონაწილეებმა გასაყიდად გამოიტანეს სხვადასხვა ნივთი, რომელთა რეალიზაციის შედეგად შეგროვილი თანხა მერი ჯამაძის ოჯახს გადაეცემა.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვანო მერაბიშვილის დანიშვნასა და სხვა მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა კომენტარი.