Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში რუსეთმა ახალი თავდასხმები განახორციელა


ავიაიერიშის ეპიცენტრი. ჰამას პროვინცია, სირია
ავიაიერიშის ეპიცენტრი. ჰამას პროვინცია, სირია

რუსეთმა განაცხადა, რომ სირიაში განახორციელა ახალი თავდასხმები და ავიაიერიში მიიტანა "ისლამური სახელმწიფოს" 12 ობიექტზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამეთაურო პუნქტი და საკომუნიკაციო ცენტრი დაბომბეს ალეპოს პროვინციაში და იდლიბთან. ამავე ცნობით, ჰამას პროვინციაში, ასევე დაიბომბა სამეთაურო პუნქტი.

არ მოიპოვება დამოუკიდებელი ინფორმაცია იმაზე, რომ რუსეთის ამ იერიშების სამიზნე "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები იყო.

რუსეთი ამტკიცებს, რომ ის ტერორიზმს ებრძვის სირიაში. მაგრამ მისი დაჟინებული თანამშრომლობა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან, ვაშინგტონის თანახმად, აღრმავებს შეშფოთებას, რომ რუსეთის მთავარი მიზანი ასადის ძალაუფლების შენარჩუნებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG