ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:02

რუბრიკები / ინტერვიუ

ხელშეკრულება საქართველოსთან. ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან

აკაკი მინაშვილიაკაკი მინაშვილი
x
აკაკი მინაშვილი
აკაკი მინაშვილი
ტექსტის ზომა - +
”ხელშეკრულება საქართველოსთან”- ასე ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო საპროგრამო დოკუმენტს, რომელსაც აგვისტო-სექტემბერში საქართველოს ყველა ოჯახი მიიღებს. ხელშეკრულებას ჯერჯერობით ერთი ფორმალური სუბიექტი ჰყავს, მეორე მხარეს  მყოფთა რაოდენობა კი პოტენციურად საპარლამენტო არჩევნებზე გამომჟღავნდება. რას ნიშნავს სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული დაპირებების ხელშეკრულების ფორმატში მოქცევა და რას აძლევს იგი პარტიასა და ამომრჩეველს? ამ საკითხებზე ნონა მჭედლიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ აკაკი მინაშვილს ესაუბრება.

”ხელშეკრულება საქართველოსთან”
Loading
12:00:00 / -:--:--


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: დასტა-ქარი საიდან გვწერთ: კლინიკიდან
23.07.2012 10:28
ნოტებზე აწყობილი ევროპული გარეგნობა და + ბოლშევიკური კრეტინიზმი...

ავტორი: Vendeta საიდან გვწერთ: კავკასია
22.07.2012 11:47
რამიშვილო გინებასა და სიბრიყვეს შორის დიდი სხვაობაა წესებში წერია რომ შეურაცმყოფელი სიტყვები ბრიყვი კი არ არის შეურაცმყოფელი როგორც მშიშარა. მშიშარა ნიშნავს მშიშარას და თუ ადამიანი ესეთია მას ეს მისი ხასიათის განსაზღვრელია და სიმართლეა თუმცა მწარე მოსასმენია.
იგივეა ბრიყვიც ადამიანი თუ ბრიყვია ბრიყვია და ძნელი მოსასმენია მწარე სიმართლე მაგრამ ბრიყვში ამორალური და შეურაცმყოფელი არაფერია ცოტა დაფიქრდი კვირას რომ იტოვებ ყოველთვის ბოლო სიტყვას შენგან სათქმელად. ეს რადიო თავისუფლებაა და უდიდესი როლი ითამაშა სსრკს დანგრევაში და თავისუფლების გრძნობის განმტკიცებაში ჩვენს ერში და რა მარტო ჩვენს ერში თქვენკი თქვენი ტენდენციური დამოკიდებულებით მსმენელებთან შეურაცმყოფ იმ ნდობას რაც ხალხს გააჩნია ამ რადიოს მიმართდა მე პირველი არ ვარ ვინც აკრიტიკებს რაღაც დეტალებში და უკმაყოფილებას გამოთქვამს რომ ეს რადიო იმ რადიოს აღარ ჰგავს რომელიც ადრე გვახსოვს.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
22.07.2012 11:56
თქვენთან კამათი წინა პოსტით დავამთავრე. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ რამიშვილი არ გახლავართ. მოდერატორობა რედაქციის სხვადასხვა თანამშრომელს გვიწევს ხოლმე.

ავტორი: vendeta საიდან გვწერთ: kavkaz
21.07.2012 17:49
ღმერთმა ხელი მოგიმართოს და მაგაზე მეტი შეურაცმყოფელი სიტყვა არ გაგეგონოს სიბრიყვე შეურაცყოფა არაა ადამიანის მდგომარეობის განმსაზღვრელი პარამეტრია არსებობს ბრიყვი და რსებობს ჭკვიანი ასე რომ ეს შეურაცყოფა არარის მითუფრო ისეთ დროს როდესაც ქვეყანაში 3 არხია რომელიც მაუწყებლობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და საიდანც საბჭოთა პერიოდის მსაგავის პროპაგანდა ისმის მთავრობის სასარგებლოდ ბოდიში მაგრამ თქვენც თუ უკან საბჭოთა კავშირში ბრუნდებით და სიტყვა "ბრივი" და ბრიყული სახის ხმარება იმ ნეო ბოლშევიკების მიმართ რომელთაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა განუვითარებელი ჩარეცხილი და კიდევ ღმერთმა იცის რა გონიათ თუ ეს სიტყვა "ანგრევს და უზნეობის" სახეთ აქცევს იმ ხალხის პროტესტს რომელთაც ყელში ამოუვიდათ ეს კლოუნადა რასაც ყოველ დღე ქადაგებენ ნაციონალური არხები ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მომავალში. მაგრამ იმაზეც იფიქრეთ რომ რადიო თავისუფლება იყო ხალხისთვის თავისუფლების სიმბოლო და ნუ შებღალავთ მის რეპუტაციას "ზედმეტად მაღალი" ზნეობის და მორალის ცენზურით
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
22.07.2012 00:04
ვფიქრობ, ასეთი ლოგიკა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს: ზოგის აზრით, მავანი და მავანი გინებასაც იმსახურებს და მისთვის ყველაზე უხეში სალანძღავი სიტყვებიც არ ემეტება. როგორ მოვიქცეთ: ჩვენი ვებსაიტი ლანძღვა-გინებით ავავსოთ? ცენზურაზე ლაპარაკი აქ სრულიად უადგილოა. გადაიკითხეთ ჩვენი ფორუმის წესები და, თუ ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა გსურთ, დაემორჩილეთ მათ.

ავტორი: vendeta საიდან გვწერთ: aee
21.07.2012 08:52
რატომ არ გამოაქვეყნეთ ჩემი კომენტარი? არანაირი შეურაცყოფა იქ არ ყოფილა და წესებს არ ეწინააღმდეგებოდა დაიწყეთ ცენზურა? დაემგვანოთ იქნება რუსთავი ორს და სახვა მიშისტ ტელევიზიებს
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
21.07.2012 11:11
რა ვიცი, "ბრიყვი სახე" პირადად მე შეურაცხყოფად მომეჩვენა. მაინც ვკითხავ კოლეგებს, იქნებ ისინი სხვანაირად ფიქრობენ...

ავტორი: გარემარბი საიდან გვწერთ: აშშ-დან
20.07.2012 18:26
საერთოდ ვერავითარი ინფორმაცია ვერ მივიღეთ ამ ინტერვიუდან. სულ რაღაც 5-6 წინადადება ჰქონდა მომზადებული რესპოდენტს და იმეორებდა და იმეორებდა 7 წუთის განმავლობაში...
მარტო საყვარელიძის კომენტარზე პასუხისას 5-ჯერ გაიმეორა, რომ ეს არასერიოზული პოზიციაა და კომენტარს არ გავაკეთებო. 5-ჯერ იმის გამეორება, რომ კომენტარს არ გააკეთებ, ალბათ, კომენტარად უნდა ჩაეთვალოს :)
მიჩვეულები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები საკუთარი ტელევიზიებისთვის 1-წუთიანი კომენტარების მიცემას და, არათუ ვრცელ, 7-წუთიან ინტერვიუსაც კი ვერ ართმევენ თავს. სამარცხვინოა, რომ ასეთი ,,ორატორი" ხელმძრვანელობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს!

ავტორი: ინტერ-ნაცი საიდან გვწერთ: III ინტერნაციონალიდან
20.07.2012 09:07
"სიდედრიჩა"-შენთან და შენისთანებთან სასუნთქი სივრცე რომ ერთი გვაქვს, ისიც კი მეტისმეტია-ხელშეკრულებაზე ლაპარაკიც არ გვინდა....ხელშეკრულების ტექსტი თუ მზად გაქვს -დაახვიე....

ავტორი: ანონიმი
19.07.2012 20:35
ხელშეკრულების გარეშე ნეტა ამ ხალხს არავინ დაეხმარება?

თელავში და კახეთის რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში ასობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი, დაზიანებულია ენერგო- და წყალმომარაგების სისტემები, დანგრეულია გზები და განადგურებულია მოსავალი.

ყველაზე პოპულარული