ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:12

საზოგადოება / საქართველო

ბაგრატი ექსპერტთა განაჩენის მოლოდინშია

ბაგრატის ტაძარიბაგრატის ტაძარი
x
ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი
ტექსტის ზომა - +
ბაგრატის ტაძარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დროებით შეჩერდა. მუშებმა ტაძრის კარიბჭე და ეზო დაალაგეს, საიდანაც სამშენებლო მასალები და ხელსაწყოები გაიტანეს. რესტავრატორ ზურაბ გედენიძის თქმით, ტაძარს ისეთ მდგომარეობაში დატოვებენ, რომ სამუშაოების გაგრძელებამდე ტურისტებმა მისი დათვალიერება შეძლონ.

„მოვიდა დირექტივა სამინისტროდან, ძეგლთა დაცვის სააგენტოდან, რომ ბაგრატის ტაძარში სამუშაოები შევაჩეროთ - რა თქმა უნდა, დროებით, სანამ ატეხილი აჟიოტაჟი არ დასრულდება და იუნესკოსთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ყველანაირი სამუშაო შეჩერებულია, გარდა იმისა, რომ ტაძარს დავალაგებთ, შემოვღობავთ, რომ ტურისტები არ დაშავდნენ“,-აცხადებს ზურაბ გედენიძე.

ბაგრატის ტაძრის საძირკვლის გამაგრება საპატრიარქოს განცხადების შემდეგ შეჩერდა. 24 სექტემბერს საპატრიარქო გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც იმსჯელებს რა მასალით და რა ფორმით უნდა გამაგრდეს ტაძრის საძირკველი. როგორც ითქვა, კომისიაში ის არქიტექტორები და ექსპერტები შევლენ, რომლებიც ბაგრატის ტაძრის საძირკვლის რკინა-ბეტონით გამაგრებას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ გამოყენებული მასალა ძეგლის ავთენტურობას არღვევს. მათი თქმით, მთელ პერიმეტრზე ჩასხმული რკინა-ბეტონი არქეოლოგიურ ფენას ანადგურებს. არქიტექტორების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ცემენტით მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობა დაუშვებელია.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების პარალელურად, არქეოლოგიური გათხრებიც შეჩერდა. არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის ომარ ლანჩავას თქმით, “ბაგრატი არ ეკუთვნის მარტო ქუთაისს და მარტო ქართველ ხალხს, ეს არის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძური.ბაგრატის ტაძრის ქვეშ რამდენიმე სხვადასხვა ეპოქის ძეგლია. სულ ცოტა, ოთხი ტაძარია ბაგრატის ტაძრის ქვეშ. ის, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენა დაიწყო, გმირობის ტოლფასია დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან ბევრმა ხელისუფალმა ვერ გაბედა დაეფინანსებინა და შებმოდა ამ დიდ საქმეს.“

ბაგრატის ტაძრის აღორძინების ფონდის დირექტორი ზურაბ ქაჯაია ფიქრობს, რომ სამუშაოები უნდა შეჩერდეს, სანამ სპეციალისტები არ შეჯერდებიან. “სამუშაოების დროებით შეჩერება სწორია. აქ არ არის საუბარი რეკონსტრუქციის საერთოდ შეწყვეტაზე, ეს უკვე შეუძლებელია, რადგან ამ მდგომარეობაში თუ დარჩა ტაძარი, ის დაინგრევა. აჟიოტაჟი დიდი ხანია მიმდინარეობს - ზოგი ძეგლის გადახურვას ემხრობა, ზოგი - არა. ამ აზრთა სხვადასხვაობას საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას“,-მიიჩნევს ზურაბ ქაჯაია.

ბაგრატის ტაძარში აღდგენითი სამუშაოები თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო. დღემდე რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი, ანუ საძირკვლის გამაგრება, მიმდინარეობდა. მეორე ეტაპი, ანუ ძეგლის აღდგენითი სამუშაოების დაწყება, მომავალი წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი. საპატრიარქო და აღმასრულებელი ხელისუფლება ტაძრის აღდგენის მომხრეა, თუმცა არქიტექტორების ერთი ჯგუფი ძეგლის შემინვას და რკინის მსუბუქი კონსტრუქციით გადახურვას უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: დავითი საიდან გვწერთ: თბილისი
14.10.2009 09:46
ბაგრატის ტაძარი უნდა აღდგეს!!! აჟიოტაჟი ატეხეს უვიცმა მარგინალებმა, რომლებიც დროს ჩამორჩნენ! ბურჯები ტაძარში ვახტანგ ცინცაძემ აღადგინა, ისინიც არ იყო რესტავრაციის დაწყებამდე. კონსტრუქციული გათვლა კი მართებულია– ძირითადი დატვირთვა ბურჯებზე უნდა მოხდეს. აეკრობა რკინა–ბეტონის კონსტრუქციას ეკლარის ქვის კვადრები და მორჩა. მჩხიბავობაა იმაზე კამათი ავტენტურობა ირღვევა თუ არა... დახედეთ ძველ ფოტოებს და ნახავთ, რომ ტაძრისგან აგარაფერი იყო დარჩენილი. იტალიელი არქიტექტორის ესსე კი ზედაპირულია, მას დარწმუნებული ვარ არ უნახავს ძველი ფოტოები! (და იხელმძღვანელა არსებული ნაშთის წარმოსახვით)

ყველაზე პოპულარული