ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 23:47

პოლიტიკა / მსოფლიო

ქმრის ღალატისთვის საჯაროდ დასჯის ფაქტს ავღანეთის ხელისუფლება გამოიძიებს

ქმრის ღალატისთვის საჯაროდ დასჯის ფაქტიქმრის ღალატისთვის საჯაროდ დასჯის ფაქტი
x
ქმრის ღალატისთვის საჯაროდ დასჯის ფაქტი
ქმრის ღალატისთვის საჯაროდ დასჯის ფაქტი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ავღანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება მკვლელობის საქმისა, რომელშიც თალიბანის წარმომადგენლები არიან  ეჭვმიტანილნი. საქმე ეხება ჩრდილოეთ ავღანეთში ქმრის ღალატისთვის ქალის საჯაროდ სიკვდილით დასჯას.  „როიტერსის“ სააგენტოს ხელში ჩაუვარდა ვიდეოკადრები, რომლებიც მსოფლიომ ნახა და სადაც, გავრცელებული ინფორმაციით,   ქმრის ღალატში შემჩნეული ქალის სიკვდილით დასჯაა ასახული - კადრებზე ჩანს როგორ ესვრიან ქალს უკნიდან თავში რამდენიმე ტყვიას.  ამ ამბავს ესწრება ბრბო, სოფლის მცხოვრებლები, რომლებიც სიკვდილით დასჯის აქტს დადებითი შეძახილებით ხვდებიან.  ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა - სედიყ სედიყმა - პირობა დადო, რომ გამოძიება მიაკვლევს თალიბებს, რომლებმაც განახორციელეს ეს აქტი:

„ჩვენ საფუძვლიანად გამოვიძიებთ ამ  საქმეს და მივაგნებთ დამნაშავეებს, თალიბებს, რომლებიც ძალადობის, ტერორიზმის ამ საზარელი ქმედების უკან დგანან.  ასეთ ქმედებას სხვას ვერაფერს უწოდებ.“

წერილობით განცხადებაში პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ  „საზარელი და მიუტევებელი“ უწოდა მკვლელობას. კარზაის თანახმად, ასეთი დანაშაული „მიუტევებელია ისლამის წმინდა რელიგიისა“ და ავღანეთის კანონის მიხედვით. ავღანეთში ნატოს ჯარების სარდალმა, აშშ-ის გენერალმა ჯონ ალენმა მკვლელობას  „ენით გამოუთქმელი სისასტიკით“ ჩადენილი ბოროტმოქმედება უწოდა.

ჩვენ საფუძვლიანად გამოვიძიებთ ამ  საქმეს და მივაგნებთ დამნაშავეებს, თალიბებს, რომლებიც ძალადობის, ტერორიზმის ამ საზარელი ქმედების უკან დგანან ...

ინციდენტი მოხდა სოფელში, რომელიც  პარვანის პროვინციაში, ქაბულიდან ას კილომეტრში მდებარეობს. საჯაროდ სიკვდილით დასჯა თალიბანის მმართველობის დროს გავრცელებული იყო, მაგრამ ამ ქვეყანაში საერთაშორისო ჯარის შესვლის შედეგად მათი ძალაუფლების დამხობიდან მე-11 წელს რომ იგივე ხდება, შეშფოთებას იწვევს არამარტო ავღანეთში. პარვანის პროვინციის ქალთა საქმის ოფისის ხელმძღვანელი შაჯან იაზდანპარასტი ამბობს, რომ თალიბების დროს ქალები საშინლად იჩაგრებოდნენ:  „ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ მათი ხელისუფლება თუ დაბრუნდა, არ ვიცი რა მოხდებაო“, ამბობს შაჯან იაზდანპარასტი.

ამავე პროვინციის გუბერნატორმა, ბასირ სალანგიმ განაცხადა, რომ ვიდეო  ერთი კვირის წინაა გადაღებული სოფელ ყიმშოკში, შირვანის რაიონში.  სალანგის თანახმად, თალიბანის ორი მეთაური  სქესობრივ კავშირში იყო ქალთან.  „შეიძლება გააუპატიურეს ან შეიძლება სასიყვარულო კონტაქტი ჰქონდათ და შემდეგ გადაწყვიტეს ეწამებინათ და მოეკლათ, რათა დავა  ასეთი გზით მოეგვარებინათ“, ვარაუდობს გუბერნატორი. თალიბანის წარმომადგენელმა გერმანიის ახალი ამბების სააგენტოს უთხრა, რომ მეამბოხეებს ამ საქმესთან  კავშირი არა აქვთ.  ავღანეთში ხალხი ხანდახან მიმართავს ხოლმე თალიბანს სადავო საკითხების მოსაგვარებლად, რადგან ოფიციალური სამთავრობო მართლმსაჯულების უწყებები ან კორუმპირებულია, ან უმოქმედო. თალიბანის სასამართლო  ეფუძნება შარიათის პრინციპს, რომელიც დასჯის ერთ-ერთ ფორმად ჩაქოლვას ან  დახვრეტას ითვალისწინებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

ყველაზე პოპულარული