შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,8377
GEL / 
EUR
2,4177
GEL / 
RUB
0,0616

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

მულტიმედია / TV

მედეა - მითი და მითის ინტერპრეტაცია

15.01.2010

თქვენი JavaScript-ი გამორთულია ან Adobe's Flash Player-ის ძველი ვერსია გაქვთ. ჩამოტვირთეთ Flash Player-ის უკანასკნელი ვერსია. .


კომუნიზმი დაემხო, მაგრამ ევრიპიდეს ”მედეას” და, საერთოდ, ანტიკური ტრაგედიის მიმართ დამოკიდებულება საქართველოში არ შეცვლილა. ჩვენში ან მედეას გამართლებას და ევრიპიდეს გასამართლებას მიმართავენ, ანდა ანტიკური ტრაგედიის პერსონაჟს მხოლოდ და მხოლოდ ”ანტიგმირად” აღიქვამენ... რატომ? რა ვიცით მედეას და, საერთოდ, ანტიკური ტრაგედიების გმირი ქალების შესახებ? ვინ იყო ევრიპიდე? მართლა ქრთამი აიღო კორინთოელებისგან კოლხი ქალის დისკრედიტაციისთვის, როგორც ამას ზოგიერთი ქართველი მკვლევარი ამტკიცებს?

თქვენი JavaScript-ი გამორთულია ან Adobe's Flash Player-ის ძველი ვერსია გაქვთ. ჩამოტვირთეთ Flash Player-ის უკანასკნელი ვერსია. .


ამ კითხვებით მიმართავს ყოველკვირეული პროგრამის, ”წითელი ზონის” ავტორი გიორგი გვახარია აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანს. გადაცემა პარასკევს, 15 იანვარს გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.

თქვენი JavaScript-ი გამორთულია ან Adobe's Flash Player-ის ძველი ვერსია გაქვთ. ჩამოტვირთეთ Flash Player-ის უკანასკნელი ვერსია. .

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
     
კომენტარები
ავტორი: lili საიდან გვწერთ: germania
27.01.2010 20:15
..;მედეა; ალბათ არასოდეს დაკარგავს აქტუალობას...
ამ რამოდენიმე კვირის წინ კედევ ერთი პრემიერა გაიმართა, გემანიაში(NRW), სპექტაკლისა ;მედეა; (ევრიპიდე)

ავტორი: IMT საიდან გვწერთ: Tbilisi
27.01.2010 15:46
ეტყობოდა ამ გადაცემას წინა გადაცემებისგან (და მომდევნო) განსხვავებით პროფესიონალიზმი...

ავტორი: m.k. საიდან გვწერთ: გერმანია
25.01.2010 19:18
ნამდვილად კარგი გადაცემაა! ძალიან ვისიამოვნე ამ მართლაც მსოფლიო ასპარეზის მქონე ადამიანის, ბატონი რ. გორდეზიანის, ლაპარაკით (ჯერ მარტო მისი მაღალი, ფილოლოგიური ქართულის მოსმენა იყო სასიამოვნო!). ეს ყველაფერი ამოკითხული მაქვს მისსავე წიგნში, "ბერძნული ცივილიზაცია" მეორე ნაწილი. ამ წიგნების წაკითხვით იმხელა ცოდნა მივიღე, ვერაღიწერება იგი! სამწუხაროა რომ ეს სერია ვერ დაბოლოვდა, ყველა ტომი ვერ გამოიცა, თუმცა ვიცი რომ ბ. რისმაგს საკუთარი გამომცემლობა აქვს (ლოგოსი თუ არ ვცდები) და მის ფარგლებში საკმაოდ კარგი ნაშრომები და ნარკვევები ქვეყნდება.

დროა გამოვიდეთ პროვინციული (ანუ ლოკალური, ანუ მხოლოდ საკუთარი) აზროვნებიდან. სწორედ ეს აძლევს ბ, რისგამს იმის უნარს ასე ცხადად დაასაბუთოს და გაამართლოს მედეას ეს მართლაც აღუწერლად რთული საქციელი.

ავტორი: tatuli საიდან გვწერთ: tbi
23.01.2010 02:55
მომეწონა გადაცემა, გმადლობთ გოგი.მედეას მითმა სწორედ ევრიპიდეს ტრაგედიის გამო შეინარჩუნა პოპულარობა და დღესაც აქტუალურია.ევრიპიდეს ,,მედეა" რომ წავიკითხე შემეცოდა მედეა, მერე სანიკიძის მედეამ ნუგეში მომცა, ნამდვილად არ მოკლავდა კოლხი ქალი შვილებს, ქართველი დედისთვის შვილი სიცოცხლის აზრია, ვიცნობ კორინთოელებსაც, მათ ისეთი თვისებები აქვთ გენეტიკურად , არ მოერიდებოდნენ ქრთამის ფასად საკუთარი დანაშაულის დაფარვას, არც მედეა გაყიდიდა სამშობლოს და ოჯახს რომ არა ღმერთის ჩარევა, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ისე არ ყოფილიყო როგორც ევრიპიდეს ტრაგედიაშია, განა იარსებებდა მედეას ლეგენდა?სწორედ ამ ტრაგედიამ გახადა იგი პოპულარული .თუმცა მინდა გითხრათ, რომ თვითონ ბერძნებიც ამბობენ, ისტორიას რომ კითხულობენ აშკარად ჩანს რომ არც ისეა საქმე როგორც ევრიპიდეს უწერია და მედეას საკუთარი შვილები არ მოუკლავს.

ავტორი: ანონიმი
18.01.2010 16:02
აქედან გადმოწერთ http://torrents.ru/forum/viewtopic.php?t=101210 ფილმს

ავტორი: ანონიმი
18.01.2010 13:26
http://torrents.ru/forum/viewtopic.php?t=101210 აი აქ ნახავთ ,ტრიერის "მედეას"

ავტორი: Angst საიდან გვწერთ: tbili
17.01.2010 21:17
წითელი ზონის ერთერთი ყველაზე კარგი გადაცემა გამოვიდა, მალადეც.. (:

და კიდე ტრიერის მედეა სად ვიშოვო ვინც მეტყვის სულს მივყიდი ..
ხოლო რაც შეეხება პასოლინის რათქმაუნდა დიდია მაგრამ ბინძური.. მხოლოდ ის მომწწონს მასში რომ საზოგადოების სიბინძურეს თავისი სიბინძურით უპირისპირდება..
In Response

ავტორი: producer საიდან გვწერთ: studio
21.01.2010 02:45
რაში გამოიხატება პაზოლინის სიბინძურე? ჰმ... ჩავფიქრდი ახლა... მე პირიქით მეჩვენება...

ავტორი: tamara საიდან გვწერთ: tbilisi
17.01.2010 01:44
მედეა - თემა,რომელსაც სრულიად საქართველო ყოველთვის ისე იყენებდა,როგორც კონკრეტულ მომენტში იყო საჭირო. თუ თემა ისტორიას შეეხება - იმწუთას ჩვენს სამიათას წლოვან ისტორიას და მედეას ახსენებენ ხოლმე, ხოლო თუ საჭირო გახდა არც იმას ივიწყებენ,რომ მედეა შვილების მკვლელი დედაა. ორმაგი სტანდარტი ყველაზე მომგებიანი პოზოციაა,და სამწუხაროდ ეს ყოველთვის გვახსოვს ქართველებს..... ძალიან აქტუალურო თემაა.....

ავტორი: ინაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
17.01.2010 00:38
ვის მოვუხადო მადლობა არ ვიცი, რადგანაც არ ვიცი ვინ შექმნა მითოლოგია... მიხარია რომ მეოცე საუკუნე იყო ის ხანა, როდესაც შეიქმნა ძველი ბერძნული ტრაგედიების უნიკალური ეკრანიზაციები.. "წითელი ზონა" ძალიან მომეწონა.. ბატონი გოგისა და გორდეზიანის დიალოგი საკმაოდ კარგად შედგა, ნამდვილად ვისიამოვნე.. მომწონს, რომ მედეა დღესაც აქტუალური თემაა მსოფლიოში და საქართველოშიც არ მიიჩნევენ ისეთად, როგორც - გადაღეჭილი..

ავტორი: eteri metreveli
16.01.2010 20:44
ნიცშეს "ტრაგედიის დაბადებით" შთაგონებული მარკ როდკოსთვის, ხელოვნების ერთადერთი წყარო იყო ტრაგედია. მითისაგან დაცლილ არსებობას ნიცშემ ნიჰილიზმი უწოდა.

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier
16.01.2010 18:49
ერთადერთი წიგნი დაწერილი დასავლური სტანდარტით, რომელიც საქართველოში ვნახე ბოლოს, იყო ქ-ნ ნადარეიშვილის წიგნის მედეაზე.
- რისმაგი ძალიან მაგარია. რად უნდა მაგას კომენტარი. პირდაღებული ვუსმენდი.

ავტორი: nucisero საიდან გვწერთ: TBILISI
16.01.2010 17:16
dzalian momewona batoni rismagis axsnac da saertod kargi iyo gadacema da pazolinis "medea" ra tqma unda, marias monawileobit iyo brwyinvale :)
In Response

ავტორი: მოდერატორი
16.01.2010 18:41
ქართულ ფონტს ბოიკოტი გამოუცხადეთ?

ავტორი: steppen wolf საიდან გვწერთ: ganadgurebuliqalaqi z
16.01.2010 16:44
didi madloba baton gogis da baton rismags dzalian magari gadacema iyo,ise ar mesmis ras nishnavs mitis an gamartleba an gasamartleba, ar vici vamartleb medeas tu ar vamartleb, magram namdvilad vamartleb evripides am udides genioss aseti shedevri rom dacera , ramdeni dagvakldeboda qartvelebs es miti saertod , rom ar iyos, p.s. dzalian magari philmi iyo
In Response

ავტორი: მოდერატორი
16.01.2010 18:41
ქართული ფონტი იხმარეთ, თუ შეიძლება!

ავტორი: tea საიდან გვწერთ: tbilissidan
16.01.2010 15:25
რას ნიშნავს მედეას წარმართად აღქმა?რა,ქრისტიანობაში არ არსებობს წარმართობის გადმონაშთები?თუ ესარის მცდელობა ,,,მონათლული ქრისტიანი" დაუპირისპირდეს თავისსავე ქვეცნობიერში მობინადრე არქეტიპს,ამ შემთხვევაში-მედეას?
In Response

ავტორი: cnobismoyvare
17.01.2010 02:21
მედეა მოსწონს ეს ვინმეს ბერძნების აზრით ჰეკატეს ქურუმი იყო ანუ ქრისტიანი არ იყო და ქარისტიანად მისი აღქმა ძნელია. სხვა ამბავია რომ ზოგი წარმართი ქრისტიანობამდე არსებული ქრისტეს გავლენას განიცდიდა. ამას გრძნობდნენ პირველი ქრისტიანები რომლებიც რომის კატაკომბებში ქრისტეს ორფეოსის სახითაც გამოსახავდნენ. სხვათა შორის ბერძენთა გადმოცემით ორფეოსი საიქიოში ნამყოფი და უკან დაბრუნებული და თავისი გალობით ანუ ჰარმონიით სულიერი თუ უსულო სამყაროს მომაჯადოებელი ორფეოსი არგონევტების ექსპედიციის სულიერი ხელმძღვანელი იყო ასე რომ მედეას ამბებსაც უკავშრდება. ისე ისიც სათქმელია რომ ბერძნების თქმით ღმერთის შვილიშვილი მედეას ბედს თუ უბედობას ღმერთები განაგებდნენ ასე რომ მიწიერი კორუფცია აქ საქმის ცოტა გამამარტივებელ ახსნად ჩანს. ეს მორწმუნეებისთვის ანუ სამყაროს სულიერი საწყისის ამღიარებლებისთვის თორემ ისე,რა თქმა, უნდა, ჩვნ დემოკრატები მატერიალისტურ ახსნასაც თავის ადგილს ვუთმობთ. ორფიკულ, მისტიკურ არგონავტიკაში მედეა არის ბუნების მომთვინიერებელი, სამკურნალო ბაღის გამშენბელი,მატერიიის ადამიანის სამსახურში ჩამყენებელი ფიგურა ( იქ მედეას მიერ მოშენებული სამკურნალო ბალახების სიაც უნდა იყოს). არგონავტიკის სხვა ვერსიებით მას ძალუძს მიცვალებულთა გაცოვხლებაც. ასე რომ თუ ვინმე მოკვდავმა მოახერხა მისი კორუფცია რაღა დაგვრჩენია, უნდა შევძახოთ ბარო !!! ესაა და გორის ციხე... საინტერესო იქნებოდა მედეაზე ლაპარაკისას რომის პალატინის საიმპერატორო ბიბლიოთეკის გამგე იბერი გიგინის ბერძნული მითოლოგიის პატარა ენცკოპედიის გახსენებაც. მაგრამ ეს სამწუხაროდ სცდება რადიო თავისუფლების გადაცემების საზღვრებს და ამაზე საუბრის სხავ ფორმები უნდა ვეძებოთ. ასე რომ ბერძნებისთვის ძვრფასი ზომიერება რომ შევინარჩუნო დროებით გემშვიდობებით, გაზრდილიყვნენ საქართველოში მედეას ღირსი ასულები, იცოცხლეთ და გაგმარჯოთ.

ავტორი: ანონიმი
16.01.2010 03:11
მადლობა პაზოლინის ამ უდიდესი ბედნიერებისთვის! კიდევ ერთხელ შოკში ვარ.
     
ტექსტის ზომა - +

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS