შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,8377
GEL / 
EUR
2,4177
GEL / 
RUB
0,0616

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

მულტიმედია / TV

სტალინიზმი და მისი მემკვიდრეობა

24.07.2009

თქვენი JavaScript-ი გამორთულია ან Adobe's Flash Player-ის ძველი ვერსია გაქვთ. ჩამოტვირთეთ Flash Player-ის უკანასკნელი ვერსია. .

ამას წინათ, ყოველკვირეულ რადიოჟურნალ „მეათე სტუდიაში“ გესაუბრეთ ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თაოსნობით გამოცემულ კრებულზე „ალჟირის პატიმართა პორტრეტები“, რომელიც სტალინური რეპრესიების ეპოქას ეძღვნება.

თქვენი JavaScript-ი გამორთულია ან Adobe's Flash Player-ის ძველი ვერსია გაქვთ. ჩამოტვირთეთ Flash Player-ის უკანასკნელი ვერსია. .

კრებულში, გარდა ზეპირი ისტორიებისა, ჩართულია წერილი „ერთი ეპიზოდი 1936-38 წლების სტალინური რეპრესიებიდან“, რომლის ავტორი, ლევან გიგინეიშვილი, „წითელი ზონის“ მორიგი გამოშვების სტუმარია. „წითელ ზონას“ მისი ავტორი, გიორგი გვახარია უძღვება.

თქვენი JavaScript-ი გამორთულია ან Adobe's Flash Player-ის ძველი ვერსია გაქვთ. ჩამოტვირთეთ Flash Player-ის უკანასკნელი ვერსია. .

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
     
კომენტარები
ავტორი: Qartli
23.08.2009 21:32
ჩემთვის სტალინის ძეგლი იგივეა, რაც მაგალითად თენგიზ კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის ძეგლის დადგამა.

ავტორი: DOORS საიდან გვწერთ: tbilisi
22.08.2009 12:48
Qartli: გორში და ტყიბულში სტალინის ძეგლებია გამოჭიმული ქალაქის ცენტრში ... ნუთუ ეს გადმონაშთი ვეღარ უნდა მოვიშოროთ?! გორელებს კი ვისაც სტალინი ეამაყება ვეტყოდი რომ ნუ გემაყებათ სტალინი რადგან მას თავის დროზე გორელები, გორი და ზოგადათ საქართველო ცხვენოდა და გამალებით ცდილობდა გარუსებას ...

ავტორი: Qartli
20.08.2009 19:19
საერთოდ საბჭოთა სისტემაში მცხოვრები ერები დღევმდე ვერ აცნობიერებენ რა დანაშულის თანამოწილე გავდხდით სტაილის და საერთოდ ამ ბოლო 70 წლის განმავლობაში.რუსეთში ყველაფერს თავისი სახელი ჯერ კიდევ კარგა ხანი არ დაექმევა. პირიქით. ვშიშობ, რომ ამის გამო ეს ”ზესახელმწიფო” მომავალში იგივე დანაშაულს გაიმეორებს. რამდენი სიბილწე მიგვაჩნია ნორმელურ მოვლენად.
.....მადლობთ ბატონო გავხარია

ავტორი: თამარი საიდან გვწერთ: თბილისი
19.08.2009 00:46
სტალინური რეპრესიების შესახებ ჩვენ თაობას, ვთვლი რომ, საკმაოდ რეალური წარმოდგენა აქვს..მართალი ბრძანდება ქ-ნი ქეთი, როდესაც აღნიშნა, რომ ამ კლიშეთი არ შეიძლება ყველა რეპრესირებულისადმი პატივის მიგება, რამეთუ მათ შორის გამცემებიც მრავლად იყვნენ...იცით, ამაზე ადრე სერიოზულად არც დავფიქრებულვარ,მართლაც და ალბათ რამდენი უღირსი იმალება ამ სახელის მიღმა...დამაფიქრებელი იყო ასევე ქ-ნი ქეთის ბოლო განცხადებაც...მაგრამ რას იზამ..ზოგჯერ ისტორიის გაკვეთილები საკმარისი არ არის ხოლმე..ეტყობა.. სამწუხაროა რომ ზოგჯერ ისტორია მეორდება ..და რაღა მაინცდამაინც უღირსი ფაქტები..იქნებ ღირდეს ამაზე ხშირად დაფიქრება..

ავტორი: mandarini საიდან გვწერთ: london
09.08.2009 18:34
1999 წლის გაზაფხულზე, ტელეფილმების სტუდიის გადამღები ჯგუფი გორის რკინიგზის სადგურზე პოლიციამ დააკავა იმისთვის, რომ გადამღები ჯგუფის წევრმა იქ მდგარი სტალინის ცხვირმონგრეულ ბიუსტს თხის რქები დაადგა. იმას თავი დავანებოთ, რომ მთელი გადამღები ჯგუფი განყოფილებაში გვაყურყუტეს 7-8 საათი, ახსნა განმარტებები გვაწერინეს და მთელი არზა შეგონებებისა გვასმენინეს სტალინის პარტიის აქტივისტებისგან, სტალინის მოყვარულმა ხალხის ნაკადმა რომელიც პოლიციის ეზოს მოაწყდა კინაღამ გადამღები ჯგუფის წევრებით სავსე ''მარშრუტკის'' ტიპის მანქანა ამოაყირავა და დანარჩენები ქვით ჩაქოლა მოტივით - ბელადის თუ მამის შეურაწყოფას გორში არავის პატიობდნენ. საქმე იქამდე მივიდა რომ პოლიცია იძულებული გახდა ექსკორტით გამოვეყვანეთ ქალაქიდან. რა თქმა უნდა მთელი ''დანაშაული'' ამ ერთ ადამიანზე გადატყდა რომელმაც სტალინის ბიუსტს რქები დაადგა და უკვე თბილისში მისი ციხეში ჩასმა მოინდომეს. და საქმე იმაშია რომ ამ სიტუაციას ძალიან ჩვეულებრივად აღქვამდა მაგალითად ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი რომელიც მაშინ ტელეფილმების სამხატვრო ხელძღვანელად მუშაობდა. მახსოვს კოკოჩა სტალინის მსხვერპლს როგორ ამშვიდებდა რომ ისო რა ქვიანა მაგასა - "დამშვიდდი სამი წელი გეკუთვნისო მარა ერთ წელიწადში გამოვაშვებინებთ შენს თავსო." ესეთი სევდიანი ისტორია მოხდა მე-20 საუკუნის მიწურულს თბილისში.

ავტორი: Doors საიდან გვწერთ: tbilisi
08.08.2009 14:04
ანუ თუ არსი საშვალება რომ გადმოვწერო ან აქვე ვნახო ხოლმე...

ავტორი: Doors საიდან გვწერთ: tbilisi
08.08.2009 14:04
ბატონო გოგი ერთი შეკითხვა მაქვს, თქვენ გადაცემის ბოლოს უშვებთ თქვენს მიერვე გახმოვანებულ ფილმებს რომელიც ასე თუ ისე იმ თემასთან არის ახლოს რომელზეც კეთდება გადაცემა მაგრამ იმდენათ გვიან იწყება ეს ფილმები რომ ვერ ვახერხებ ყურებას:( ამიტომ მაინტერესებს სად შეიძლება თქვენს მიერ გახმოვანებული ფილმების ნახვა გარდა თქვენი გადაცემისა?

ავტორი: გოგი გვახარია საიდან გვწერთ: თბილისი
08.08.2009 14:04
Doors
არა. ეს ადრე იყო. დიდი ხანია ფილმი არ გამიხმოვანებია (ნაწყვეტები კი)... ალბათ, "რუსთავი 2"-ის არქივში იქნება. არ არის გამორიცხული, რომ წაშალეს.
დიდი მადლობა, მაგრამ რომელი მსახიობი მე მნახეთ?:)
იმხანად ტელევიზიას ფული არ ჰქონდა, მსახიობებისთვის რომ გადაეხადა, ამიტომ მე ვახმოვანებდი. მე ვთარგმნიდი და ლამის ვთამაშობდი კიდეც ფილმებში:)
კარგი დრო იყო - ქვეყანაში ფული არ იყო, მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით და უანგაროდ ვმუშაობდით...

ავტორი: Doors საიდან გვწერთ: თბილისი
08.08.2009 13:04
გოგი გვახარიას: ზოგადად ტელევიზორს ძალიან იშვიათად ვუყურებ. ძირითადში მხოლოდ საინფორმაციო გადაცემებით შემოვიფარგლები, რადგან საინტერესო გადაცემების, დისკუსიების და ზოგადად, თუნდაც კარგი ფილმების ნაკლებობაა დღეს ქართულ ტელე სივცეში. მხოლოდ იუმორისტული შოუები და ძალიან პრიმიტიული, დიასახლისებზე გათვლილი გადაცემები და სერიალები. თქვენი გადაცემა "წითელი ზონა" ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი იმ იშვიათ პროდუქტს წარმოადგენს, რომელსაც დიდი სიამოვნებით უყურებ, უბრალოთ მსიამოვნებს თქვენი გადაცემის ყურება, თუნდაც იმიტომ რომ უამრავ საინტერესო და მნიშვნელოვან რამეს ვიგებ.

ავტორი: გოგი გვახარია საიდან გვწერთ: თბილისი
08.08.2009 13:04
Doors
დიდი მადლობა. კომპლიმენტები იმიტომაცაა კარგი, რომ ამ ნდობის (და ქათინაურების) გამართლება ხდება აუცილებელი:)
მადლობა ყველას, ვისაც ეს გადაცემა მოეწონა. მართლა ბევრი ვიშრომეთ "სტალინიზმზე"...

ავტორი: ზურა
03.08.2009 23:22
ბატონო გოგი, ერთი თხოვნა მაქვს
თუ შეიძლება ფლეერი(player) შეცვალოთ, რომ გადახვევა-გადმოხვევა შეიძლებოდეს.
ისე, დიდი მადლობა "წითელი ზონისთვის" :)

ავტორი: ia საიდან გვწერთ: ananuri
03.08.2009 18:18
ლევან მაგარი ხარ.......

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
31.07.2009 18:26
ძალინ მომეწონა ბატონო გოგი ეს გადაცემა... ამ წიგნის პრეზენტაციაზე ვიყავი ბიოლის ფონდში და ძალინ კმაყოფილი დავრჩი... სამწუხაროდ დღეს ძალიან ცოტა იწერება ასეთ თემებზე და ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება ბევრი თუ გაეცნობა ამ წიგნს.:)

ავტორი: სანდრო საიდან გვწერთ: თბილისი
28.07.2009 09:05
რამხელა პოტენციალი იკარგება მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში გორის სახით თუ მას თანამედროვე ხელოვნების ნიმუშად ვაქცევდით! (თავმოჭრილი სტალინის ძეგლის ჩათვლით) :)

ავტორი: michele საიდან გვწერთ: NJ
27.07.2009 04:17
გოგი! გენიოსი ხარ! ღიმილი, კითხვა დროული,... ძალიან მიყვარხარ! უდიდესი სიამოვნება ყოველი გადაცემით, სწორად არჩეული სტუმრებით...

ავტორი: Givi საიდან გვწერთ: ქუთაისი
27.07.2009 03:01
ბოდიშს გიხდით თუ ამ თემას ცოტათი ვცდები, მაგრამ მემგონი "წითელი ზონის" თემას არ ვცდები. მე მახსოვს "ფსიქოს" ერთი გადაცემა სადაც აჩვენეს მაგდალინელი დები. მოკლედ ამ ფილმში ბევრი ძაან მაგარი მომენტია, მაგრამ ერთი ყველაზე მაგარი და ყველაზე მეტად პრობლემა რაცაა ჩვენთან, ეგ იყო როცა დაბალი რანგის მონაზვნებს როგორ "აჩმორებენ" და ექსპლუატაციას უწევენ მაღალი რანგის მონაზვნები. შემდეგ ეს დაბალი რანგის მონაზვნები რომ დაწინაურდებიან ესენიც ახალმოსულებს ისევენაირად ეპყრობიან როგორც ოდესღაც თვითონ ეპყრობოდნენ.
მე როცა ეს ფილმი ვნახე სტუდენტი ვიყავი და დავაპარალელე ეს სიტუაცია საქართველოს უნივერისტეტებთან. ხო ახლა საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ზოგი ჩემი მეგობარი კერძო კომპანიაში მაგრამ აქ რომ ვნახე ეს პრობლემა ესე მძაფრად არსად არაა.
ხოდა ძალიან მაგარი იქნება საქართველოს საჯარო სამსახურზე თუ გააკეთებთ ერთ გადაცემას. მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იქნება. საბჭოთა კავშირის შემდეგ ბევრად არ შეცვლილან საჯარო მოხელეები, პრინციპში არც საზოგადოება შეცვლილა დიდად და ლოგიკურიცაა.
მე მაგალითად ძალიან ბევრჯერ შევეცადე "სასტიკი" სტერეოტიპების მსხვრევას მაგრამ მე თვითონ კისერი კინაღამ მოვიტეხე.
ხო კიდე იმის თქმაც მინდა, რომ წესით ეს თემა არ უნდა უკავშირდებოდეს პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს იმიტო რომ საჯარო სამსახური წესით ნეიტრალურია პოლიტიკისგან ასეთუ ისე. თუ საჯარო სამსახური ცუდი გვყავს ეს არაა რომელიმე პოლიტიკური ძალის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა.
:)

ავტორი: Givi საიდან გვწერთ: ქუთაისი
27.07.2009 02:43
ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ეს გადაცემა. ორივე ბებიაჩემის მამები 30-ებში გადაასახლეს. რასაც ამ გადაცემაში ყვებოდა ერთ-ერთი რეპრესირებულის მემკვიდრე (თუ რა ქვია) ჩემთვის ძალიან ნაცნობია.
მოკლედ ჩემი ერთი ბებიის ყოველი დილა სტალინის წყევლით იწყება :). მეორე კიდე სულ სხვანაირად ფიქრობს და ძალიან მიკვირს. ყოველთვის მიჭირდა ამის ახსნა. ხო პრინციპში მე 25 წლის ვარ და საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ საბავშვო ბაღში ვსწავლობდი და არ ვიცი რა ეფექტი ქონდა ზომბს თუ რასაც ეძახიან. მეორე ბებიას რომლის აზრებსაც ვერ ვხსნი სიმპატიებიც კი აქვს სტალინის მიმართ. რაც შეეხება იმ ფაქტს რო 3 მცირეწლოვანი ბავშვი ობლად დატოვეს და იმ პირობებში აცხოვრეს რო ვერცერთი ნათესავი შიშით ერთ ლუკმასაც ვერ აძლევდათ ასე ხსნის. სტალინი არ წყვეტდაო ადგილზე სამეულები თუ რაღაცა ორგანოები იყვნენო და იმათი ბრალიაო. მეორე გამართლებას რაც შეეხება, სტალინს თავისი ეკონომიკური პოლიტიკა ქონდაო და წარმატებით ვერ ააწყობდა ამ პოლიტიკასო თუ წინააღმდეგობები ექნებოდაო და მამაჩემი ერთ-ერთი იმათგან იყო ვინც წინააღმდეგობას უწევდაო. თუმცა ამავდროულად ეს ბებია იმ სამეულის წევრების მიმართ არის მწყრალი ვიდრე სტალინის მიმართ. თუმცა ბებიაჩემის გამართლებები ძაალიან მიკვირს და ვერ ვხვდები დღემდე.

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: tbilisi
26.07.2009 13:45
ქალბატონო ქეთინო, თავისუფალი ადამიანი, აზრებში თავისუფალ ადამიანზეა საუბარი, ვერასდროს გახდება ვერც იეღოველი, ვერც მართმადიდებელი, ან პარტიული და... სწორედაც ის შეძლებს თანადგომის გამოხატვას ყველაზე უკეთ, რადგან ჩვენს აზრებში ვართ პირველრიგში არათავისუფლები. ის რაც გარემომ შთააბეჭდა ჩვენში - ეს კარგია, ეს ცუდია, ეს მორალური ან ამორალურია, ამას კიდევ დავუმატეთ ბევრი და ასეთ აჩემებებში მიდის ცხოვრება, ისე რომ კითხვაც არ ისმის თუ რა არის სიკეთე, სიყვარული, თანადგომა, ვინ ვარ მე... მოკლედ რთული თემაა.

ავტორი: Qetino საიდან გვწერთ: Abashidze
26.07.2009 11:36
giorgi, თანადგომის სურვილის ქონა, სულაც არ ნიშნავს რომ ადამიანს შინაგანი თავისუფლების დეფიციტი აქვს. ეს ორი რამ სრულიად სხვადასხვა ფენომენია. ფსიქოლოგთან ადამიანები თანადგომას ეძებენ. მაგ თქვენი ლოგიკით კი გამოდის, თავისუფალი თუ ხარ, ექიმთანაც არ უნდა წახვიდე და თავად გადაჭრა საკუთარი პრობლება, ხოლო ასე, ნელ-ნელა იაღოვასთანაც კი მივალთ. : )))

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Tbilsi
25.07.2009 23:15
ეს ალბათ უფრო ადამიანის თავისუფლების, თავის-უფლების პრობლემაა. არა ვართ საკუთარი თავის უფალი. განა იგივე არაა, როცა ადამიანი მკითხავთან, მამაოსთან, ან ფსიქოლოგთან დადის? უნდა რომ სხვამ მოუგვაროს, დააკვალიანოს და ასე შემდეგ. ეს უკვე კაცობრიობის გავლილი ეტაპია, მაგრამ როგორც ჩანს ძალზედ დიდ, თუ უმეტეს ნაწილს არა, ისევ სჭირდება, ბელადი, მამაო, გურუ, მკითხავი, ფსიქოლოგი, მრჩეველი...

ავტორი: lizi საიდან გვწერთ: tbilisi
25.07.2009 19:56
რელიგიაც ეგ არის, გინახავთ ადამიანი ღმერთს სამაგიეროდ რამე არ მოსთხოვოს:)

ავტორი: lizi საიდან გვწერთ: tbilisi
25.07.2009 19:49
ადამიანების უმრავლესობას ალბათ სჭირდება ვიღაც ვისაც მოსთხოვს რომ იზრუნოს მასზე, ამისთვის პატიობს ყველაფერს, თაყვანს სცემს, ადიდებს. ხომ სჯეროდათ რომ სტალინი ღამეებს ათევდა თითოეული მათგანის ზრუნვაში.
     
ტექსტის ზომა - +

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS