ვატიკანი ყოველთვის ძლიერ ”გეოპოლიტიკურ მოთამაშედ” ითვლებოდა, თუმცა კათოლიკურმა ეკლესიამ განსაკუთრებული როლი მაინც კომუნიზმთან ბრძოლაში ითამაშა. უფრო მეტიც, საბჭოთა ბლოკის დაშლასა და კომუნისტური სისტემის ნგრევას ზოგიერთი ანალიტიკოსი რომის პაპის, იოანე პავლე მეორის დამსახურებად მიიჩნევს.
ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, ”წითელი ზონის” სტუმარია ლიტერატურათმცოდნე და თეოლოგი მერაბ ღაღანიძე. გიორგი გვახარია მას ტოტალიტარული სისტემების მიმართ კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებაზე ესაუბრება. ”წითელი ზონა” სრული სახით პარასკევობით გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.