Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისა და ბალტიისპირეთის ლიდერები წინ აღუდგნენ ახალი მილსადენის პროექტს


არსენი იაცენიუკი
არსენი იაცენიუკი

უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები წინ აღუდგნენ ჩრდილოეთის ნაკადის მეორე მილსადენის აგების გეგმას. ამ მილსადენმა უნდა დააკავშიროს რუსეთი და გერმანია ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით. პროექტი უკრაინას წლიურად დააკარგვინებდა ორ მილიარდ დოლარს, რადგან ფუნქციას დაუკარგავდა უკრაინის და პოლონეთის გავლით სახმელეთო სატრანზიტო მილსადენებს, განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რიგაში, 5 ნოემბერს. პოლონეთის და სლოვაკეთის დანაკარგი ამ პროექტის გამო, შესაბამისად, სამასი და რვაასი მილიონი იქნებოდა წლიურად. ამასთან, ის წაართმევდა ევროკავშირს რეალურ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, თქვა იაცენიუკმა, რომლის თანახმად, ეს პროექტი არ არის ეკონომიკურ საჭიროებაზე დაფუძნებული, და რომ მას პოლიტიკური მიზნები აქვს. უკრაინის პრემიერმა მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, სერიოზულად შეისწავლონ საკითხი. მან გააფრთხილა ევროკავშირის ლიდერები, არ მისცენ მოსკოვს ევროკავშირის ენერგიის ბაზრის გაკონტროლების უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG