პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 14:46

საზოგადოება / მეცნიერება

მეცნიერები უნიკალური აღმოჩენის კვლევას განაგრძობენ

ბაგრატის ტაძრის კარიბჭეში აღმოჩენილი დიდგვაროვანი ქალის სამარხი (არჩილ გეგენავას ფოტო)ბაგრატის ტაძრის კარიბჭეში აღმოჩენილი დიდგვაროვანი ქალის სამარხი (არჩილ გეგენავას ფოტო)
x
ბაგრატის ტაძრის კარიბჭეში აღმოჩენილი დიდგვაროვანი ქალის სამარხი (არჩილ გეგენავას ფოტო)
ბაგრატის ტაძრის კარიბჭეში აღმოჩენილი დიდგვაროვანი ქალის სამარხი (არჩილ გეგენავას ფოტო)
ტექსტის ზომა - +
არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ვარაუდით, ბაგრატის ტაძრის კარიბჭეში აღმოჩენილი დიდგვაროვანი ქალის სამარხი ეგრის-აფხაზეთის დედოფალს უნდა ეკუთვნოდეს. ისტორიკოსი დავით ბერძენიშვილი მსგავს მოსაზრებას ორი გარემოებით ხსნის - სამარხში ბევრი ძვირფასი სამკაულია, დიდგვაროვანი ქალბატონი კი ტაძრის დარბაზში დაუკრძალავთ.

მეცნიერები ქალის ჩონჩხს ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში გამოიკვლევენ, ოქროს ნივთები კი ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, გამოკვლევების დასრულების შემდეგ სამეფო ოჯახის წევრის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ - მათ შორის, ისიც, თუ როგორი იყო დიდგვაროვანი ქალის ცხოვრების ბოლო დღე.

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის ომარ ლანჩავას განმარტებით, ქრისტიანული ხანის მსგავსი მდიდრული სამარხი საქართველოში დღემდე არასდროს აღმოუჩენიათ. მისივე ინფორმაციით, სამარხი მე-8 საუკუნისაა და იმ ტაძრის საკუთრებაა, რომელიც მე-10-11 საუკუნეების ბაგრატის ტაძრის აშენებამდე არსებობდა.

დიდგვაროვანი ქალის სამარხი ბაგრატის ტაძრის დარბაზში, დასავლეთის კარიბჭესთან, 4 აგვისტოს აღმოაჩინეს. არქეოლეგებმა ტაძრის შიდა ტერიტორიაზე რამდენიმე სხვა სამარხიც გახსნეს, მაგრამ ოქროს ნივთები არც ერთ მათგანში არ დახვედრიათ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)

ყველაზე პოპულარული