Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში მორიგი ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი
20 ივლისს ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე დააყენა საკითხი, რომელიც რუსული ვერტმფრენის მიერ ივნისში ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთის ფაქტს უკავშირდება. დააყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, ”აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა ეს ფაქტი დაადასტურა და ცალსახად გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია.” ”გარდა ამისა, განვიხილეთ გალში მომხდარი დაკავების ფაქტი, რასაც ერთ-ერთი დაკავებულის, ანჯაფარიძის დაკავება მოჰყვა. აფხაზების მიერ მოყვანილი არგუმენტი, რომ ციხეში ის გულის შეტევით გარდაიცვალა, აშკარად არადამაჯერებელი იყო.”

ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ შეასრულებს აფხაზური მხარე დაპირებას, რომელიც ქართულმა მხარემ 15 ივნისს ოკუპირებულ გალში გამართული ბოლო ხუთმხრივი შეხვედრისას მიიღო. სოხუმის დელეგაციამ დადო პირობა, რომ გამოიძიებდა სოფელ დიხაზურგაში სახლების გადაწვის ფაქტებს და გადაუხდიდა კომპენსაციას ყველა დაზარალებულ ოჯახს. იმავე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ თხოვნით მიმართა გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს, რომლებიც გალში მუშაობენ, რომ თვალყური მიადევნონ ამ პროცესს, რათა კომპენსაცია დაზარალებულებმა დროულად მიიღონ.
XS
SM
MD
LG