შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 20:37

პოლიტიკა / საქართველო

სოხუმი დიალოგისთვის ალასანიასა და ივანიშვილს ირჩევს?

ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიურ ჟურნალ ”ლიმესს” (Limes) მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების არასწორ ფორმულირებაში ადანაშაულებს. თუმცა დიდად განსხვავებული მოსაზრებები ვიაჩესლავ ჩირიკბას არც 25 ივნისს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამოუთქვამს. იგულისხმება სოხუმის საგარეო უწყების პოზიცია ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილთან სამომავლო შესაძლო დიალოგთან დაკავშირებით.

”გახსნილი ვართ დიალოგისთვის. ვფიქრობ, რომ სხვა პრეზიდენტის - არა სააკაშვილის - პირობებში საქართველო სხვანაირი იქნებოდა და ჩვენ გვექნებოდა ყველა შესაძლებლობა, რომ შეთანხმებისთვის მიგვეღწია. ჩვენ უფრო პრაგმატულ თანამოსაუბრეს ვსაჭიროებთ ”, - ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა 22 ივნისს იტალიურ ჟურნალ ”ლიმესში” დაბეჭდილ ინტერვიუში და იქვე აღნიშნავს, რომ ასეთ პრაგმატიკოს თანამოსაუბრეებად აფხაზეთის მხარეს, მაგალითად, ირაკლი ალასანია და ბიძინა ივანიშვილი წარმოუდგენია.

თუკი 22 ივნისის ინტერვიუში  ივანიშვილს ახასიათებს ”საქმიან ადამიანად”, რომელსაც შეუძლია საკმაოდ პრაგმატული იყოს და მიხვდეს, თუ როგორი გადაწყვეტილება იქნებოდა ”ყველასათვის ხელსაყრელი”, 25 ივნისს, რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა ”ეხო კავკაზასთან” საუბრისას, ვიაჩესლავ ჩირიკბა ამბობს, რომ ივანიშვილის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იცის. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პრაგმატულობის კრიტერიუმს ამ შემთხვევაში მხოლოდ ირაკლი ალასანიას უსადაგებს, ხოლო იტალიურ ჟურნალს ზოგადი მოსაზრებების არაზუსტ დაკონკრეტებაში ადანაშაულებს:

ალასანია - კი, ის ჩვენთვის ცნობილია როგორც  მართლაც პრაგმატული პოლიტიკოსი... მაგრამ, აი, ივანიშვილს ჩვენ არ ვიცნობთ ...
”ალასანია - კი, ის ჩვენთვის ცნობილია როგორც  მართლაც პრაგმატული პოლიტიკოსი... მაგრამ, აი, ივანიშვილს ჩვენ არ ვიცნობთ, მისი პოლიტიკოსობა ჩემთვის არ არის ცნობილი. ასე რომ, სტატიის ავტორმა ჩემი ნათქვამი გაამარტივა და ისე გამოვიდა, თითქოს მე აუცილებლად ალასანიასა და ივანიშვილთან დიალოგს ვგულისხმობდი. მე, უბრალოდ, ვთქვი, რომ მომავალი ხელისუფლება ახლანდელთან შედარებით შესაძლოა უფრო პრაგმატული იყოს-მეთქი... დიახ, მე გვარებიც დავასახელე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც მათთან უნდა გავმართოთ მოლაპარაკებები.”

იტალიური ჟურნალის მისამართით გამოხატული გარკვეული უკმაყოფილების მიუხედავად, ვიაჩესლავ ჩირიკბა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუშიც ადასტურებს, რომ ალასანია და ივანიშვილი აფხაზეთის მხარისთვის სამომავლოდ სასურველ თანამოსაუბრეთა კატეგორიაში განიხილებიან.

ვიაჩესლავ ჩირიკბავიაჩესლავ ჩირიკბა
x
ვიაჩესლავ ჩირიკბა
ვიაჩესლავ ჩირიკბა
სოხუმის მიერ გამოხატულ პოზიციას, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვის თვალით უყურებენ თბილისში და ასეთი ეჭვი 25 ივნისს, ტელეკომპანია ”მაესტროსთან” საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმაც გამოხატა:

”თუ ახლა ჩირიკბას განცხადებაში და იმ პრაგმატიზმში იგულისხმება ის, რომ ჩვენმა მხარემ დათმოს პოზიციები რუსეთის ხელისუფლების მარიონეტებთან, ეს არის თითონ მათი განსასჯელი... არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობა და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რაც მხარდაჭერილია მსოფლიო ქვეყნების უდიდესი უმრავლესობის მხრიდან.”

რასაკვირველია, ამ ხელისუფლებას ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს იმისათვის, რომ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან აღადგინოს ნდობა ...
ის, რომ საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას არასოდეს შეურიგდება, ამის შესახებ 25 ივნისს გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემაც ილაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები იდენტურია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზანთან დაკავშირებით, განსხვავებულია შეფასებები მიზნის მიღწევის რესურსთან მიმართებით:

”რასაკვირველია, ამ ხელისუფლებას ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს იმისათვის, რომ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან აღადგინოს ნდობა და გადაიყვანოს ეს კონფლიქტური სიტუაცია უკეთეს ეტაპზე. ხოლო ახალ ხელისუფლებას ამის ყველანაირი რესურსი ექნება.”

მაია ფანჯიკიძის თქმით, დიალოგი, რომელიც აუცილებლად შედგება ”აფხაზ და ოს ძმებთან”, საბოლოო მიზნად ისახავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სუვერენიტეტის შენარჩუნებას. ხოლო როგორც კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, პოლიტიკური აქცენტების დაუსმელად, სოციალური, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემების მოგვარებით უნდა დაიწყოს და, მოგვიანებით, სწორედ ამგვარად მომზადებულ მტკიცე ნიადაგს უნდა დაეფუძნოს პოლიტიკური საკითხების განხილვა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზურაბ საბულუა საიდან გვწერთ: თბილისი
04.07.2012 21:08
ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, როგორც აქსიომა. ჩირიკბა და საერთოდ აფხაზური პოლიტიკური ელიტა, კრემლის გარეშე არანაირ განცხადებებს და საერთოდ არაფერს, რაც ეხება საქართველოსთან და საერთოდ საგარეო ურთიერთობებს არ აკეთებს... ივანიშვილი რომ კრემლის პროექტია ამას დიდი ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება ყველაფერი ხელის-გულივით ზედაპირზე დევს უბრალოდ უნდა ფაქტებს მივყვეთ თანამიმდევრულად, პირველი, დავიწყოთ იმით, რომ დღეს რუსეთიდან (პუტინის "მეორედ მოსვლამდეც" კარგახნით ადრე) შეუძლებელია კაპიტალის გატანა თუ არა ხარ კრემლის ორბიტაზე და არ იმართები მის მიერ, რაც ვფიქრობ საკამათო არავისთვის არ არის (განსაკუთრებით ბოლო დროინდელი მრავალი ფაქტის შემდეგ. ინვესტორების გადაგდების და განუკითხაობის. გავიხსენოთ იმ ფირმის ამბავი სადაც მუშაობდა მაგნიტსკი) ივანიშვილის ბოლო დროინდელი წარმატებული ბიზნეს გარიგებები და უპრობლემოდ კაპიტალის გამოტანა რუსეთიდან. მეორე, რუსულ მასმედიას თუ ადევნებთ თვალს დამეთანხმებით, რომ არ ყოფილა შემთხვევა ხელისუფლების მიერ მართული (რაც თითქმის მთლიან მასმედიას მოიცავს) ტელევიზიების თუ პრესის მიერ, თუნდაც ერთი კრიტიკული აზრი გაპარულიყო ქართულ ოცნებაზე. იგრძნობა აკრძალვის, კრემლის "მძლავრი" ხელი. მესამე, ივანიშვილის გარემოცვას თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ ერთმანეთისგან რადიკალურად 160- გრადუსით განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და განვლილი ცხოვრებოს მქონე სუბიექტებს. ყოფილი პუჩისტები სახემწიფო დამნაშავეები, კომუნისტური ნომენკლატურის, კორუმპირებული ჩინოვნიკები, წითელი ინტილიგენცია, კარის ლაქია პოეტები, მწერლები, არტისტები და მასხარები. მოკლედ არამზადა შევარდნაძის "სასიქადულო" კადრები. ვფიქრობ ივანიშვილს ტაქტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე და სტრატეგიული მიზნის მიღწევისთვის ამ მისი სულისთვის და კრემლისთვის ესოდენ ძვირფასი კონტიგენტის შესანიღბად სჭირდება "მოეროვნულო", როგორიცაა "ფორუმი" და "მოდასავლეთო", როგორიცაა "რესპუბლიკელები", ამ უკანასკნელთა მიმართ ქართველი მოსახლეობის დამსახურებული ზიზღი ბიძინას არ აინტერესებს, რამეთუ "მანქურთი" რესპუბლიკელები, ეგრედწოდებულ "დემოკრატიულ დასავლეთში" აღიქმებიან პროგრესულ და პროდასავლურ ძალად. მეტი ბიძინას არც აინტერესებს. ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდო "წარმატების" შემთხვევაში ბინძურა ამ ბალასტს მალევე მოიშორებს და ქვეყანას უკვე თავიდან ფეხამდე თავის პატრონ კრემლს გადააბარებს, როგორც ოდესღაც მისმა გურუმ არამზადა შევარდნაძემ გააკეთა...სხვისი ვასლობა ხომ ასე გვეხერხება ქართველებს...რა ბეტი ჩირიკბას განცხადებაც, ჩემი სიტყვების დამადასტურებელი ერთერთი ფაქტია....

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
26.06.2012 19:00
არადა რამდენი გამოკრავს ზარბაზნების "ჩახმახს" თითს დიიიდი სიამოვნებით... როგორი ჩსაფრებულები არიან დემოკრატიის სადარაჯოზე ....

ავტორი: ანონიმი
26.06.2012 11:45
ალა დუდაევას რომ ვერ აირჩევენ თანამოსაუბრედ რომც ძალიან მოინდომონ ცხადია და რჩებათ ალასანია. და ქართველები ვის აირჩევენ თანამოსაუბრედ ამას აბა რა მნიშვნელობა აქვს მსოფლიო დემოკრატიისთვის. თუ ცუდად მოიქცევიან ეგ ქართველები მათი საბჭოთა და ანტისაბჭოთა ზარბაზნებით დემოკრატიზორები მანდვე არ არიან? შორს კი არ წასულან.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
26.06.2012 09:03
რაღაც ძალიან უცნაურად არ გაუკვირვებივარ ამ ამბავს :))

არადა საქართველო უპირველეს ყოვლისაო, ჩვენი ოცნებაო, ჩვენი ფესვები და ჯილაგიო

და უცებ --- ბუხრის თავზე გაშლილი საწოლიდან გამოყოლილი არყის სუნი მცემს... ოღონდ ზემო იმერეთში ნაშობი ნატურისგან მოდის ეს სუნი

აბა ვინ იყიდის ამჯერად საქართველოს ცოტა ხნით??? ბიძინას მილიარდები თუ ამერიკის კოკა კოლა და ნატო

ხალხი ისევ ტყუვდება :)))

ავტორი: ანონიმი
26.06.2012 02:35
შემოგევლეთ, ბიძინა, ირაკლი!!! თქვენ გენაცვალეთ!

ავტორი: ანონიმი
25.06.2012 21:16
ამას წინ ევროპაში ბანკი აიღო განგსტერთა ჯგუფმა. მძევლად აიყვანეს თანამშრომლებიც რომელთაგანაც ერთი დაიღუპა. მივიდა პოლიცია. წაესაუბრა განგსტერებს. დღეს განგსტერები ისვენებენ იქ სადაც მაგისთანა ხალხს ასვენებენ და პანთეონებში არ კრძალავენ სხვათა შორის. ცოტა წააგავს კარცერ-ლუქსს ის ადგილი. ხოდა მაგრეა სოხუმიც რომელიც ჩირიკბებმა და მისმა კოლეგებმა ხელში ჩაიგდეს ანდროპოვის კადრების შეიარაღებული ძალების ნამეტანი აქტიური მხარდაჭერით და ხელმძღვანელობით. დეტალების გასარკვევად მიმართედ ძერჟინსკის კოლეგა ხაჯიმბას და ა.შ. ხოდა ნორმალურ ქვეყნებში მაგისთანებს სწორედ ისინი და ისე ესაუბრებიან როგორც ზემოთ აღწერილ ნამდვილად დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში მომხდარ შემთხვევაში. ესაა საქართველოს დემოკრატიული სიმწიფის ტესტი! ესაა და ეს! ვნახოთ ჩააბარებს თუ არა ამ გამოცდას საბჭოთა ზარბაზნით დემოკრატიზებული თბილისი.

ყველაზე პოპულარული