Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვანო ვაშაყმაძე


ვანო ვაშაყმაძე
ვანო ვაშაყმაძე
13 ივლისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ტურიზმის კონსულტანტი ვანო ვაშაყმაძე. სამინისტრო იწყებს ახალ ეტაპს ტურიზმის განვითარების მიმართულებით, ამის შესახებ 12 ივლისს განცხადება საქართევლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა ვერა ქობალიამ გააკეთა: "ახალს იმიტომ, რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი ხედვა ეკონომიკის აღნიშნულ სექტორთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა, საქართველო ვაქციოთ მსოფლიო ტურისტული ბაზრის ერთერთ წამყვან მოთამაშედ, რადგან ჩვენს ქვეყანას ამის რესურსი ნამდვილად აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს ვაცხადებთ კონკურსს, რომელმაც უნდა გამოავლინოს საუკეთესო პროექტი საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარებისათვის”, - განაცხადა ქობალიამ.

როგორც ვანო ვაშაყმაძე რადიო ”თავისუფლებასთან’ საუბარში აღნიშნავს, ახლებული ხედვა არ უნდა ნიშნავდეს ძველის დავიწყებას: ”ახლებური ხედვა ჩემი გადასახედიდან სწორედ ძველი გამოცდილების უკეთ წარმართვას ნიშნავს. საქართველოს ტურიზმის სამყაროში გარკვეული ადგილი უკავია. თუმცა, არც ისეთი განსაკუთრებულები ვართ როგორ სურათსაც ვხატავთ ხოლმე. საქართველოს აქვს რამდენიმე უნიკალური მახასიათებელი, რაც ყოველთვის მოიზიდავს ტურისტს: მოგზაური სამყარო ეძებს ახალ ადგილებს, და საქართველო ტურისტებისათვის ჯერ კიდევ ახალია ადგილია, ის ადგილია, სადაც ახალი აღმოცენების გაკეთება შეუძლია ტურისტს; საქართველოში არის მცირე სივრცეში ბევრი რამის ნახვის შესაძლებლობა, აქ არის ადამიანური ურთიერთობების სიმარტივე და სიხალასე, რაც ერთი შეხედვით არ გაიზომება, მაგრამ ბევრი დამთვალიერებელი ამას განსაკუთრებით აღნიშნავს. ჩვენ ვერ ვიქცევით ტურისტულ მექად, თუმცა, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ტურიზმი საქართველოში იქცეს ერთ-ერთ წამყვან სფეროდ”, - ამბობა ვანო ვაშაყმაძე.
XS
SM
MD
LG