სამშაბათი, 09 თებერვალი, 2016 თბილისის დრო 21:41

რუბრიკები / მეათე სტუდია

სულხან საბას იგავები - სპეციალურად ბავშვებისათვის

მულტიმედია

აუდიო
4 თებერვალს თბილისში გია ქარჩხაძის გამომცემლობამ საზოგადოებას სულხანს-საბას ”სიბრძნე სიცრუისას” საბავშვო გამოცემა წარუდგინა. “სულხან- საბას იგავები” - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც 30 იგავ-არაკი შევიდა და დაახლოებით 90-მდე ნახატი პერსონაჟით გაფორმდა.

“გსმენიათ, როგორ აშენებდნენ სოფელს ძაღლი და მამალი, როგორ გახდა სასტიკი შირვან შაჰი გულმოწყალე და როგორ დაიძვრინა თავი მხატვარმა, რომელსაც ცალთვალა მეფე უნდა დაეხატა? გადაშალე ეს წიგნი და წაიკითხე მრავალი სახალისო ამბავი, რომლებიც სამი საუკუნის წინაა დაწერილი ქართველი მწერლისა და მეცნიერის, სულხან-საბა ორბელიანის მიერ” - ეს ის პატარა წინათქმაა, რომელიც გია ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ ახლად გამოცემულ წიგნს - სულხან საბას იგავებს - ახლავს. ნინო გურაბანიძის მიერ დახატული იგავების გმირები და ენათმეცნიერ ლეილა ბერიაშვილის მიერ დამუშავებული ტექსტი ერთნაირად ადვილი აღსაქმელია როგორც სულ პატარა მკითხველებისათვის, ისე მათთვის, ვინც სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“ მრავალი წლის წინ ერთხელ უკვე წაიკითხა.

გია ქარჩაძე, გამომცემელი
ეს კონკრეტული გამოცემა მაინც ბავშვებისთვისაა, რადგან ის მხოლოდ „სიბრძნე სიცრუისას“ იგავების მხოლოდ ერთი ნაწილის ნაკრებია - წიგნისთვის სულ 30 იგავი შეარჩიეს და სათაურადაც, უბრალოდ, „სულხან-საბას იგავები“ დაარქვეს. მისი გამომცემელი გია ქარჩხაძე გვეუბნება, რომ ეს გამოცემა დაახლოებით ეზოპეს იგავების მსგავსი ნაკრებია: ” სულხან-საბა საუკუნის ტექსტია, ის ხშირად არ გამოიცემა სხვადასხვაგვარი ფორმით და ჩვენი მცდელობა იყო ეს გამოცემულიყო ბავშვებისათვის, თან ისე, რომ მათთვის გასაგები ყოფილიყო. სულხან-საბას ენა დამუშავებულია, ოღონდ მინიმალურად - ისე, რომ თან აბსოლუტურად არაფერი შეცვლილიყო და თან გასაგები ყოფილიყო ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის. ძალიან ბეწვის ხიდზე ვართ გასულები, მაგრამ, მე მგონი, გამოგვივიდა.”

ენათმეცნიერი შუქია აფრიდონიძეც ფიქრობს, რომ ასეთი ტექსტების ადაპტაციის დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა, წაკითხულის გათვალისწინებით, ამბობს, რომ სულხან-საბას სტილი დაცულია და ქარჩხაძის გამომცემლობამ ამ არცთუ ისე ადვილ საქმეს თავი კარგად გაართვა.

ზაალ სამადაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე
წიგნი ”უნებლიე მკითხავით” იწყება. 30-ივეს ვერ ჩამოგითვლით, მაგრამ კრებულში შევიდა ისეთი იგავები, როგორიცაა ”კატის გაზრდილი ლომი”, „ვირად ცნობილი მსაჯული“, „ძუნწი და ოქრო“, „ძალა ერთობისა“, „მთიული და კაკლის ხე“... ბავშვებს განსაკუთრებით იგავების სახალისო ილუსტრაციები მიიზიდავს. მხატვარმა ნინო გურაბანიძემ დაახლოებით 90 პერსონაჟი დახატა. ბევრი არ უფიქრია, გარშემო მიიხედ-მოიხედა და მათი პროტოტიპები მალევე იპოვა: ”იგავს ხომ ეპოქა არ გააჩნია, სულ აქტუალურია და ამიტომ ამ წიგნისთვის ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების პერსონაჟები ავიღე პროტოტიპებად და ამით უფრო საინტერესო გახდა ჩემი სამუშაოც.”

არადა, თავიდან ამ წიგნზე მუშაობა მას გაცილებით მარტივი ეგონა, მერე და მერე მუშაობის პროცესში გამოჩნდა, რა დიდი იყო პასუხისმგებლობა და ახლა წიგნის მხატვარს ყველაზე მეტად ბავშვების რეაქცია აინტერესებს.

წიგნი 14 ლარი ღირს და მისი ყიდვა მაღაზიებში უკვე შეგიძლიათ.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

სხვა მასალები

აუდიო სავალუტო ფონდმა დროებით შეაჩერა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა

უკრაინის ფინანსთა მინისტრის, ნატალია იარესკოს განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დროებით შეაჩერა უკრაინისთვის დახმარების მიწოდება - მანამ, ვიდრე არ გარკვეულა, შეინარჩუნებს თუ არა პოზიციებს უკრაინის ამჟამინდელი მთავრობა.
გაგრძელება

სტოლტენბერგი: "საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი"

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, სანამ საქართველო ნატოში გაწევრიანებას შეძლებს, ალიანსში უნდა იყოს კონსენსუსი გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე.
გაგრძელება

„სხვა საქართველო“ რეგიონებში

ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონალური განვითარების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონებში სხვა საქართველო, სხვა რეალობაა და მოსახლეობას არ აქვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის განცდა.
გაგრძელება

დონალდ ტუსკი აქებს საქართველოს მიერ ჩატარებულ რეფორმებს

ბრიუსელში გაიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის შეხვედრა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული