Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ბანკი - დაბრუნება წარსულში


საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთავრობა აპირებს შექმნას სახელმწიფო ბანკი, სახელწოდებით ”საქართველოს განვითარების ბანკი” - არაკომერციული სტრუქტურა, რომელიც ”საპარტნიორო ფონდის” დაშლის შედეგად ჩამოყალიბდება. უკვე დასახელდა მისი ხელმძღვანელის სავარაუდო კანდიდატურაც. ეს არის მმართველი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით საგანელიძე.

საქართველოს მთავრობის წევრები ადასტურებენ, რომ სახელმწიფო ბანკის შექმნა გადაწყვიტეს. ისინი აცხადებენ, რომ ეს არ იქნება კომერციული ბანკების კონკურენტი და მხოლოდ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს დააფინანსებს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, „განვითარების ბანკი“ „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება და მის საქმიანობას გააგრძელებს, კერძოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანიის მოგების ინვესტირებას სახელმწიფოს მიერ სტრატეგიულად მიჩნეულ დარგებში - ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურაში, წარმოებაში და ა.შ. სახელმწიფო ბანკის შექმნის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
please wait

No media source currently available

0:00 0:05:30 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG