ჩარლზ დარვინის დაბადების 200 წლისთავი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღნიშნეს. თუმცა საქართველოში ევოლუციის თეორიის ფუძემდებელი, სახელგანთქმული ბიოლოგი, მოგზაური თითქმის არავის გახსენებია.
”დარვინის წლის” ბოლოს ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, ”წითელი ზონის” წამყვანი გიორგი გვახარია შეეცადა გაერკვია, რატომაა დარვინის მიმართ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ნეგატიური, რა ვიცით ინგლისელი მეცნიერის შესახებ. გადაცემის სტუმარია კახა ბენდუქიძე.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.