პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 08:22

რუბრიკები / ინტერაქტიული დიალოგი

დოდი ხარხელი: „რაც მეტი ადამიანი კითხულობს ბლოგს, მით მეტი პასუხისმგებლობა აქვს ბლოგერს მკითხველის წინაშე“

დოდი ხარხელი
x
დოდი ხარხელი

მულტიმედია

აუდიო
  • დოდი ხარხელი: „რაც მეტი ადამიანი კითხულობს ბლოგს, მით მეტი პასუხისმგებლობა აქვს ბლოგერს

პოდკასტი
გამოიწერეთGoogle reader
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
დღეს, 5 ივლისს "რადიო თავისუფლების" რუბრიკა – "ინტერაქტიული დიალოგი" – ოდნავ განსხვავებული ფორმატით წარიმართება. რუბრიკის სტუმარია ერთ-ერთი პირველი ბლოგერი საქართველოში – დოდი ხარხელი, რომელიც მოვიწვიეთ ქართულ ბლოგებზე, სოციალურ ქსელებზე და მათ თავისებურებებზე სასაუბროდ.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: BERU
07.07.2010 17:44
პირდაპირ ვიტყვი: ინტერვიუს ამ ნაწილმა ვერ დააკმაყოფილა ჩვენი ცოდნისწადილი ქართულენოვანი ბლოგსივრცის რაობაზე.

არადა, ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ "ბლოგი რაა?"-ო, ყველა ნაბიჯზე მეკითხებიან არა მარტო სოლიდური დასახელების ჟურნალების რედაქტორები ("ჩვენი მწერლობა", "ბიზნესი და კანონმდებლობა" და ა.შ.), არამედ სოლიდური რეპუტაციის მქონე, მატერიალურად უზრუნველყოფილი სამედიცინო, საუნივერსიტეტო, ზოგადსაგანმანათლებლო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.

ბლოგოსფეროს ის უაღრესი პოზიტივი, რომელიც ბლოგის კომენტატატორს, აქამდე ქართულ მედიასივრცეში პიროვნული განვითარების მანამდე უპრეცედენტო საშუალებებს უქმნის (თუმცა ამავდროულად ინტელექტუალური კონცენტრაციის მაქსიმალურ მზაობას და დროის სოლიდურ დანახარჯებს მოითხოვს), ვფიქრობ ცალსახაა და ჟურნალისტი ია ანთაძის ძალისხმევის ვერ დანახვა და მით უფრო არ დაფასება, ამ მიმართულების დახვეწა-განვითარებაში, ან გამჭრიახობის დეფიციტით ან კიდევ უარესი შინაარსის მოტივაციით შეიძლება მხოლოდ აიხსანას.

ინტერვიუს ბოლოს კორესპოდენტმა დააყენა ბლოგის, როგორც საზოგადოების ჯგუფის თვითორგანიზაციის უნარის შემცველი მიკრო-სოციუმის (უჯრედის), ჩვენთვის ყოველთვის უაღრესად საინტერესო საკითხი (ვინც დაკვირვებულია, ამაში დაგვეთანხმება). პასუხად რესპოდენტისაგან მიიღო ... ზუსტად როგორ ვთქვა? არ ვიცი ... შეიძლება მთლად სუმბური არა, მაგრამ რაღაც ამის მსგავსი და რესპოდენტს ამის გამო ხომ არ ვუსაყვედურებთ. იგი (რესპოდენტი) ხომ ბლოგის კომენტატორთა მიერ წინასწარ მონიშნულ თემებზე მიმდინარე დისკუსიების საფუძველზე არ გამოვლენილა.

კარგად გვესმის, რომ ბლოგის კომენტატორთა და მკითხველთა ნაწილს აღიზიანებთ კიდეც ჩვენი მხდიდან მუდმივად სახელმწიფოებრიობის მოწყობის თემებზე პედალირება.

ბევრისთვის ალბად მოულოდნენი იქნება ვთქვათ, ნეტამც ისეთ საქართველოს მოგვასწროს, ამ მართლაცდა უმძიმეს თემებში ერთმანეთის წაქეზება-დახმარება არ გვჭირდებოდეს და მხოლოდ იმაზე ვიყოთ კონცენტრირებული, რომ უკვე მიღწეულ საზოგადოებრივი შეთანხმემები, ძალისხმევის და მატერიალური და ფინანსური რესურსების როგორი მცირე დანახარჯებით აღვასრულოთ პრაქტიკაში. Beru

ავტორი: Lord Vader საიდან გვწერთ: Forum.ge
06.07.2010 14:50
ფორუმი უკვდავია!

ავტორი: dv0rsky საიდან გვწერთ: dgiuri.com
06.07.2010 10:34
ფორუმი უნდა მოკვდეს!!!

ავტორი: ნანული
05.07.2010 22:09
ბლოგერი არა , სოციალური მედიის ექსპერტი

ყველაზე პოპულარული