შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 04:52

მულტიმედია

”არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ”

ტექსტის ზომა - +


”არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ” - ესაა ფრაზა, რომელიც 50-იანი წლების ბოლოს გაზეთ ”პრავდას” ერთმა მკითხველმა გამოიყენა პასტერნაკის რომანის, ”ექიმი ჟივაგოს” მიმართ. თუმცა, საბჭოთა კულტურის ისტორიას ამ ფრაზის განმეორებაც ახსოვს - იოსიფ ბროდსკის შემოქმედების შეაფასებისას.



1972 წელს, როცა ბროდსკი საბჭოთა კავშირიდან გააძევეს, სწორედ ასეთი სათაურით გამოქვეყნდა წერილი ”ლენინგრადსკაია პრავდაში”. იოსიფ ბროდკის დაბადების 70 წლისთავს ეძღვნება ”წითელი ზონის” მორიგი გადაცემა, რომელშიც მწერალი დათო ტურაშვილი გიორგი გვახარიასთან ერთად კულტურის იდეოლოგიზაციაზე ისაუბრებს.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: თეონა საიდან გვწერთ: წყალტუბო
12.08.2010 20:39
ilia
დათო მართლაც ემოციურად ლაპარაკობს და ზოგჯერ სიტყვას წყვეტს, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი საუბარი ლოგიკური, თანმიმდევრული და საინტერესოა... თუ მიუხედავად ამისა გიჭირთ დასკვნის გამოტანა, ეს თქვენი პრობლემაა და არა მისი. ზოგადად ამ ადამიანს რთული ცხოვრება ჰქონდა და მისი ნერვები ქვეყნის სიყვარულმა და მოქალაქეობრივი მოვალეობების ერთგულებამ რომ დააზიანა ნუ გავიწყდებათ.
P. S. ტურაშვილის ბიძაშვილი არ ვარ....

ავტორი: ელენე საიდან გვწერთ: თბილისი
02.08.2010 15:31
გმადლობთ გადაცემისთვის, მაგრამ აქ ბროდსკი ყველაზე ცოტა იყო. იქნებ სხვა დროს, დაუშვათ 10 წლის შემდეგ, როდესაც გადაცემას ბროდსკის 80-ე წლისთავს მიუძღვნით, უფრო მეტი დრო დაუთმოთ უშუალოდ მას:).

ავტორი: ანონიმი
31.07.2010 22:52
ავტორი: ნინა
21.07.2010 11:20
ავტორი: გია მარიამიძე საიდან გვწერთ: გორი
18.07.2010 01:32

სავალდებულო რიტუალია ყველგან ბატონი ილიას ქება...
_______________________________________

არ მიგაჩნიათ რომ "ბატონ ილიას" სხვა წოდება აქვს? თუ თქვენთვის არა, (თქვით სომეხი ვარო და სავსებით შესაძლებელია არ ბრძანდებთ მართლმადიდებელი) მაშინ სხვას მაინც ეცით პატივი. მე არა ვარ კათოლიკე, მაგრამ ჩემი ბენედიქტა მეთქი არ ვიტყვი რომის პაპზე, როცა ვიცი კათოლიკეები ჩემ ნაწერს კითხულობენ.

ნათელმხილველი ხართ ნინა? მართლაც სომეხი ვარ როგორ გამოიცანით? ''იზვინიწე ია ტამ ტაკ ხახატალსა...''

შეგიძლიათ ბატონ რატსინგერს რაც მოგეხერხებათ ის უწოდოთ.. ბატონი ილიაც ბატონია და ქალბატონად ვერ მოვიხსენიებ უწმინდესი დაუნეტარესი კი არავინ მეგულება ამ პლანეტაზე

ავტორი: dato საიდან გვწერთ: Tbilisi
24.07.2010 15:06
jbakur

სრულებით გეთანხმებით. ტურაშვილის "პოზიცია" არც მწვადის დაწვაა და არც - შამფურის. ამიტომ არ მიყვარს. მომიტევეთ ასეთი ფამილარული კომენტარი.

ავტორი: jbakur საიდან გვწერთ: australia
23.07.2010 21:37
მთლიანად ვეთანხმები დათოს პოზიციას ცნობიერების შეცვლის შესახებ.რუსები არავითარ შუაშია დღესდღეობით, თუ გინდა რომ დასავლეთთან ინტეგრაიას მიაღწიო და მართლაც დამოუკიდებელი გახდე.
ოღონდ ბატონო გოგი ერთი მისი ნათქვამი არ მომხვდა ყურში კარგად,როდესაც მან ილია მეორის დამოკიდებულების(ლაშას ნაწარმოებზე როცა იყო ლაპარაკი) შეფარული გალამაზება სცადა და რომელ მცდელობაზეც თქვენ მიუთითეთ ხოლო,მან კი წაიყრუა და თქვენც რა თქმა უნდა აღარ ჩაეძიეთ ზრდილობის და ეთიკურობის გამო.
ეს პატარა ნიუანსი ბევრს შეიძლება გამოეპარა და გთხოვთ როცა დათოს ნახავთ გადასცეთ,რომ მისი ეს საქციელი ძალიან ჰგავდა იმ მწერლის მოქმედებას, რომელიც შევარდნაძეს აპიარებდა მწერალთა კავშირში, რომელიც თქვენს მიერ მოწოდებულ დოკუმენტურ მასალაში იყო დაფიქსირებული.
ლაშასი და დათოსი, შემოქმედება იქნება თუ ყოფა, დღესდღეობით უფრო კონფორმისტულ ხასიათს ატარებს ვიდრე ეს ადრე იყო.
ერთის მხრივ დათოს უნდა რომ ქართველმა ცნობიერება შეიცვალოს და მეორეს მხრივ ვერ ხედავს, ან არ უნდა რომ დაინახოს ის რომ ამის ყველაზე დიდი შემაფერხებელი ეკლესიაა და მისი მეთაური ილია მეორე.საინტერესოა რატომ სდუმს ორივე ამ პრობლემის ირგვლივ და რატომ არაფერს არ ამბობენ ამის შესახებ არსად.

ავტორი: iranda საიდან გვწერთ: tbilisi
23.07.2010 15:31
რა მოგაცვევინათ სტუდიაში ეს დემაგოგები და ცინიკოსები?

ავტორი: erekle საიდან გვწერთ: New York
22.07.2010 17:18
ბატონო გოგი,
მაინტერესებს რატომ შეაჩერეთ თქვენი არჩევანი დავით ტურაშვილზე? მისი მოსმენა არის შეუძლებელი. ნერვიული ლაპარაკობს სულ. საკმარისია ხუთი წუთი უსმინო რომ დაიღლები. საინტერესო იქნებოდა ისეთი ადამიანების მოსმენა, რომელთაც თავის თავზე გამოსცადეს საბჭოთა ცენზურის ტლანქი ხელი. მაგალითად ოთარ იოსელიანი, ოთარ ჭილაძე, ელდარ შენგელაია, რეზო ჭეიშვილი.. ბევრი სხვა კიდევ

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
21.07.2010 20:01
ბატონო გოგი, იქნებ ერთი გადაცემა მომზადდეს თემაზე: "არ წამიკითხავს, მაგრამ ძალიან მომწონს"?
სტუმრებად გთავაზობთ მინისტრებს, მოადგილეებს, დეპუტატებს. არ გაინტერესებთ რამდენ მათგანს აქვს წაკითხული პრეზიდენტის წიგნი? მე ვისაც ვესაუბრე, ყველას მოსწონს მაგრამ 75% ვერც ერთ ციტატას ვერ ასახელებს.

ავტორი: ნინა
21.07.2010 11:20
ავტორი: გია მარიამიძე საიდან გვწერთ: გორი
18.07.2010 01:32

სავალდებულო რიტუალია ყველგან ბატონი ილიას ქება...
_______________________________________

არ მიგაჩნიათ რომ "ბატონ ილიას" სხვა წოდება აქვს? თუ თქვენთვის არა, (თქვით სომეხი ვარო და სავსებით შესაძლებელია არ ბრძანდებთ მართლმადიდებელი) მაშინ სხვას მაინც ეცით პატივი. მე არა ვარ კათოლიკე, მაგრამ ჩემი ბენედიქტა მეთქი არ ვიტყვი რომის პაპზე, როცა ვიცი კათოლიკეები ჩემ ნაწერს კითხულობენ.

ავტორი: manana საიდან გვწერთ: New Yourk
20.07.2010 07:13
უაღრესად საინტერესო და საჭირო გადაცემა იყო. დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე და გოგა გვახარია - ეს ის ხალხია, რომლუბითაც ყველა ქვეყანა იამაყებდა. მეტი მოგვიმზადეთ ასეთი გადაცემები, ბატონო გოგა. გვჭირდება, ძალიან გვჭირდება.
პატივისცემით, მ.

ავტორი: ilia საიდან გვწერთ: Washington DC
19.07.2010 20:22
გოგი,
ძალიან სუსტი სტუმარი გყავდა. ტურაშვილმა ლაპარაკი არ იცის. დაუკვირდით, წინადადებას სრულყოფილად, გამართულად ვერ ამბობს, ხტება აქეთ-იქით და შესაბამისად გიჭირს მისი ლაპარაკიდან დასკვნის გამოტანა. ასევე არ იცის მოსმენა.. აღარაფერს ვამბობ მის მწერლობაზე, რომელიც ვერანაირ კტიტიკას ვერ უძლებს..

ავტორი: ლუკა საიდან გვწერთ: თბილისი
19.07.2010 19:28
კარგი გადაცემა გამოვიდა, როგორც ყოველთვი. დიდი მადლობა, ნასიამოვნები დავრჩი!

ავტორი: შალვა ნათელაშვილი საიდან გვწერთ: დუშეთი
18.07.2010 19:30
ავტორი: გია მარიამიძე საიდან გვწერთ: გორი
---------
კაია რომ შენიშნე. სსრკ-ში პასტენაკის დევნაზე საუბრობდა და უცებ მიალანძღა საქართველოში ძალიან უმცირესობაში მყოფი ლიბერალები. ამ საწყალ ლიბერალებს ვისაც არ ეზარება ცემს, აგინებს და ლანძღავს. ტურაშვილმაც ერთი ქვა ისროლა ამ სამამულიშვილო საქმისთვის.

ბუღაძესაც მე მგონი ცოტა ჰომოფობია აწუხებს.

ავტორი: გია მარიამიძე საიდან გვწერთ: გორი
18.07.2010 01:32
'' ილია მეორე უფრო პროგრესულია ვიდრე ბევრი ფსევდო ფსევდო ფსევდო ''' აპიაწ დვადცაწ პიაწ ბლინ

სავალდებულო რიტუალია ყველგან ბატონი ილიას ქება...

ავტორი: ბუტკო საიდან გვწერთ: სოფლიდან
18.07.2010 00:35
ეს გადაცემა როდის არის ჩაწერილი? თბილად გაცვიათ:))

ავტორი: მიშა
17.07.2010 23:07
ჩემი აზრით ასე გვიან გადაცემა თან პარასკევს საღამოს აბსოლიტურად მიზანშეუწონელია.

ამაზე "კარგი" დრო ვერ შეარჩიეს?:)

ვაყენებ მოთხოვნას გადაცემა გადაიტანონ სხვა დღეს, დაახლოებით ასე საღამოს 9 ან 10 საათისათვის. საუკეთესო დღე კი, ალბათ უფრო შაბათი საღამო უნდა იყოს?

კარგი იქნებოდა თუ ვინმე ფეისბუკში ამასთან დაკავშირებით ჯგუფს შექმნიდა. მომხრეები საკმაოდ გამოჩნდებიან.

თუ "წითელი ზონის" დაწყების ამჟამინდელი დრო თავად ავტორის რაიმე სპეციფიკური/პიროვნული მოთახოვნა არ არის, მიმაჩნია, რომ ასეთი გადაცემა, რომელიც დღევანდელობას ძალიან საინტერსო რაკურსებით ეხება, უბრალოდ დიდი შეცდომაა 11 საათზე და უფრო გვიან იწყებოდეს და თანაც პარასკევს.

მოქალაქეები, რომლებიც ტელევიზიის შესანახად საკუთარი ჯიბიდან ფულს იხდიან შეუძლიად მკაცრად მოითხოვონ და დაავალდბულონ საზოგადოებრივი მაუწეყებელი, აუცილებლად გაუწიოს მსგავს ინციატივებს ანგარიში.

ავტორი: ani საიდან გვწერთ: kutaisi
17.07.2010 22:46
სათაურმა გამყრელიძის დასკვნა გამახსენა:D

ავტორი: დიმიტრი საიდან გვწერთ: Boerum Hill
17.07.2010 19:35
პატივცემულო მოდერატორო გადაცემის ანონსში კონკრეტული გადაცემის ანონსს ვგულისხმობ. იმ მეორეს რეკლამას ვეძახი : )

ჰოდა, მიდექით, მოდექით, შეაწუხეთ უფროსობა და გააშვებინეთ ანონსები.
In Response

ავტორი: მოდერატორი
17.07.2010 21:10
ააა, გასაგებია, რასაც გულისხმობთ! ისღა დაგვრჩენია, მივდგეთ, მოვდგეთ და უფროსობა შევაწუხოთ... იქნებ, გამოგვივიდეს რამე.
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
17.07.2010 21:49
უნდა მივდგეთ, თორემ მერე იტყვიან, არავინ უყურებსო

ავტორი: თამრიკო საიდან გვწერთ: ბრუსელი
17.07.2010 12:04
გოგი, დათო, ლაშა, დიდი მადლობა! საზოგადოება ხომ მხოლოდ მაშინ იწყებს განვითარებას, როცა ადამიანი განსხვავებული აზრის, საერთოდ თავისგან განსხვავებულის გაფრთხილებას იწყებს. ჩვენ ჯერ ამ გზაზე არ დავმდგარვართ, მაგრამ თქვენ თქვენი ენერგიით, ენთუზიაზმით, ემოციით, გონიერებით, ფიქრით.. ამ პროცესის დაწყებას ეხმარებით და ამისთვის დიდი მადლობა. ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი რესურსი და ძალა, რა ქვეყანა ვიქნებით ღმერთო ჩემო )))))))))))

ავტორი: Gvantsa საიდან გვწერთ: Tbilisi
17.07.2010 11:32
მეორე ვიდეო გაფუჭებულია, მგონი.
ბოლო რამდენიმე წუთს არ აჩვენებს, დროზე ადრე წყდება :(
In Response

ავტორი: მოდერატორი
17.07.2010 12:45
გვანცა,
შევამოწმე და თითქოს ყველაფერი რიგზეა. მეორე ნაწილის ხანგრძლივობა 26:30-ია და ვიდეოც ზუსტად ამ დროს წყდება.

ავტორი: ნენე საიდან გვწერთ: აშშ
17.07.2010 06:28
აი, მე კი არ მომწონს ტურიკას საუბრის მანერა და რატომ ახლავე აგიხსნით:
1. ზედმეტად ეგზალტირებულია;
2. ერთი და იგივეს ცხრაჯერ იმეორებს;
3. ზედმეტად მარტივად საუბრობს, არ ვიცი - განზრახ? (მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ხაზგასმულად "ინტელექტუალური" ტონალობა, მაგალითად ისეთი, როგორიც ბატონ გიგა ზედანიას აქვს);
4. მყარი და დამაჯერებელი არგუმენტაციით არ გამოირჩევა, არც - საქებარი ინდივიდუალობით...
სამაგიეროდ, მომხიბლავია თავისი პირდაპირობითა და გულწრფელობით (ალბათ - ტემპერამენტითაც :)

ავტორი: დიმიტრი საიდან გვწერთ: Boerum Hill
17.07.2010 02:28
კარგი მოსაუბრეა დათო ტურაშვილი. არქივიდან ამორჩეული კადრებიც მომეწონა, სიუჟეტებიც. მოკლედ, გაქეთ და გაქეთ. მეტი რა ვქნა : )
როდესმე კიდევ მოიწვიეთ დათო.

ერთი შენიშვნა: პირველ არხზე არასდროს მინახავს "წითელი ზონის" ანონსი. ჰოდა მარტო ფეისბუქით ვერ გავფრინდებით.
In Response

ავტორი: მოდერატორი
17.07.2010 02:34
პირველ არხზე ხშირად გადის "წითელი ზონის" ანონსები, უმეტესწილად დღის და ადრეული საღამოს საათებში.
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
17.07.2010 10:05
და არასდროს გადის კონკრეტული გადაცემის ანონსი - ხალხმა არ იცის რაზეა გადაცემა და ვინაა სტუმარი:(