შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 04:31

მულტიმედია / TV

აზროვნება და აზროვნების შიში

ტექსტის ზომა - +

მიუხედავად იმისა, რომ ეგზისტენციალისტთა უმრავლესობა თავს მემარცხენეებად, მეტიც, მარქსისტებად მიიჩნევდა, ადამიანის არსებობის ეს ანალიზი - ზოგადად, ადამიანისა და არა, მაგალითად, მხოლოდ დასავლელი ადამიანისა, საბჭოთა კომუნისტებს არ მოსწონდათ.



ამიტომ ეგზისტენციალიზმი, ფაქტობრივად, აკრძალული იყო. გიორგი გვახარიას ყოველკვირეულ საავტორო პროგრამაში ფილისოფოსი ზაზა ფირალიშვილი საუბრობს ეგზისტენციალიზმზე და იმაზე, თუ რატომ ეშინოდათ და ეშინიათ აზროვნების ტოტალიტარულ ქვეყნებში.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: კოკა საიდან გვწერთ: ვანი
01.08.2010 13:08
რამდენად ყურებადია ეს გადაცემა,არის თუ არა შესაძლებლობა გაგება იმისა ადამიანთა რა რაოდენობა უყურებს ამ გადაცემას...

ავტორი: khatuna საიდან გვწერთ: amerika
25.07.2010 19:10
ძალიან მომეწონა სტუმარი, გასაგებად და გარკვეულად ისაუბრა.

ავტორი: Jbakur საიდან გვწერთ: Australia
24.07.2010 11:42
სწორი შენიშვნა იყო თქვენს მიერ გაკეთებული ბატონო გოგი, როდესაც აღნიშნეთ რომ საქართველოს არ ჰყავს ფილოსოფოსებიო. დავამატემ არც არასოდეს ჰყოლია. კომუნისტებიც კი არ კადრულობდნენ რომ ვინმესთვის ფილოსოფოსი დაეძახათ. დღეს კი რა ხდება მანდ? ყველა ვინც კი ფილოსოფიის კურსი გაიარა თავის თავს ფილოსოფოსს უწოდებს. დასავლეთშიც კი მხოლოდ ეს ადამიანები მოიხსენებიან როგორც ფილოსოფიის დოქტორებად ან კიდევ ფილოსოფიის მასწავლებლებად.ბატონ ზაზასაც ესე უნდა წარედგინა თავისი თავი და ამას ჯაჯანიძე რომ მოისმენდა მასაც აღარ ექნებოდა პრეტენზია თავის თავისთვის ფსიქოლოგი დაეძახა.
სირცხვილია უბრალოდ სოკრატესაც ფილოსოფოსი ერქვეს და ასევე თავს წარადგენდეს ნებისმიერი უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

ავტორი: ნენე საიდან გვწერთ: აშშ
19.07.2010 06:16
როგორი დარბაისელი და კეთილმოუბარი სტუმარი გყავდათ, გოგი. არადა, როგორი დეფიციტია დღეს ამგვარი პროფესიონალების ხილვა.

ავტორი: გიგა საიდან გვწერთ: ზუგდიდი
18.07.2010 19:33
ძალიან მიხარია რომ ეს გადაცემა დაბრუნდა ისევ ეთერში. კარგი გადაცემა იყო, თუმცა ცოტა არ იყოს ე.წ " ლომკა" დამრჩა, რადგან უფრო მეტს მოველოდი.

ავტორი: სანდრო საიდან გვწერთ: თბილისი
17.07.2010 15:57
"ვინ არიან მაგათზე ნაკლები ინტელიგენციის წარმომადგენელი?" :))
გოგი, ძალიან გთხოვ ეს ჩანაწერი ატვირთე რა youtube-ზე

ავტორი: იდიოტოკრატიის მინისტრი საიდან გვწერთ: ტიფლისი
14.07.2010 04:35
მშვენიერი საუბარი გამოვიდა, მომეწონა.

"ინდივიდი ისეთი რამ გახლავთ ის რაღაც კანონზომიერებების საფუძველზე ვერ გაჩნდება. ის ჩნდება როგორც უნიკალური მოვლენა. კულტურა შობს ხოლმე მას როგორც თავის უნიკალურ შვილს. ის არ არის ტიპური წარმომადგენელი საკუთარი კულტურისა.
ის ისეთივე წარმოადგენელია კულტურაში, როგრც ცელქი ბავშვი ოჯახში, რომელიც ვერ ეტევა ამ კულტურის კონტექსტში. არ არის კონტექსტუალური. მას ვერაფერი ვერ დათრგუნავს, ვერც მას კულტურა, ვერც ძველი ტრადიციები".




ავტორი: ani საიდან გვწერთ: kutaisi
10.07.2010 22:15
კარგი გადაცემა იყო. მიხარია, რომ წითელი ზონა კვლავ დაბრუნდა.

ავტორი: ანონიმი
10.07.2010 15:04
ძალიან კარგია ეგზისტენციალიზმზე რომ გააკეთეთ გადაცემა,მაგრამ გარკვეულ ნიუანსებზე არ ყოპილა საუბარი რაც საინტერესო იქნებოდა. ჩემთვის გარკვეულ წილად გაუგებარია სარტრის კომპონენტები არჩევანის საფუძვლად თავისუპლების არსებობის ან არარსებობის განსაზღვრისას. სამწუხაროა რომ კვირაში სულ რამდენიმე სათია დათმობილი ასეთი თემებისათვის ჩვენს სატელევიზიო სივრცეში.

ავტორი: გია მარ საიდან გვწერთ: გორი
10.07.2010 15:01
''ჩვენი ინტილიგენცია დამოუკიდებლობის მოპოვებაზე იყო ორიენტირებული და არა თავისუფლებაზე''

დამოუკიოდებლობის მოპოვებაზე მეტად შავ ''ვოლგებზე'' და ''დაჩებზე'' იყო მოწადინებული ჩვენებური ინწილიგენცია.. პირადი ხეირის გარდა საზოგადოებრივი დატვირთვაც ჰქონდათ: ეროვბულ იდენტობას უნარჩუებდნენ ერს, ქართულ მენტალიტეტს უნახავდნენ მომავალ თაობებს.. დღესაც იგივეს სჩადიან და მაგათი დანერგილი ავ თვისებიანი წარმონაქმნი დღესაც იზრდება.. უიჩიჩინებენ ხალხს ტრიბუნებიდან მარტო ჩვენ რომ ვართ კეთილ სურნელის მფრქვეველი წმინდა ერი და სხვები მყრალი არსებებია ყველა.. ამ ''სიწმინდის' შენარჩუნებაში მიდის მთელი ენერგია დღემდე.

ავტორი: sinano საიდან გვწერთ: Tbilisi
10.07.2010 13:26
ძალიან,ძალიამ საინტერესო გადაცემა იყოო:)