Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონი მოითხოვს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის გამართვას


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი მოითხოვს დაუყოვნებლივ გაიმართოს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრთა შეხვედრა, მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა ბრიტანეთს და კიდევ რამდენიმე სხვა წევრ ქვეყანას მოსთხოვა უფრო დიდი თანხა შეიტანონ ბლოკის ბიუჯეტში. კამერონი ამ მოწოდებით გამოვიდა 24 ოქტომბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის ეკონომიკური პრობლემების განხილვის მიზნით ჩატარებულ შეხვედრაზე. ამასთან, მან ჟურნალისტებს უთხრა, „მე ამ გადასახადს არ გადავიხდი 1 დეკემბერსო“ და ბრიუსელის მოთხოვნას უწოდა „მიუღებელი.“ ევროკავშირის ლიდერები ბრიტანეთს დამატებით 2.1 მილიარდ ევროს სთხოვენ - 20 პროცენტით მეტს, ვიდრე ქვეყანა ამჟამად იხდის - რადგან ბრიტანეთის ეკონომიკის მაჩვენებელი წელს იმაზე უკეთესია, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ევროკავშირის ბიუჯეტში შეტანილი თანხა განისაზღვრება წევრი ქვეყნების ეკონომიკის სიდიდის მიხედვით. ბიუჯეტის ხელახალი დათვლის შედეგად მომატებული გადასახადის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ ჰოლანდია, ფინეთი და ის ქვეყნებიც, რომლებსაც ახლახან ფინანსური დახმარება დასჭირდათ - საბერძნეთი და ირლანდია.

XS
SM
MD
LG