Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევაზ ცინცაძე - საქართველოში უცნობი, ჩეხეთში გმირი


21 აგვისტოს ჩეხეთში საბჭოთა კავშირისა და მისი კომუნისტი მოკავშირეების ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის მორიგი წლისთავი აღნიშნეს. „ბარბაროსული და უპრეცედენტო“ - ასე უწოდა 1968 წლის საბჭოთა აგრესიას რევაზ ცინცაძემ - საქართველოში, სავარაუდოდ, ერთადერთმა ადამიანმა, რომელმაც მაშინ ხმა აიმაღლა კრემლის მოქმედების წინააღმდეგ. ეს გაბედულება მას ძვირად დაუჯდა: კაგებეს ხელში ჩავარდნად და იძულებით მკურნალობად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მშობლიური ბათუმიდან შორს, ყაზანში. სამწუხაროა ისიც, რომ რევაზ ცინცაძის ამ გაბედულების, მისი მძიმე გზის შესახებ საქართველოში ფართო საზოგადოებისათვის არაფერია ცნობილი. უდავოდ მეტი იციან აქ, ჩეხეთში, სადაც რევაზ ცინცაძე 1968 წლის აგვისტოს მოვლენების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით მოიწვიეს. პრაღაში ბატონ რეზოსთან საუბრის შესაძლებლობა რადიო თავისუფლებასაც მიეცა. მას თავდაპირველად ვკითხე, როგორ მოხდა, რომ საქართველოს საზოგადოებისათვის უცნობია კაცი, რომელსაც საბჭოთა პერიოდში მძიმე რეპრესიებად დაუჯდა რეჟიმის კრიტიკა-მეთქი.

გადმოწერა

XS
SM
MD
LG