უკვე 21 წელია, აფხაზეთიდან დევნილებს სახლიდან შორს, კომპაქტურად ჩასახლებულ შენობებში უწევთ ცხოვრება. დევნილების ნაწილს წლების შემდეგ საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა, ნაწილი ისევ საკუთარი ბინის მოლოდინშია, ნაწილიც მთავრობამ მათთვის გამოყოფილი, გარემონტებული საცხოვრებლით დააკმაყოფილა.