ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, „წითელი ზონის“ მორიგი გადაცემა დიდი ფრანგი ფილოსოფოსის ჟაკ დერიდას იუბილეს ეძღვნება (15 ივლისს დერიდას 80 წელი შეუსრულდებოდა). თუმცა, გადაცემაში საუბარი გვექნება არა იმდენად ფილოსოფიაზე, რამდენადაც ფსიქოლოგიაზე.
გიორგი გვახარიას სტუმარია ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, რომელიც „წითელი ზონის“ ავტორთან ერთად იმსჯელებს იდენტურობისა და იდენტიფიკაციის პრობლემაზე, ტოტალიტარული სისტემებისთვის დამახასიათებელ, „პიროვნების გასხვისების“ ტენდენციაზე და იმ შიშის მიზეზებზე, რომელიც ადამიანს ხელს უშლის, საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.