პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 08:47

რუბრიკები / ინტერაქტიული დიალოგი

ლიანა ჯერვალიძე: "ლონდონის ბირჟაზე მაგისტრალური გაზსადენის 10-15%-ის გაყიდვა პრობლემად არ მიმაჩნია"

x

მულტიმედია

აუდიო
  • ლიანა ჯერვალიძე: "ლონდონის ბირჟაზე მაგისტრალური გაზსადენის 10-15%-ის გაყიდვა პრობლემად არ მიმაჩნია"

პოდკასტი
გამოიწერეთGoogle reader
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია ქალბატონი ლიანა ჯერვალიძე, ექსპერტი ენერგეტიკისა და რეგიონის საკითხებში.

სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით გამოგზავნის ნომერზე 15 – 10, ან მოგვწერს რადიოს ვებგრვედზე: www.tavisupleba.org;

„რადიო თავისუფლების“ ბლოგზე და სოციალურ ქსელებში ყოველი კვირის ბოლოს გამოქვეყნდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იქნება მომავალი კვირის სტუმარი.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Liana Jervalidze საიდან გვწერთ: Tbilisi
02.08.2010 18:39
კიდევ ერთი კლომენტარი ირმას შეკითხვაზე,
საქართველოში 2007 წლის შემდეგ დადგენილი ფასებია ელექტროენერგიაზე, ესე იგი სამი წელია ეს ფასები მოქმედებს.

ავტორი: Liana Jervalidze საიდან გვწერთ: Tbilisi
02.08.2010 18:36
ხელისუფლება ძალიან ენერგიულ პოლიტიკას ატარებს ენეგეტიკული უსაფრთხეობის და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით. მინდა გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ რეგიონის ზოგიერთ ქვეყნებზე წინ ვართ ენერგეტიკაში მიმდინარე რეფომის თვალსაზრისით.
ელექტროენერგიაზე ფასები დგინდება კომპნიების მიერ რეაბილიტაციასა და მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების და დადგენილი ზღვრული მოგების გათვალისწინებით. უბრალოდ წარმოიდგინეთ რამდენი უჯდება ვთქვათ ენერგო -პროს ამდენი წყალდიდობების, ზვავების და ქარიშხლების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. ამ ყველაფერს ხომ ახალი მასალები, ტექნიკა და ადამიანური რესურსი სჭირდება. ეს უბრალო მაგალითად მოვიყვანე.
ფასებს ადგენს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია კერძო კომპანიების მიერ წარდგენილი ფინანსური დოკუმენტების გაანალიზების საფუძველზე

ავტორი: Liana Jervalidze საიდან გვწერთ: Tbilisi
02.08.2010 18:25
მივმართავ ანონიმურ ავტორს პოლონეთ-რუსეთის საკითხთან დაკავშირებით. მე კონსპირაციის თეორიების არ მჯერა. ჩემი აზრით რუსებს ყველაზე ნაკლებად აწყობდათ ეს ტრაგედია, ვინაიდან მრავალწლიანი დაძაბული ურთიერთობების შემდეგ როგორც იქნა დონალდ ტუსკის ხელისუფლებასთან საერთო ენა გამოძებნეს. დაძაბულობა მეზობელ ქვეყანასთან დიდი რესურსების მობილიზაციას მოითხოვს, ამიტომ ფინანსური კრიზის პირობებში დამატებითი თავის ტიკივილი რუსებს არ სჭირდებათ. რაც შეეხება ფიქალის საბადოებს, ეს ტექნოლოგიები იმდენად დახვეწილი არ არის ჯერ თქვენ რომ წარმოგიდგენიათ. ფიქალი გაზის მოპოვება გარდა დიდი ფინანსური დანახარჯებისა დიდ გარემოს დაცვით საკითხებთან არის დაკავშირბული, ამას გარდა მოითხოვს ვრცელ დაუსახლებელ ტერიტორიებს და დიდ რაოდენობით წყლის რესურს. ამოტომ ჯერჯერობით ევროპაში, რომელიც ინტენსიურად არის დასახლებული და სადაც მკაცრი გარემოსდაცლითი სტანდარტებია ამ გაზის მოპოვებას დიდი პერსპექტივა არ აქვს თუ ახალი ტექონოლოგიური გარღვევა არ მოხდა უახლოეს მომავალში.

ავტორი: Liana Jervalidze
02.08.2010 18:15
მივმართავ გაოცებულ ავტორს,
ჩემი კომენტარი ხელისუფლების სიამოვნებას არ ემსახურება. ეს ჩემი პირადი ექსპერტული მოსაზრებაა და თუ ეს მოსაზრება ან ემთხვევა ხელისუფლების მოსაზრებას ან გაზიარებულია მის მიერ ამაში ცუდი არაფერია. ჩვენს გარშემო სამყარო იცვლება, იცვლება რეგიონი, შეიცვალა რეგიონის ენერგეტიკული გეოპოლიტიკა. ამიტომ ის რაც საზიანო იყო ამ 10-15 წლის წინ, შეცვლილი ვითარების გამო სრულიად მისაღები შეიძლება იყოს დღეს.
გეკითხებით გაოცებულო ავტორო, მისაღებად მიგაჩნიათ, რომ იმ 180 მილიონი კუბური მეტრი გაზიდან, რომელიც საქართველოს რჩება ამ მილით სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზებიდან მიღებული თანხები ამ მილის მომსახურებაზე დაიხარჯოს? მილს ხომ მომსახურება სჭირდება, ის გადის რთულ ლანდშაფტზე, ზვავებისა და მოცურებადი ნიადაგების ზონაში. იქნებ დაინტრესდეთ რამდენი ჯდება ამ ორი მილის სათანადო მდგმომარებაში შენარჩუნება და მომსახურება. მოგეხსენებათ საქართველო ამ მილებიდან გარდა სომხეთის ტრანზიტის 10% არაფერს იღებს. მაშ მართებულად მიგაჩნიათ, რომ ტრანზიტის საფასურად დატოვებული გაზის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები მეზობელი ქვეყნის მასაზრდოვებელ მილებს ემსახურებოდეს და იგი ან სხვა მისი პარტნიორი ამაში არაფერს ხარჯევდეს? 35 მილონი აშშ დოლარი დაჯდა წლების განმავლობაში დეგრადირებული მილების აღდგენა, როგორ ფიქრობთ მარტო საქართველო უნდა ხარჯევდეს მილების მომსახურებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი მეზობელი შეუფერხებლად მარაგდებოს?
რასაკვირველია ხელისუფლებამ უნდა დაიტოვოს საკონტროლო პაკეტი და შესაძლოა მეტიც, მაგრამ სრულიად ბუნებრივია მიმწოდებელმა, მომხმარებელმა ან სხვა მხარემ გაინაწილოს მათი შენახვა მომსახურების ხარჯები.

ავტორი: Liana Jervalidze საიდან გვწერთ: Tbilisi
02.08.2010 17:52
მოგმართავთ ვანიკას,
გმადლობთ ამ შეკითხვისათვის. როგორც ჩანს თვალს ადევნებთ მიმდინარე პროცესებს. თხევადი ბუნებრივი აირი ძვირი სიამოვნებაა, თუმცა მისი ღირებულება ევროკავშირის ბაზრისთვის სრულიად ასატანია. რუმინეთი კი ევროკავშირის წევრია. აზერბაიჯანი/საქართველო/რუმინეთის თხევადი გაზის პროექტი ჯერ მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზეა მაგრამ მისი განხორციელება შედეგიანი იქნება პროექტში მონაწილე სამივე მხარისათვის. აზერბაიჯანი თავის გაზს მინიმალური სატრანზიტო რისკებით (რუსეთი/უკრაინა, რუსეთი-ბელორუსიის სატრანზიტო დავები, ჯერ კიდევ არ არის ტრანზიტის საკითხები საბოლოოდ მოგვარებული აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის) შეიტანს პირდაპირ ევროკავშირის ბაზარზე; საქართველო აძლიერებს თავის სატრანზიტო ფუნქციას; რუმინეთი ევროკავშირში ალტერნატიული გაზის შეტანის ცენტრი ხდება; ევროკავრი ალტერნატიულ გაზს მიიღებს ალტერნატიული გზით- შავი ზღვის გავლით. ამიტომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებლად მიმაჩნია.

ავტორი: Liana Jervalidze საიდან გვწერთ: Tbilisi
02.08.2010 17:42
მოგმართავთ ანონიმურ ავტორს,
საქართველოში შემომავალი გაზის ხარისხი განსაზღვრულია კონტრაქტით და მისი შესაბამისობა მოწმდება საზღვარზე გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ლაბორატორიის მიერ. სასურველია იყოს გაზის კალორიულობის დამდგენი დამოუკიდებელი ლაბორატორია. ან არსებული სისტემის გაკონტროლება შესაძლებელი იყოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ჯგუფების მიერ. ასეთ შემთხვევაში ამდენი მოთქმა-მოთქმა ზამთარში გაზის ხარისხთან დაკავშირებით აღარ იქნებოდა.

ავტორი: ანონიმი
21.07.2010 00:40
ქალბატონო ლიანა ქატომ აღარ გვათბობს ზამთარში გაზი? ანუ გამოის ჰაერი და ის აირი რაშიც ფულს ვიხდით ძალიან დაბალი კონცენტრაციისაა?

ავტორი: vanika საიდან გვწერთ: Sofeli Chxari
20.07.2010 16:54
ქალბატონო ლიანა,

რამდენად სიცოცხლისუნარიად მიგაჩნიათ პროექტი, რომლითაც მოხდება აზერბაიჯანული გაზის გათხევადება და საქართველოზე გავლით მისი რუმინეთის შავი ზღვის პირა პორტ - კონსტანცაში ტრანსპორტირება, თუ იმას გავითვალისზინებთ რომ ეს ძალიან ძვირი სიამოვნება?

ავტორი: gaocebuli
20.07.2010 07:36
ინტერვიუს მოსმენის შემდეგ, ანუ "აქიდან გამომდინარე" ასე მგონია, რომ აჯობებდა სტუმრად ბარემ უმრავლესობიდან მოგეწვიათ ვინმე - რადიოს ხელმძღვანელობასაც უფრო ასიამოვნებდით და ხელისუფლებასაც; ფორმატის შეცვლის ამბავიც უფრო გასაგები იქნებოდა.

ავტორი: ანონიმი
19.07.2010 23:54
ქალბატონო ლიანა, პოლონეთის ფიქლის საბადოს რესურსის ამერიკისთვის გადაცემის სურვილს კაჩინსკის მთავრობის მიერ ხომ არ მოყვა რუსებიდან იმის მოწყობა რაც სმოლენსკში მოხდა?

ავტორი: ირმა
19.07.2010 23:49
1)ლიანა,ფიქრობთ რომ ხელისუფლება დღეს კომპეტენტურად იქცევა ენერგომატარებლებთან დაკავშირებით?

2),რა ზრდის ელექტროენერგიის ფასს საქართველოში?

ყველაზე პოპულარული