კვირა, 20 აპრილი, 2014 თბილისის დრო 07:10

საზოგადოება / საქართველო

სპეცოპერაცია საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზესპეცდანიშნულების რაზმის წევრები საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე
x
სპეცდანიშნულების რაზმის წევრები საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე
სპეცდანიშნულების რაზმის წევრები საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საქართველოს სპეცსამსახურები განაგრძობენ ანტიტერორისტულ ოპერაციას, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მახლობლად, მდინარე ლოპოტის ხეობაში, მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მძევლების გათავისუფლებისა და გაუვნებელყოფის ოპერაციას რუსეთიდან შემოსული შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის სამი თანამშრობელი - სოლომონ წიკლაური, არჩილ ჩოხელი და ვლადიმერ ხვედელიძე. ხუთი სპეცრაზმელი დაიჭრა. ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი.

პირველი ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფის შემოჭრისა და მძევლების აყვანის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 აგვისტოს გაავრცელა. სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ:

"საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია."
ბუნებაში ვიყავით გასული საქეიფოდ. უკან რო ვბრუნდებოდით (მოუყვებოდით მდინარის პირას), შეგვხვდა რამდენიმე ადამიანი, ავტომატით შეიარაღებული, რომლებმაც გვითხრეს, რომ აყვანილი ვართ მძევლებად და უნდა წავსულიყავით მათთან ერთად. გაგვაფრთხილეს, თუ გაქცევას შეეცდებით, მოგკლავთო...

სამინისტროს მონაცემებით, ოპერაციაში, რომელიც მძევალთა სამი ჯგუფის გათავისუფლების მიზნით დაიწყო, რამდენიმე ასეული სპეცრაზმელი, მსუბუქი ტექნიკა და ვერტმფრენი მონაწილეობდა, ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ კი დღის მეორე ნახევარში გავრცელდა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5. რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება. შსს მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს.“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა ყოფილი მძევლების ჩვენებები. ცნობისათვის, სამინისტროს განცხადებით, ყველა მძევალი უვნებლად იქნა გათავისუფლებული.

ყოფილი მძევალი: „ბუნებაში ვიყავით გასული საქეიფოდ. უკან რო ვბრუნდებოდით (მოუყვებოდით მდინარის პირას), შეგვხვდა რამდენიმე ადამიანი, ავტომატით შეიარაღებული, რომლებმაც გვითხრეს, რომ აყვანილი ვართ მძევლებად და უნდა წავსულიყავით მათთან ერთად. გაგვაფრთხილეს, თუ გაქცევას შეეცდებით, მოგკლავთო.“

ყოფილი მძევალი: „იყვნენ 15-ზე მეტი. ჰქონდათ დიდძალი შეიარაღება, ავტომატები, სხვა იარაღი და ის, „მუხას“ რომ ეძახიან.“
ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურები თანამშრომლობენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს არაორდინარული ვითარება, რაც იძლევა სერიოზულ საფუძველს იმის სალაპარაკოდ, რომ ეს ყველაფერი იყოს მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ წაქეზებული ან ორგანიზებული...

თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის მკვიდრი ეს ორი ახალგაზრდა, კიდევ სამ მეგობართან ერთად, რუსეთის ტერიტორიიდან შემოსულმა შეიარაღებულმა პირებმა 26 აგვისტოს გაიტაცეს. სწორედ სოფელ ლაფანყურიდან ადევნებდა თვალყურს მოვლენების განვითარებას რადიო თავისუფლების პარტნიორი რადიოს, „ჰერეთის“ კორესპონდენტი კახა კუპატაძე, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით:

„ჯერ ნაადრევია სპეცოპერაციის დასრულებაზე საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ ხეობაში დიდი რაოდენობით ტექნიკა და სამხედრო ძალა იმყოფება. მეტიც, გუშინდელთან შედარებით, ვერტმფრენებიც მეტი ინტენსივობით დაფრინავენ.“

სპეცოპერაცია არ დასრულებულა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითაც. შესაბამისად, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რა მიზნით შემოვიდა დივერსიული ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით დარჩიაშვილი, არ გამორიცხავს, რომ საქმე გვაქვს არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებასთან, რომელიც ჩეჩნეთის და დაღესტნის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერალურმა ძალებმა გამოდევნეს:
დავით დარჩიაშვილიდავით დარჩიაშვილი
x
დავით დარჩიაშვილი
დავით დარჩიაშვილი

„ჩრდილოკავკასია ზოგადად არის არასტაბილური რეგიონი, მუდმივად არის იქ დივერსიული აქტები და ასეთ დროს ჩვეულებრივი ამბავია ე.წ. გადმოღვრა ამ კონფლიქტებისა მეზობელ ქვეყნებში. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურები თანამშრომლობენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს არაორდინარული ვითარება, რაც იძლევა სერიოზულ საფუძველს იმის სალაპარაკოდ, რომ ეს ყველაფერი იყოს მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ წაქეზებული ან ორგანიზებული.“

მოგვიანებით საქართველო-რუსეთის საზღვართან მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომლის თქმითაც, საქართველოს ჰყავს ისეთი ჯარი, პოლიცია და ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ქვეყნისა და თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა ნებისმიერ პირობებში.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზურაბი საიდან გვწერთ: კარაკასი
07.09.2012 00:48
" ყმაწვილი იყოს შენი მმართველიო. შენი არ იცოდე და სხვისიც არ შეგესმინოსო." ეს ორი წყევლა აქვთ განსაკუთრებული, ებრაელებს. თითქოს დღევანდელ ქართულ ხელისუფლებაზეაო ნათქვამი. იფიქრებ, საქართველოს აუხდაო ეს წყევლა, ზუსტად ერთიც გვჭირს და მეორეც. უმეცარი, უვიცი, ლაჩარი, ახალგაზრდები არიან ქვეყნის მართვის სადავეებთან. დარწმუნებული ვარ ერთად-ერთი რაც ამ სუბიექტებს არ აქცევთ " წითელ ქხმერებათ" და არ აყენებენ სისხლის მდინარეებს ( თუმცა ამის დიდი სურვილი აქვთ, როგორც იმ ყმაწვილებმა კამბოჯაში, აქაც გაჟუჟონ ხალხი ) არის მათი პატრონების "კეთილი ნება" ქართველი ხალხის მიმართ. თითქოს აბსურდის თეატრში იმყოფება ქართველი ხალხი. ხანდახან ისეთ არაადამიანურ, მგლების ხროვასაც რომ არ ეკადრება ისეთ ამბავს გაიგებ, რომ წუთისოფელი შეგძულდება კაცს და იტყვი რომ ღირსეული კაცი საქართველოდან უნდა გარბოდესო, მაგრამ მეორე დღე თენდება და ფიქრობ შეიძლება ყველაფერი გამოსწორდეს და სიკეთისკენ, კაცთმოყვარეობისკენ, ადამიანურობისკენ შეიცვალოს ყველაფერი და იმედით ცოცხლობ. დრო კი გადის და შენი იმედი ხვდები რომ ამაოა. მხოლოდღა ერთი გტანჯავს და არ გასვენებს, ფიქრი შენს შვილებზე, რომლებიც დღევანდელ მგლურ ქვეყანაში, ცხვრებათ გაზარდე. შიშობ მათ მომავლზე. ესენი კიდევ კარგახანს გამოწოვენ ქვეყანას სისხლს, ვერ გაძღებიან მილიარდებით. კუბაში ბატისტა რომ აშენებდა სასტუმროებს, კაზინოებს და შადრევნებს ეპატიჟებოდა ტურისტებს და საროსკიპოებით გაავსო კუბა. ხალხი კი ამ დროს როგორც საქართველოში უმუშევარი იყო ნახევარზე მეტი. ისევე როგორც ჩვენში ჰაერში ისროდა ბატისტა მილონებს და უმუშევრობის შემწეობასაც კი ვერ იმეტებდა ხალხი რომ არ გამწყდარიყო შიმშილით. იქ კუბაში გამოჩნდნენ ჩე გევარები, ფიდელები და მოსახდენი მოხდა... ხანდახან ვფიქრობ ერთი რა ხდება ჩვენი ხელისუფალის თავში ჩამახედა, როდესაც ამდენი გაჭირვებული გყავს და შენ ასეთ ფუფუნებაში აცხოვრებ შენს გარემოცვას და სახემწიფო ჩინოვნიკს ასჯერ მეტ ხელფასს უხდი ვიდრე პედაგოგს ან სხვა ნებისმიერს, როდესაც 180ლარიან ხელფასზე ამუშავებ ადამიანს და ამას სამსახურს ეძახი. ახალი მანქანები, თვითმფრინავები, მივლინებები და ათასი სხვა რამ , რაშიც ქვეყნის ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიდის, ხალხის გაღატაკების ფონზე, არსად ასეთ სოციალურ უთანასწორობას ვერ ნახავ დედამიწის ზურგზე. ეჰჰ ძალიან გამიგრძელდა ჩვენ ქართველებმა პირველ რიგში უნდა ერთმანეთი შევიყვაროთ. არ მინდა საქართველოს არც მიწა არც ცა არც წყალი ქართველი კაცის გარეშე. იმიტომ მიყვარს ეს ქვეყანა რომ ქართველი კაცისაა ის. თუ ასე არ იქნა ცეცხლს წაუღია მთელი ქვეყანა. ცა და მიწა უფრო ლამაზიც მინახავს და უფრო უშნოც მაგრამ მე საქართველო რომ ქვია და ქართველისაა იმიტომ მიყვარს...

ავტორი: ზურაბი საიდან გვწერთ: კარაკასი
05.09.2012 18:58
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan... უცებ არ დაგიცვათ იმ ნატომ და დასავლეთმა, რომელშიც ასე თავქუდმოგლეჯილი მიისწრაფით. არც განსაკუთრებული პროტესტი გამოუთქვამთ დიპლომატიურ თუ სხვა ნებისმიერ დონეზე ( ახლა რომ დაიჭირეს რუსეთში გოგონათა ჯგუფი "ფუსი რაიტი" იმაზე უფრო შეტკივათ გული და მეტ პროტესტს გამოთქვამენ ვიდრე 2008 წლის აგრესიაზე ) და ასე იქნება ყოველთვის, თუ გინდ სრულუფლებიანი წევრი იყავით და გინდ არა, ამას არა აქვს არანაირი მნიშვნელობა. თქვენ გულისთვის და თქვენ მაგივრად არავინ იბრძოლებს. ქართველებს უნდათ მუდმივათ ვიღაცის ფრთის ქვეშ იყვნენ და სხვამ აკეთოს მათი გასაკეთებელი და ქვეყანაც ქონდეთ , "ხალხი რომელიც არ იბრძვის სახემწიფოს ინტერესებისთვის და კომფორმიზმის სენითაა დაავადებული, კარგავს თავისუფლებას და ისტორიის კუთვნილება ხდება". ჭეშმარიტად მართალი სიტყვებია. ჩვენი უბედურება ის არის, რომ ქართველთა დიდმა ნაწილმა დაკარგა მენტალობა, ტრადიციები, მებრძოლი სული, გაკომფორმისტდა, განარკომანდა, გალოთდა და გამოლენჩდდა. რისი ქვეყნის დაცვა და ბრძოლა საკუთარი თავი ვერ დაუცვიათ სახლში კაპასი ცოლებისგან ზოგიერთ მუდრეგს, გარეთ რომ ბაქიბუქობენ. უფალმა დაგვიფაროს, ხვალ რომ მტერი დაგვესხას, გინდაც სულ მცირე ძალებით, ერთგულ მებრძოლებს თავგანწირულებს ტყვიაზე წამსვლელებს ძალიან ცოტას თუ შევკრებთ. როგორც ყოველთვის პირველები თქვენ მოკურცხლავთ მთავრობასთან ერთად ვისაც ნატოს და დასავლეთის იმედი გაქვთ და " ბაკულას ღორების" არ იყოს, ამით გინდათ გახვიდეთ ფონს (როგორც 1921-ში და 2008-ში) ვფიქროფ აზრი არა აქვს, ბოლო ორი ათწლეულის შემდეგაც კი თუ ვერ გაიგეთ, რომ რეალური პოლიტიკა და დეკლარირებული, ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან, თქვენისთანებთან რაიმე კამათს. სულმნათი ზვიად გამსახურდია ეს უფლისგან მოვლენილი მამულიშვილი ისევე როგორც საუკუნის დასაწყისში წმინდა ილია მართალი, ქართველებს გმოძღვრავდათ, რომ ჩვენი ხსნა შეუძლებელია ჩრდილო კავკასიელი ძმების გარეშეო, ერთიც გაწირეთ და მეორეც. აირჩიეთ ბარაბს გზა და ღემდე ამ გზით მიდიხართ...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
03.09.2012 02:06
იმიტომ არ შეიძლება რომ ევრიოკავშირს და ნატოს ეხვეწები შემომიშვი შენს სახლშიო, იმათ ეხვეწები თანამესუფრეობას რომლებმაც მაგ ხალხს ტერორისტის ეტიკეტი მიარტყა რუსეთთან ერთად

თუ გინდა ეს ყბადაღებული ევროკავშირ-ნატო ინტეგრაცია, მაშინ ტეორირსტებთან უნდა შეეშვა თანამშრომლობას. ჯიგარია ის კავკასიელი თუ არა-ჯიგარი, ქვია ტერორისტი და მორჩა, მაგათთან თანამშრომლობას არ მოგიწონებს ნატო- ესოდენ რომ გვწადიან იქ შესვლა- და ძალიან სწორადაც რომ გვწადიან

თუ ისევ ძმობა, გაგება, ჩახუტება, ჩარტყმა და მუშტის გაქნევა გვინდა, ჩავიცვათ მაშინ ყველამ "ბრონე-ჟილეტები", ავისხათ იარაღი და დავეტაკოთ რუსებსაც და ყველას ვინც ცუდად შემოგვხედავს... შევეშვათ ამ ნატოსაც და ევროპასაც და მორჩება ამით კამათი

ვეღარ გაიგო ამ ხალხმა: თუ მიისწრაფი დასავლეთისკენ სხვა ("არაკაიბიჭური") ღირებულებები უნდა შეიძინო...

ჩვენი უბედურება ის არის რომ ვერ გაგვიგია რა გვინდა და ვერც ვერასოდეს გავიგებთ

ავტორი: ზურაბ საბულუა საიდან გვწერთ: კარაკასი
01.09.2012 10:47
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan. ქართველებს ყოველთვის ასეთი რბილად რომ ვთქვათ აბსურდული მიდგომა გვღუპავდა. რატომ არ შეიძლება ჩრდილოკავკასიელი მებღძოლების დახმარება, როდესაც კრემლი ღიათ ათასჯერ უარესს აკეთებს. თუ გინდ ესეც რომ არ იყოს არ მიგაჩნიათ ამორალურათ და უზნეობათ ის რომ ასე ვერაგულად უსწორდები თავშესაფრის მაძიებელ მეომარს. ახლა თქვენისთანები იტყვიან, რომ :ისინი ხომ ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ აფხაზეთში და სამაჩაბლოშიო; ამ ხალხის თავში ჩამახედა რა ხდება, თქვენ ვინც ამას ამბობთ ან რეალობის აღთქმის უნარს მოკლებული ხართ ანდა ღრმა ზომბირებაში იმყოფებით. გაიგეთ, შეუშვით მაგ თავებში, რომ ისინი ვინც ებრძვიან ჩვენს საერთო მტერს ჩრდილოეთ კავკასიაში არასოდეს დაპირისპირებიან საქართველოს ( მხოლოდ ერთი შამილ ბასაევი , რომელიც რუსეთის დაზვერვის ოფიცერი იყო და იმ პერიოდში პირველი მტერი გახლდათ ჯოჰარ დუდაევს და ბრძანებაც კი ჰქონდა დუდაევს მისი როგორც ჩეჩნეთის და მთელი კავკასიის მოღალატის ადგილზე ლიკვიდაციის შესახებ გაცემული. და მხოლოდ მაშინ გადავიდა დუდაევის მხარეზე როდესაც მისი დის სახლს რუსული ჭურვი მოხვდა და ამოხოცა ყველა და დაინახა რუსების სისასტიკე მისი ხალხის წინააღმდეგ. ამის გარდა არსებობს საგანგებო განცხადება ჩეჩნეთის პრეზიდენტის, სადაც ის აცხადებს, რომ :ის ვინც იბრძვის აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ არის კავკასიის მტერი. სხვათასორის ეს განცხადება რადიო თავისუფლების ეთერშიც გადაიცა ) ახლაც 2008-ში რუსეთის მარიონეტი, არამზადა კადიროვის "სპეცნაზი" გვებრძოდა, სწორედ ისინი ვის წინააღმდეგაც იბრძვიან ეს პატრიოტები, რომლებსაც სააკაშვილი ანადგურებს. დარწმუნებული ვარ მათ შორის იქნებოდნენ ქართველი ქისტებიც, რომელთა წინაპრებმა საქართველოში ლეკიანობა მოსპეს (უმეცრებისთვის: ჯავახიშვილის ნაშრომი "ვაინახები პანკისში" ) გაიგეთ! რა გჭირთ რა ორპირი ქარი უტრიალებს თავში ზოგიერთს. 90-იან წლებში კრემლს უნდოდა საჩეჩნეთში იგივე კარტის გათამაშება რაც საქართველოში : მეუხთე კოლონის დახმარებით მოეხდინა ხელისუფლების ჩამოგდება. როგორც თვითმხილველი გეუბნებით ამას. იგივე სიტუაცია იყო რაც 91-წლის ბოლოს საქართველოში. მოღალატური ოპოზიცია და იგივე მეთოდები "ნადტერეჩნი" რაიონის სადაც დიდი იყო რუსული მოსახლეობა, უმრავლესობა მხარს უჭერდა მეხუთე კოლონას. სწორედ ამ არამზადებით იყო დაკომპლექტებული ის მცირერიცხოვანი რაზმი რომელიც იბრძოდა აფხაზეთში ბასაევის მეთაურობით. მაშინ დუდაევმა ერთგული მებრძოლების მეშვეობით მოახერხა ამ არამზადების დიდი ნაწილის განადგურება. ჰქონდა რა მაგალითი საქართველოსი, მან მიიღო რადიკალური ზომები ამ "მანქურთების" წინააღმდეგ. შემდეგ კარგად მოგეხსენებათ რაც მოხდა და დღეს ვინ მოიყვანა მოსკობმა, მაგრამ გარწმუნებთ ეს დიდიხანი არ გაგრძელდება და ჩვენ არ გვექნება მათთან მისასვლელი პირი. რაც გააკეთა სააკაშვილმა ეს არის საქართველოს და კავკასიის ღალატი. ამას კი კავკასიაში არ ივიწყებენ...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
31.08.2012 01:24
მძევლები იმიტომ სჭირდებოდათ რომ არ სჭირდებოდათ ;) მათი ნახვა არ იყო საჭირო, არც ერთი აბრაგი არ ხარობს მისი ადგილსამყოფელის "გაბაზრებით". საკითხავი ის არის რატომ არ დახოცეს მძევლები, ეგ არ გაუჭირდებოდათ და კვალსაც დროებით მაინც გააქრობდნენ

იყო ვარიანტი: გამოქცეულ ბანდ-ფორმირებას მოსდევს რუსული პატრული, ხდება მათთან ქართველების შეტაკება და ჩვენში ომში ჩათრევა უადვილდება რუსეთს რადგან ჩვენები ესვრიან რუსლუს პატრულს

თუმცა რუსები უფრო ჭკვიანურად მოიქცნენ: ახლა ქართველებს მუსულმანური კავკასიაც დაუპირისპირდება, რადგან ჩვენ მათი საამაყო ბიჭები დავხოცეთ

ერთით მეტი რომ იყოს რაღა გვიჭირდა, ეხლა უკვე მრავალი აქამდე ძმობა-ნაფიცი ჩრდილო კავკასიური ქვეყანა შემოგვიბრუნდება ტყვიით სასაუბროდ

მაგათ იმას ვერ გააგებინებ მოლაპარაკება ვცადეთ და იუარესო, ასე რომ ლეკიანობა დაიწყებაო ვერ ვიტყვი მაგრამ შანსი ჩრდილო კავკასიური მტრობის ჩვენში გადმოტანისა, მცირე მაგრამ მაინც გაჩნდა

უყვართ რუსებს მტრობის და შუღლის ჩამოგდება ერებს შორის, არა ბიჭოს მე და ბებიაჩემმა გავახელეთ აწ უკვე გადაშენების პირას მისული აფხაზები, ანდა ოსებს სულ სილიბისტრო კვაჭაძემ აწიწკნა ვითომ წვერ-ულვაში

სანამ ესენი წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში ტყვიებს აზუზუნებენ, რუსეთი ცდილობს მთელი კავკასია გადაჰკიდოს ერთმანეთს - ამაში კი მათ 200 წლიანი გამოცდილება და წარმატება აქვთ

რას იზამ რუსის მეზობელი ხარ და...

ავტორი: ექსპერტი საიდან გვწერთ: აქედან არ იშლება
30.08.2012 22:28
მაქვს უპასუხოდ დრჩენილი კითხვები:1. რატომ გაუშვებდნენ ტერორისტები მძევლებს-თუკი საქართველოში შემოსვლა სურდათ საიდუმლოდ დარჩენილიყო? მათი გაშვება ხომ სრულ თვითმკვლელობას უდრიდა? 2.რა "სამმაგი გაცვლები" მოაწყვეს ტერორისტებმა, რომლებსაც 100 დან 99 შემთხვევაში ხელს აძლევდათ რაც შეიძლება მეტი მძევალი ჰყოლოდათ?
სავარაუდო ვერსია ასეთია: რუსეთის სპეცსამსახურებმა დერეფანი გაუკეთეს შევიწროებულ მოჯახედებს საქართველოსაკენ, შემდეგ აცნობეს ქართულ სპეცსამსახურებს მათი ადგილსამყოფელი, "დაიგეგმა" "სპეცოპერაცია", რომლის მიზანი იყო და არის გარეშე მტრის ფაქტორის "წამოწევა" და ნაციონალური ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ "საქართველოს გადარჩენის" დემონსტრირება...მოგებული და კმაყოფილია რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები...დაღესტანში მტრებიც ბლომად შევიძინეთ...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
30.08.2012 21:49
ბატონ ზურაბ საბულუას

მოჯაჰედების და მებრძოლების მხარდაჭერა რომ არ შეიძლება ამას მე არ უნდა გეუბნებოდეთ ალბათ... ჩვენ არ ვართ განდგომილების მხარდამჭერები, ჩვენი პრობლემებიც გვეყოფა

იმათ თუ ნამუსი აქვთ არ უნდა გადმოვიდნენ საქართველოში, მიტუმეტეს იქ სადაც რუსული 30 000იანი არმია დგას, ამით საფრთხის წინაშე გვაყენებენ, ეს ყველამ იცის და მათ განსაკუთრებით

არც ის არის ძმობა დაქირავებულები რომ გვხოცავენ და მერე რუსეთთან ომში ჩართულებს რომ ძმობას გვეფიცებიან იმდეით რომ გურჯებიც ჩვენთან ერთად იბრძოლებენ იმპერიის წინააღმდეგო. თბილისი გროზნოდ გადაქცევის სურვილი მე არ მაქვს, თქვენი არ ვიცი

თუმცა საკითხავი ის არის: იყვნენ კი კახეთში მოჯაჰედები? ;)

ავტორი: მოყვასი
30.08.2012 20:32
კაი,კაი,ცივი წყალი დალიეთ თორე მოგადგათ მოჯახედი ალა საპრიკინების არმია. იყო რუსი მსახიობი ალა საპრიკინა. მერე მოხდა პერესტროიკა. ამას მოყვა ქალბატონი ალას მოჯახედად პერესტროიკაც. მიბრძანდა ქალბატონი მოჯახედი ალა ერთ ნორმალურ სუფია მოლა შეიხთან დაღესტანში (ნორმალურები კრემლისტანს არ უყვარს) ხოდა აიფეთქა ქალბატონმა მოჯახედმა თავი,ააფეთქა ეგ შეიხიც და ვიღაც 12 წლის ბავშვიც. ასეთია საბჭოთა დემოკრატიის უკანასკნელი მიღწევა! იყო და არა იყო რა ნორმალური რუსი მსახიობი ალა საპრიკინა. ცოდვაა ისიც. ხოდა ვიდრე თქვენ ხართ ჭკუაზე მოდით!!!ცოდვები ხართ თქვენც!

ავტორი: ზურაბ საბულუა საიდან გვწერთ: კარაკასი
30.08.2012 19:26
მეტი რა უნდა გააკეთოს სააკაშვილმა იმის დასამტკიცებლად, რომ ის არის კარგად შენიღბული კრემლის მარიონეტი. ეს სუბიექტი ადამიანური, კაცური ღირსების და განსაკუთრებით კავკასიელისთვის, დაუწერელი კანონის : დევნილის დახმარების, სტუმართმასპინძლობის, დაჩაგრულის, თავისუფლებისათვის მებრძოლის, მითუმეტეს შენი მოძმის რომელიც ებრძვის შენი ქვეყნის დაუძინებელ მტერს, შეფარების ფეხქვეშ გათელვას და კავკასიელისთვის და კაცისთვის უღირს საქციელს, ამართლებს თითიდან გამოწოვილი აბსურდული მიზეზით: ვითომ მძევლების აყვანა და მათი განთავისუფლება იყო ამ ვერაგული საქციელის მიზეზი. ხალხის გაბრიყვება რაც ასე ეხერხება "ბატონ" სააკაშვილს ჯერ-ჯერობით კიდევ მუშაობს. კავკასიაში დიდი ხანი არ ივიწყებენ ასეთ არაკაცულ ვერაგობას. სიტყვით "ანტირუსულ" და საქმით " პრორუსულ" საქართველოს შეაფარეს ჩრდილო კავკასიელმა, მებრძოლებმა თავი. რომ გადავხედოთ მათ საიტებს, დიდი სინანული და გულისწყრომა არის საქართველოს მიმართ კომენტარებში. შესაძლოა დღეს არ წარმოადგენენ სამხედრო თვალსაზრისით დიდ ძალას და ნაკლებად სავარაუდოა რომ საქართველოს წინააღმდეგ მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, შურისძიების. იციან რა დღევანდელი საქართველოს ხელისუფალთა მარიონეტობის თაობაზე, მაგრამ პატრიოტი კავკასიელებისთვის ქართველები, როგორც შევარდნაძის დროს მთელ კავკასიაში მეხუთე კოლონის ნაწილად და მოღალატეებათ ვრჩებით.ძალიან ცუდ შედეგს მოგვცემს ეს ყველაფერი. თუ მართალია და იმარატის მუჯახედებთან არის დაპირისპირება შესაძლოა ეს იყოს ერთგვარი კატალიზატორი ჩრდილო კავკასიელებთან დაპირისპირების. ეს არამზადები მხოლოდ წინასაარჩევნო პოლიტიკურ ქულებზე , პიარზე ფიქრობენ და არ აინტერესებთ არაფერი ამის მეტი. ხალხი კი როგორც ყოველთვის ბრიყვდება. თავისი "მეფობის" დასაწყისში "მიშიკომ", ასევე თავშესაფრის მთხოვნელი ჩეჩნები გადასცა პუტინს დაბადების დღეზე -- რომლებიც პუტინმა დახოცა-- დღესაც იგივეს აკეთებს... ამას ხომ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს, რა მენტალობისაა, სად გაიზარდა, ამას როგორ იკადრებს კაცი და კავკასიელი განსაკუთრებით. იძახი რომ რუსი მტერია და განადგურებს და მაგ მტერს გამოქცეულ თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლს ანადგურებ. ტფუ... ეს ვის ხელშია ქვეყანა ეს არამზადები...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
30.08.2012 18:57
თამარ მანამ არ გვეშველება სანამ ჩვენს ხელისუფლებას ხელს არ მისცემს ამგვარ პროვოკაციებში ჩარევა და წამებულის იმიჯის მოხვეჭა- ეს ერთი

არის მეორე ვარიანტიც: ირანი ამერიკას და კავკასია რუსეთს, მაშინ სცენარი უფრო დრამატული და ძალიან ცუდი მიმართულებით განვითარდება

ამერიკა ცნობილია თავისი ვაჭრუკანა დამოკიდებულებით მსოფლიო პოლიტიკაში, არ იქნება გასაკვირი თუ ირანში მიგვყიდეს რუსებს, ამას ირანული ბირთვული პროგრამა ამძიმებს: ვერა და ვერ დაიყოლიეს ირანელები იმ ლაბორატორიებში "შეჭყეტვაზე" და ეს ბოლო ბოლო სროლით დამთავრდება

თავის მხრივ ბირთვული ირანი არც მუსულმანებით გაჟღენთილ რუსეთს აწყობს, მათი გაძლიერების შემთხვევაში ჩრდილო კავკასიური მაჰმადიანების გაჩერება დამერწმუნე შეუძლებელი გახდება. მითუმეტეს რომ თათარსტანი მილიონი მუსულმანით არის დასახლებული და ენერგეტიკული თვალსაზრისით წამყვანი მიწაა რუსეთში, არც მათი რელიგიური ვნებების გაღვივება იქნება კარგი რუსებისთვის

ასე რომ საქართველო ადვილად ხურდავდება: მაშინ როცა რუსები თან ჰყიდიან ირანელებზე ბირთვული იარაღის მასალას და თან ატყუებენ მათ, ამერიკა და რუსეთი რბილად რომ ვთქვათ ჩვენით სარფიანად ვაჭრობენ

ავტორი: tamari.janelidze საიდან გვწერთ: tbilissi
30.08.2012 14:57
როდემდე ვერ უნდა ვიცნოთ მტერი? რა გვემართება? ეს რუსეთის მოკლე ჭკუით მოფიქრებული [პროვოკაცია რატომ გვეშლება, თუ არ გვეშლება და სპეციალურად ვხუჭავთ თვალებს? სადამდე? რამდენჯერ შეიძლება ერთი და იმავე ორმოში ჩავარდნა?

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
30.08.2012 14:29
ძალიან გავს ბოკერიას ამჟამინდელი განცხადებები მის 2008 წლისეულ გამოსვლებს: პოლიტიკური ძალები არ გვიდგებიან გვერდში... და ასე შემდეგ

იაფფასიანი ინდური ფილმი უფრო კარგი სანახავია ვიდრე ამათი ამაო ცირკი, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭები ეწირებიან

ეს ხელისუფლება ყველაფერზე წავა ძალაუფლების შესანარჩუნებლად

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
30.08.2012 11:53
http://www.rferl.org/content/confusion_surrounds_reported_troop_deployment_to_daghestan/24522096.html

ესენიც სული ჩვენი "ამომრჩევლები" არიან

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
30.08.2012 08:10
2008 წლის ამბების გამეორებაა თუ რა არ ვიცი მაგრამ მიშას ძალიან აწყობს ეს ამბები

არ აწყობს ბიძოს, იმიტომ რომ ისედაც რუსული ფულის პატრონს, კიდევ უფრო დაააყვედრებენ- შენით გაგულისებულები მოგვადგნენ რუსები ქართველებსო

მოკლედ იმედია ჭკუა ეყოფათ და კიდევ არაფერს გააფუჭებენ, თუმცა ეჭვი მაქვს ესე არ იქნება

ავტორი: nano საიდან გვწერთ: USA
30.08.2012 06:00
ხალხო, ნუთუ ვერ ხედავთ რომ სიძულვილმა დაგაავადათ?.. რა გჭირთ სულ რომ დაკარგეთ სინდისი და ღირსება? იმ დაღუპული ჯარისკაცების სულებს მაინც ეცით პატივი ვისი წყალობითაც ეხლა თქვენს ოთახებში სხედხართ მშვიდად და ამ ავადმყოფურ ფანტაზიებს აფრქვევთ კომენტარებად. მე ექიმი ვარ და მინდა გითხრათ, ასეთი აზრების პატრონებმა საკუთარი თავი შეგიძლიათ ფსიქიატრიის სახელმძღვანელოებში ეძებოთ. იქ ამას ძალიან კონკრეტული სახელი ჰქვია და სამწუხაროდ განკურნებას არ ექვემდებარება. ხანგძლივი რემისია არის ასეთი დაავადებების მკურნალობის საუკეთესო შედეგი.
სიძულვილი აავადებს ადამიანს და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების რისკსაც ერთი ორად ზრდის. ასე რომ ეს თქვენი აგრესია თქვენვე გავნებთ.
სამშობლო არასდროს არაა ერთი ან ორი პიროვნება. პრეზიდენტის სიძულვილმა საკუთარი სამშობლო კი არ უნდა შეგაძულოთ.
ოდესმე გინახავთ ნამდვილი ომი?.. მე მინახავს... მთელი ბავშვობა ომსა და უბედურებაში გავატარე აფხაზეთში... ძალიან შეურაცხმყოფელია ასეთი მოპყრობა იმ ადამიანების მიმართ ვინც ჩვენი სიმშვიდისთვის სიცოცხლეს სწირავს... თქვენ გინდათ თქვათ რომ ის სამი დაღუპული ჯარისკაცი სპექტაკლში მონაწილეობდა?.. იმასაც ხომ არ იტყოდით რომ არ დაგუპულან, უბრალოდ სხვა გვარებით გააგრძელებენ ცხოვრებას და ამაში მაღალ პრემიას აიგებენ?..
ფუ, თქვენს ადამიანობას...

ავტორი: jongliori საიდან გვწერთ: DE
30.08.2012 00:02
wag the dog, არის ესეთი ფილმი, როცა პოლიტური სიტუაციის კონტროლის ქვეშ ასაყვანად იქმნება სცენარი კონფლიქტისა... ფაქტებს თუ დავაკვირდებით საკმაოდ რაფინირებული და გაწიკწიკებული კომენტარები... ცოტაოდენი სისხლი... მზადყოფნაში მყოფი სახელმწიფო...

ნუ იმ ფილმისგან განსხვავებით აქ ადამიანის სიცოცხლე უფრო ადვილი დასათმობია...

კიდევ ერთ რამეს დააკვირდით, დისკურსში შემოდის მთავარი მესიჯი, "საქართველოს სუვერენიტეტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება(გიგა ბოკერია)"... ეს განცხადება ქმნის ფონს სახელმწიფოს სიძლიერის დემონსტრირებისთვის და სავარაუდოდ კონტროლის გამკაცრებისთვის...

სამწუხაროა რომ თამაში ხდება ადამიანებით...

კიდევ უფრო სამწუხაროა რომ საზოგადოებას ამ საკვებზე რეაქცია ზუსტად ისეთი აქვს როგორიც გეგმითაა გაწერილი..

და არა მარტო საყოგადოებას, ეს გავს საკვებს რომელიც მედიამ უპრობლემოდ გადაყლაპა...და ფონის შექმნა დაიწყო...


ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
29.08.2012 22:57
იგივე სცენარით მიდის რუსეთის მორიგი აგრესიის განვითარება. შეცვლა არცაა საჭირო. 2008 აგვისტოს ომის შედეგებიც მკვახე იყო მაგრამ გემრიელად გადაყლაპარა დასავლეთმა.

EU -ში ამჟამად ეკონომიკური კრიზისის და ახლო აღმოსავლეთის გამო, ყელშიც კი არავის გაეჩხირება საქართველო. ჩვენ მიწაზე ჩვენ უნდა ვივარგოთ და მერე სხვას ვთხოვით ხელის შეწყობა

ავტორი: gia საიდან გვწერთ: tbilisi
29.08.2012 21:34
მიშა არ გიშველის ეგ მაიმუნობები,შენი სიგიჟეები და პროვოკაციები უკვე ზეპირად ვიცით.ტყუილად წვალობ,მაინც არ აგცდება ჰააგის ტრიბუნალი შე ფაშისტო,არ აგცდება!!!

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული