ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 12:14

საზოგადოება / საქართველო

ტოლერანტობის ცენტრი: ანტითურქული პროპაგანდა გაძლიერდა

უცხოელი ტურისტები ბათუმში
უცხოელი ტურისტები ბათუმში

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებს, მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ქსენოფობიური რიტორიკისა და მისი ტირაჟირებისგან, ”რათა არ მოხდეს ეთნიკური ან რელიგიური შეუწყნარებლობის წახალისება საზოგადოებაში.” ტოლერანტობის ცენტრი ამ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს ანტითურქულ პროპაგანდაზე, რაც, მისი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში ”მკაფიოდ გამოიკვეთა”. რისი ბრალია ამგვარი განწყობების გაძლიერება და ვინ არის პასუხისმგებელი შედეგებზე?

აჭარა უნდა გაიწმინდოს ანტიქართული ძალებისგან და შეწყდეს თურქული ექსპანსია რეგიონის ტერიტორიაზე - დაახლოებით ასეთი შინაარსისაა განცხადებები, რომელთა წინააღმდეგაც გამოდის სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. მისი პოზიციით, ამგვარი განწყობა ”თურქეთს წარმოაჩენს როგორც მტრულ ქვეყანას, რომელიც სხვადასხვა გზით - ეკონომიკურად, რელიგიურად, კულტურულად და პოლიტიკურად  -საქართველოს, განსაკუთრებით კი აჭარის, მიზანმიმართული დაპყრობითაა დაკავებული.”

როგორც ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას 16 აგვისტოს, ანტითურქულმა სიძულვილის ენამ ვითარება შესაძლოა უკიდურესად დაძაბოს არა მხოლოდ კონკრეტულად აჭარაში, არამედ პრობლემები, შესაძლებელია, უფრო ფართოდაც გავრცელდეს:

”აჭარაში უამრავი თურქი დამსვენებელია; ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოსთან დაკავშირებული ბიზნესის თვალსაზრისით თუ კულტურული თუ რელიგიური ინტერესების თვალსაზრისით ... და ძალიან დიდი საფრთხის და ძალიან დიდი ნაღმის შემცველია ასეთი განწყობების გაძლიერება აჭარაში და მთელ საქართველოში. ეს იმოქმედებს ქართულ-თურქულ ურთიერთობებზე ცუდად, რა თქმა უნდა.”
ის, რომ საქართველოში - და, კერძოდ, აჭარაში - ინვესტიციების აბსოლუტური უმრავლესობა თურქული ინვესტიცია ხორციელდება, ნიშნავს, რომ კონკურენცია არის ნაკლები ...

მართალია, 16 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ანტითურქული განწყობების გამოვლენის კონკრეტული მაგალითები არ არის მოყვანილი და არც კონკრეტული პირები არიან დასახელებული, მაგრამ, როგორც ბექა მინდიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ტოლერანტობის ცენტრის მიმართვის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი მურმან დუმბაძეა, კოალიცია ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც მანამდეც არაერთხელ იქნა მწვავედ გაკრიტიკებული და, მათ შორის, აზიზიეს მეჩეთის თემასთან მიმართებითაც. თუმცა თავად დუმბაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ქსენოფობიურ განწყობას კატეგორიულად უარყოფს როგორც პირად, ასევე აჭარის მკვიდრთა დონეზე და აცხადებს, რომ მას ოპონენტებმა ზოგ შემთხვევაში არასწორად გაუგეს, ზოგ შემთხვევაში კი რაღაცები დააბრალეს. დუმბაძის აზრით, ხალხის გაღიზიანებას იწვევს, უმთავრესად, ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება უცხოელებს გაცილებით მეტად აფასებს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს, რასაც ბიზნესსექტორის მაგალითიც ადასტურებს:

”ის, რომ საქართველოში - და, კერძოდ, აჭარაში - ინვესტიციების აბსოლუტური უმრავლესობა თურქული ინვესტიცია ხორციელდება, ნიშნავს, რომ კონკურენცია არის ნაკლები. ჩვენ გვინდა, რომ კონკურენტულ გარემოში მოხდეს ადამიანების ჩართვა ბიზნესში. მათ შორის, ამ კონკურენციაში უნდა მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები და, მათ შორის, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ბათუმის ტერიტორიაზე.”
სულ მცირე, მოსახლეობის ინფორმირებაა საჭირო... ვთქვათ, როცა ჩვენ აზიზიეს მეჩეთზე ვლაპარაკობთ, ბევრმა არ იცის, რომ სულთანი აზიზიე  ბათუმის დამპროექტებელი და დამფუძნებელი იყო ...

მურმან დუმბაძის უარყოფის მიუხედავად, მისი, ისევე როგორც სხვა არაერთი პოლიტიკური ძალის - მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის - წარმომადგენლების სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებში სიძულვილის ენას აშკარად ხედავს დავით ლოსაბერიძე, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. მართალია, მთლიანობაში, ვითარებას საგანგაშოდ ნამდვილად არ მიიჩნევს, მაგრამ, მისი აზრით, ქსენოფობიური განწყობების გამოვლენის პრობლემას საქართველოში დიდწილად განაპირობებს სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი გულგრილობა:

”სულ მცირე, მოსახლეობის ინფორმირებაა საჭირო... ვთქვათ, როცა ჩვენ აზიზიეს მეჩეთზე ვლაპარაკობთ, ბევრმა არ იცის, რომ სულთანი აზიზიე  ბათუმის დამპროექტებელი და დამფუძნებელი იყო... ჯერ გვასწავლიან, რომ ათწლეულობის განმავლობაში თურქები ჩვენი მტრები არიან და მერე უცბად გვეუბნებიან, აქ რაღაც უნდა გაკეთდეს და თქვენ არავინ გეკითხებათო... ბუნებრივია, ეს იწვევს ნეგატიურ რეაქციას.”

პროცესების გამწვავებაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე განსხვავებული აზრისაა ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი. მისი განმარტებით, სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ ქსენოფობიური განწყობების მქონე პირებს ამგვარი განწყობების რეალიზების საშუალება არ მიეცეთ, ხოლო ქსენოფობიასა და სიძულვილის ენასთან გამკლავება მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას ევალება. დავით ლოსაბერიძე კი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას უზარმაზარი როლი ეკისრება  ქსენოფობიური განწყობების აღმოცენებისა და წახალისების წინააღმდეგ მიმართულ პროცესებში, მაგრამ ”საქართველოს მსგავს გარდამავალ ქვეყნებში, ჩამოყალიბებული დემოკრატიებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ინსტიტუციებს, ქვეყნის მართვის გარდა, ეკისრებათ დამატებითი - და საკმაოდ ძლიერი - ფუნქცია საზოგადოების გააქტიურებისა და ქვეყნის მართვის პროცესებში მისი ჩართვის მიმართულებით."


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
18.08.2012 11:36
ისე მე და რეალისტმა სახელები რო გავცვალოთ უკეთესი იქნებოდა ;)

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
17.08.2012 13:17
სარგებლის მაძიებელს ვეტყვი: ჩემო კეთილო ადამიანო, ხოდა ადექი და შენი შვილი გაზარდე მეცნიერად და სწავლულ ადამიანად და აღარ მოგიწევს ეგეთი საუბარი

ამ ხელისუფლებას არ ვემხრობი მაგრამ მათმა დანერგილმა მისაღებმა გამოცდებმა შესაძლებელი გახადა უფულო ოჯახების შვილებმა მიიღონ განათლება, და ამას ძალიან ვუფასებ მათ

ოღონდ სწავლის ფულს მაინცა და მაინც ჩვენი კარ-მიდამოს მავანზე მიყიდვით ნუ ვიშოვით, ბევრი შეუძლო ოჯახი მინახავს სასწაულით აგროვებდა შვილის სწავლის ფულს და საოცრად განათლებული და საამაყო ქართველები დაზარდეს

ხოდა მამამ სანამ ბათუმის შესასვლელში გაყიდული კარ-მიდამოს ფული ტოტალიზატორის თამაშს მოანდომა, შვილი უწიგნური ტოტალიზატორშიკი გამოვიდა

ასე რომ ტვინი გავარყიოთ და ჩვენივე მომავალი ჩვენ თვითონ შევაქმნევინოთ მთავრობას

ოღონდ არა ისე, გამსახურდიამ რო თქვა დავიკაპიწოთ ხელები და ვაშენოთ ქვეყანაო და "ინტილიგენცია" რო შეშფოთდა, განუდგა და გარიყა კაცი

ჭკუაა საჭირო სხვა არაფერი, მარა ვერ ვხედავ ამ ჭკუას მე ჩვენში ვერა

ავტორი: realisti
17.08.2012 13:13
აი გაიხარეს რეაქციონერმა ქსენოფობებმა, რომელს მივმართო აღარ ვიცი, ამიტომ ყველას ერთად: რეებს წერთ არ გრცხვენიათ. ქართველები ასეთები და ისეთები ვართო, ტოლერანტებიო, სტუმართმოყვარეებიო და ამ კომენტარებში რას ქადაგებთ? თურქმა თუ სასტუმრო იყიდა ამით რა დაშავდა, ან ფაბრიკა გახსნა? მიდით ბატონო იყიდეთ ვინ დაგიშალათ? არავითარ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ არს ინვესტორი და ამ ტყუილების და ბორმის ნთხევას შეეშვით! ვთქვათ და ჩაკეტეს საზღვარი, თურქები აღარ შემოუშვეს საქართველოში, არც თურქული პროდუქცია და მერე რა ხდება ამაზე გიფიქრიათ? საიდან გაჩნდება იმ პროდუქციის დიდი უმრავლესობა საქართველოში რომელსაც აქაური მოსახლეობა მოიხმარს? ან როგორ იშოვნით იმ ფულს რომელიც იმ თქვენ რომ გგონიათ ადვილად ხელცასავლებ სასტუმროს აშენებას, მოვლას და ექსპლოატაციას სწირდება? თუ თავისით მოხდება ყველაფერი ან ოცნება უშველის ამ საქმეს? წარმოდგენა არ გაქვთ იმ სიკეთეზე რაც საქართველო-თურქეთის ნორმალურმა ურთიერთობებმა მოუტანა ჩვენს სამშობლოს და ამ პროვინციულ დაბოღმილ ქსენოფობიურ ლანძღვა-გინაბას თავი დაანებეთ, ასე აჯობებს ყველასთვის.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
17.08.2012 12:02
საპატრიარქომ რაც მიჰქარა "აზიზეს ძლევის მეჩეთის" არ აშენების სანაცვლოდ ქართულ ძირგამოთხრილ ტაძრებთან დაკავშირებით- ნუ მაგაზე საუბარი ზედმეტია

თუმცა თურქული ამბიციები ბათუმთან და აწარასთან მიმართებაში ახალი არ არის და თუ რამე არ იცით ჯობს წიგნი წაიკითხოთ

არ შეიძლება ტერიტორიების და უძრავი ქონების მიყიდვა არც თურქებზე და არც არავინ ჩვენს მეზობელზე

ამან ბევრი უბედურება მოგვიტანა აფხაზეთში, და თუ ესეც არ იცით ისევ წიგნს გადახედოთ ჯობია

ავტორი: მეტი სარგებელი ხალხს საიდან გვწერთ: # 5 დან
17.08.2012 11:59
ე.წ. ნეოლიბერალებს სწამთ, რომ ქონებას "ეროვნება არ აქვს" და "ვერსად წაიღებენ"-მასე ჯეროდათ ბოლშევიკებსაც-"საზღვარს რა მნიშვნელობა აქვს, მალე საზღვრები საერთოდ არ იარსებებსო"- ასე დავკარგეთ ტერიტორიები...ახლა როცა ქართველს (სწორედ ქართველს და არა მოქალაქეს) ყველაზე ნაკლები საშუალება დაუტოვეს რაიმე -მიწა, ქონება იყიდოს- ხოლო უცხოტომელს ქართველთან შედარებით მეტი ფული და იურიდიული უფლება (ინვესტორის უპირატესობა) აქვს -ქართველი დარჩება უქონებოდ და უმიწოდ, ყველაფერს- მთელ საქართველოს -სხვები დაეპატრონებიან...ყველაზე საუკეთესო ვარიანტში დაგვრჩება ტურისტების მომსახურებით (რეცეფციონისტი, მზარეული, ლაქია-ხელის ბიჭი, პროსტიტუტკა, ტაქსისტი, მასაჟისტი..) მიღებული სამოწყალო ლუკმა... და ტოლერანტი ერის "საამაყო სახელი"!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
17.08.2012 06:24
ანტითურქული "პროპაგანდა" კი არ გაძლიერდა და ვიღაც ვიღაცეებმა ხმა ამოიღეს თურქებზე მიყიდული სასტუმროების, ტერიტორიების და ზოგადად უძრავი ქონების საწინააღმდეგოდ

არ უნდა ამას ბევრი დემოკრატობა, სანამ სოხუმის პრეცენდენტი განმეორდება ბათუმში, ჯობს დავაკვირდეთ ისევ ზოგიერთი მეზობელივით, ზედმეტ ტერიტორიებს და უძრავ ქონებას ხო არ ყიდულობენ თურქები

თორემ მერე ადგილობრივების წაქეზება-რუსეთის დახმარებით ერთხელ უკვე აგვახიეს აფხაზეთი რასაც სამხრეთელი მეზობლების ნაყიდი უძრავი ქონება დიდძალად ედო "ზალოგად"

ხოდა იგივეს ნუ მივქარავთ ისევ აჭარაში, მითუმეტეს მაგათ რუსების დახმარება არც სჭირდებათ... ჩამოვიდნენ, დაისვენონ, დახარჯონ ფული და გაერთონ თავის გემოზე

არანაირი საჭიროება არ არის მივყიდოთ ზღვისპირეთი და აწარის უძრავი ქონება, კარგი ამას ჩვენთვის არაფერი მოუტანია, დროა თავი გავარყიოთ ცოტა

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
17.08.2012 01:12
ოცნებისტები, პატრიარქი და მისი "განათლებული" სამღვდელოება სულ მაგის მცდელობაში არ არიან, როგორმე რუსეთის ოკუპაცია და მათი მტრობის ფაქტორი გადაფარონ და "ისტორიული წარსული" შეგვახსენონ როგორც მათ სურთ იმ კუთხით.
თურქეთი ამ ბოლო წლბში, როცა რუსეთი ასე გვებრძვის და მზადაა ყველანაირად გაგვანადგუროს, სულ გვერდში გვედგა.
მაგრამ დავალება აქვთ და ახორციელებენ პუტინის "დამაშნიე ზაგატოვკებს" ეს შოვინისტი ვაი -ქართველები.
და რატომ არ ასახელებს ტოლერანტობის ცენტრი კონკრეტულ გვარებს და პარტიებს?

ავტორი: Lasha საიდან გვწერთ: Tbilisi
16.08.2012 23:19
კარგად მახსოვს: საფრანგეთიდან სტამბულში ჩავფრინდი და საშინლად დამთგურნეს თურქებმა და მათმმა ხასიათმა. ყველა გატყუებს და ცდილობს სულელად გამოგიყვანონ. ნამდვილად კულტურული შოკი მივიღე, როცა სასტუმროს უფროსმა რომელიც 100$_ს აფასებდა ნომერში და მიხვდა სხვაგან წამსვლელები არ ვიყავოთ 150$ დაგვისახელა ოთახი, ძალიან გავბრაზდი! თან ამავდროულად მემუქრებოდა, თუ არ დამშვიდდები პატრულს გამოვუძახებო. ბუნებრივია ქსენოფობია არაჯანსაღ საზოგადოებას ახასიათებს, მაგრამ თურქებიც ხელს უზყობენ ანტითურქული პროპაგანდის გავრცელებას. მე აღმაშფოთა ასევე იმ მდგომარეობან როდესად, ინგლისელ ტურისტებს ზედ ყვებოდნენ... ჩვენ კი აღმოსავლეთ ევროპელებს ზედაც არ გვიყურებდნენ. ეს ყველაფერი დასავლური ღირებულების ქვეყანაში კერძოდ საფრანგეთში უბრალოდ არ ხდება.

ავტორი: მელანქოლიკოსი
16.08.2012 23:09
ა) აჭარის თანადამპროექტებელ თანადამფუძნებლები იყვნენ სულთნებიც რომანოვებიც სკკპ ცკს პოლიტბიუროს თუ რაიკომების მდივნებიც. ეს არ ნიშნავს იმას რომ აჭარა ან მესხეთი იქცეს სულთნების,რომანოვების და ლენინის მემკვიდრეთა კონდომინიუმად და ქართველი ხალხი დარჩეს განზე.

ბ) გაითვალისწინეთ ქალბატონებო და ბატონებო ისიც რომ საქართველოს სტალინის მიერ შექმნილ სიმახინჯედ გამოცხადების, ამ "სიმახინჯის" საბჭოთა ზარბაზნით "დემოკრატიზაციის" და საქართველოში მშვიდობიანი ქართველობის მასობრივად ჟლეტის და ა.შ. შემდეგ ზოგ ქართველს შეიძლება ჰქონდეს პოსტ-ტრავმატული სინდრომი.

გ) ხოდა ამ სინდრომით შეპყრობილებს ნამდვილად დემოკრატიულ ევროპაში ნამდვილი დემოკრატები თანაგრძნობით უყურებენ( ზუსტად ისე როგორც ვირთხები და შიმპანზეები შველიან ხოლმე თავის დაჭრილ თანამოძმეებს) და უანგაროდ,უსასყიდლოდ,უფასოდ ცდილობენ ტრავმირებულ ადამიანთა მდგომარეობიდან გამოყვანას და თუ დემოკრატებივით მოქცევა არ შეგიძლიათ ვირთხებს და შიპანზეებს მაინც მიბაძეთ.
იცოცხლეთ და გაიხარეთ!

ყველაზე პოპულარული