ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 02:16

ეკონომიკა / საქართველო

“ღია ცის” ახალი მოთამაშეები

აირზენას თვითმფრინავი მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში
აირზენას თვითმფრინავი მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
დღეიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და რუსული ავიაკომპანია "სიბირი" თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერულ რეისების შესრულებას იწყებენ. ქართულმა მხარემ რუს კოლეგებთან პარიტეტულ რეჟიმში თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ჩარტერული რეისების შესრულებასთან დაკავშირებით მიაღწია შეთანხმებას. ორივე კომპანია რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს, მაგრამ სხვადასხვა დღეებში.

"სიბირი" რეისს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შეასრულებს, ხოლო Georgian Airways თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით სამშაბათს, პარასკევსა და კვირას იფრენს.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს რუსეთში ჩარტერული რეისების შესრულების ნებართვა კიდევ ერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ Georgian International Airlines სთხოვა. კომპანიის გეგმებში შედის ჩარტერული რეისების შესრულება მოსკოვის, სოჭის, როსტოვის, მინერალური წყლების, სამარისა და ეკატერინბურგის მიმართულებებით.
რეისების შესრულებას ავიაკომპანია ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან გეგმავს.

პარალელურად ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე პოლონური ავიაკომპანია "ლოტ პოლიშ ეარლაინსი" შემოვიდა. საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ცნობით, ავიაკომპანიის ფრენის განრიგი უკვე დამტკიცდა. "ლოტ პოლიშ ეარლაინსი" პირველი სექტემბრიდან ვარშავა-თბილისი-ვარშავას რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.

საქართველოს ავიაბაზარზე "ყატარის ავიახაზებიც" შემოდის. საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ცნობით, ფრენის ლეგალიზების ორგანიზების პროცედურა დაიწყო, რის შესახებაც ავიაკომპანიას ეცნობა. "ყატარის ავაიხაზები" 10 ივლისს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ღია კარის დღეს აწყობს, სადაც ავიაკომპანიაში ბორტგამცილებლად მუშაობის მსურველებს შეარჩევს.

საქართველოში საერთაშორისო ავიარეისებზე ბილეთების მაღალ ფასს ეკონომიკის მომავალი მინისტრი აპროტესტებს. ვერა ქობალია საერთაშორისო ფრენებზე ბილეთების სიძვირეს გაუმართლებლად მიიჩნევს. მისი განმარტებით, დღეს ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოფრენა დაახლოებით 500-600 ევრო ჯდება, რაც ძალიან ძვირია. ამიტომ აუცილებელია საქართველოში შემოვიდეს ისეთი კომპანია, რომელიც ფრენებს 50-100 ევროს ღირებულებით განახორციელებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Davit Akhvlediani საიდან გვწერთ: qutaisi
24.07.2010 17:58
მოგესალმებით! ხშირად მიწევს მოგზაურობა და არ შემიძლია არ დავეთანხმო ზემო აღნიშნულ ფაქტს რომ ფრენა საქართველოდან ევროპის მიმართყლებით ძალიან ძვირია და პლიუს ამას არა კომფორტულიც ვინაიდან ფრენები აბსოლიტური უმრავლესობა ღამის 3-4 საათზე სრულდება. სექტემებერში მიწევს ვარშავაში წასვლა და უკვე შევიძინე ბილეთები , სასიამოვნოდ გამაკვირვა პოლონეთის ავიახაზების დაბალმა ტარიფებმა, ბილეთი ორი მიმართულებით სადღაც 200 ევრო შეადგინა

ავტორი: ირმა
02.07.2010 01:23
ძალიან მაგარი იქნება თუ ეს მოხდება! მაგრამ ვშიშობ პიარია,რა იაფდება საქართველოში რომ ავიაბილეთი გაიაფდეს?

ავტორი: Dali საიდან გვწერთ: Germania
01.07.2010 16:27
მივესალმები ქ-ნ ვერა ქობალიას იდეას, გაიაფდეს ფრენის ბილეთები , შემოვიდნენ სხვა ავიოკომპანიები და ბოლო მოეღოს აირზენას გაბატონებულ პოზიციას. მე და ბევრი ჩემი ნაცნობი დიდი ხანიაგერმანიიდან აღარ დავფრინავთ აირზენათი, რომელიც * მაფიოზურ* ორგანიზაციას დაემსგავსა.