Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაარჩენს თუ არა თბილისის მწვანე საფარს საზოგადოების კიდევ ერთი პეტიცია


“მწვანე საფარი კრიტიკულ ზღვარზე დაბლაა თბილისში. სათითაო ობიექტის დაცვა ადამიანურ რესურსს არ შეუძლია. რამდენ ადგილას დავცეთ კარვები? სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ მორატორიუმს შეუძლია, რომელზეც არც ისე იოლად დაგვთანხმდებიან. ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ“ - ასე მოუწოდებენ პარტიზანული მებაღეობის წევრები თანამოაზრეებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ყველას, ვისაც თბილისის გამწვანება ადარდებს, 28 მარტს თბილისის მერიასთან მივლენ, სადაც მიიტანენ პეტიციას, რომლითაც მთავრობას სთხოვენ შეწყდეს თბილისის მწვანე საფარის დაზიანება. სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებისა და, ზოგადად, ხეების გაჩეხის საწინააღმდეგოდ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, თუმცა ადგილზე მშენებლობა მხოლოდ დროებითაა შეჩერებული. გაითვალიწინებს ხელისუფლება პეტიციის ხელმომწერთა მოთხოვნას? გაგრძელდება თუ არა პროტესტი, თუ მას შედეგი არ მოჰყვა? რამდენად სერიოზული პრობლემის წინაშე დგას კვლავაც დედაქალაქის ჯერ კიდევ გადარჩენილი მწვანე საფარი? - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება სამოქალაქო აქტივისტ ერეკლე ურუშაძეს გაესაუბრა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG