პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 09:02

მულტიმედია / TV

ინვალიდი თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი?

ტექსტის ზომა - +


ზაფხული – მოგზაურობის, გადაადგილების, ახლის შეცნობის პერიოდია. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც გადაადგილების საშუალება არა აქვთ. ჩვენში მათ უკვე არა ინვალიდებს, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს უწოდებენ...



თუმცა, სრულიად ბუნებრივად იბადება კითხვა – რამდენად შეზღუდულია ამ ხალხის შესაძლებლობები და რას აკეთებს საზოგადოება, რათა ინვალიდების შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვლინდეს. ამ თემაზე საუბრობენ „წითელი ზონის“ სტუმრები იურისტი ვახუშტი მენაბდე და ფსიქოლოგი ანა არგანაშვილი.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ნენე საიდან გვწერთ: აშშ
22.08.2010 07:20
ძალიან კარგია, რომ ამ თემაზე გაკეთდა გადაცემა. მე პირადად, ტერმინი "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი" დისკრიმინაციულად მიმაჩნია და კარგია, თუკი ამას გადახედავენ. ვუერთდები თხოვნას, რომ ერთი გადაცემა მაინც ფსიქიატრიულ პაციენტებს მიუძღვნათ. მგონია, რომ ისინი საზოგადოებისაგან ყველაზე მეტად არიან იზოლირებულნი და შესაბამისად, ყველაზე მეტ ყურადღებას საჭიროებენ. აღმაშფოთებელია ბ-ნი გულაშვილის სიტყვები "საგიჟეთში" ნამყოფის შესახებ. საერთოდ, ეს სიტყვაც ძალიან დისკრიმინაციულია და სამწუხაროდ, საზოგადოებაში უფრო მეტად გავრცელებული, ვიდრე "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი." :(
მახსოვს საკუთარი რეაქცია, როცა პირველად შტატებში მაღაზიაში ეტლით "მოსრიალე" handicapped დავინახე - რამდენიმე წამით "მივაშტერდი"... მერე შემრცხვა, რადგან არავინ ასე არ იქცეოდა... აქ ყველგან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პარკინგზე , კიბეებზე და ა.შ. მათი გადაადგილება გათვალისწინებულია, და მეტიც, ეტლით მოსიარულეები პრივილეგიებით სარგებლობენ. ისინი ინტეგრირებულნი არიან ამ საზოგადოებაში. ვისურვებდი, რომ ჩემსავით, თუნდაც რამდენიმე წამით, მათ არასოდეს არავინ "მიაშტერდეს."

ავტორი: მიშა
02.08.2010 18:25
კითხვაზე არავინ მიპასუხებს? თუ
გაბუტულები ხართ:)?
In Response

ავტორი: მოდერატორი
02.08.2010 19:01
ბოდიში, პასუხი დამიგვიანდა. "წითელმა ზონამ" 2009-2010 წლების სეზონი დაამთავრა. გადაცემების განახლება იგეგმება შემოდგომიდან.

ავტორი: მიშა
02.08.2010 01:48
ამ კვირის/პარასკევის ახალი გადაცემა არ დევს საიტზე. მაინტერესებს გავა თუ არა კიდევ? თუ ზაფხულზე დასვენებაა?

ავტორი: გია მარიამიძე საიდან გვწერთ: გორი
29.07.2010 13:59
კოერექტული სიტყვის ძებნა--შეზღუდული შესაძლებლობები თუ ინვალიდი ეს ბავშვისთვის არის მნიშვნელოვანი ალბათ, თვითდამკვიდრების ასაკში,, რომ არ იგრძნოს თავი სხვაზე მცირედ, თუმცა რა სიტყვაც არ უნდა მოიფიქრო შინაარსი მაინც ერთი ექნება:ადამიანს არ აქვს ფიზიკური შესაძლებლობა. ჩემთვის სულ ერთია რას დამიძახებენ.. პრობლემა რეალური კი ის არის რ ომ ხელისუფლებას ძლიერ კიდია 200 ათასი ინვალიდი ამ ქვეყნის მცხოვრები იმიტომ რომ ეს ხალხი სამიტინგო ხორცად არ გამოდგება და ვერ შეავსებს ქუჩებს და ვერც ოპოზიცია გამოიყენებს ინვალიდს, მიტინგზე ვერ დადიან ეგ ხალხი. პრობლემაა ეს შავბნელი ეკლესია რომელიც ცოდვის მემკვიდრეობით-მშობლიდან შვილზე გადასვლას ქადაგებს და ინვალიდად დაბადებულ ბავშვს ამ ''ცოდვილის'' დაღს ასვამს თუმცა ცოდვა არ ჩაუდენია..პრობლემაა ეს ქართული კულტურა რომელიც უპირატესობაზე და სხვის დაჩაგვრაზეა დამყარებული და ამ კულტურაში სუსტი იჩაგრება და ეს ნორმად ითვლება, პრობლემაა რაღაც ინვალიდთა ლიგა რომელიც რაღაც მილიონებს ატრიალებს როცა პირველი ჯგუფის ინვალიდს 75-80 ლარი აქვს პენსია..

მაინც მადლობა ამ გადაცემისთვის თუმცა ბევრ წახნაგს ამ საკითხის არ შეეხო..

ავტორი: mari საიდან გვწერთ: Tbilisi
27.07.2010 23:39
ვუერთდები ხათუნას თხოვნას რომ ერთ-ერთი გადაცემა მიეძღვნათ "მენტალურად დაავადებულ, ფსიქიატრიულის პაციენტებს და ნარკომანიით და ალკოჰოლიზმით დაზარალებული ადამიანის უფლებებს".

ავტორი: შალვა ნათელაშვილი საიდან გვწერთ: დუშეთი
27.07.2010 19:03
გადაცემის სტუმარმა ისაუბრა რომ მთავრობა გეგმავს რაღაცა ცვლილებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასახმარებლად. ჯობდა ესაუბრა კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება. მაგალითად იგეგმება თუ არა ყველა კორპუსის შესასვლელის ისე შეცვლა რომ ეტლიანმა ადამიანმაც მოახერხოს შესვლა? ძალიან ზოგადი საუბარი იყო, არაფერი კონკრეტული, რაღაცა თეორიები არსებობს, ასეთი ისეთი, ყველანი განსაკუთრებული საჭიროების მქონეები ვართ, ბლა ბლა ბლა.

ავტორი: nadira საიდან გვწერთ: საქართველოდან
27.07.2010 01:55
ნეტა გოგიმ თუ განიცადა დისკრიმინაცია ”ინვალიდებს” , რომ ვერ უმასპინძლა? საერთოდაც საინტერესოა ვინმეს ინვალიდობის არმქონე პირს განუცდია ამ ნიშნით დისკრიმინაცია?

ავტორი: მიშა
26.07.2010 07:00
კარგია რომ ეს პრობლემატიკაც გააშუქეთ.
საინტერესო იყო მოსაზრებების მოსმენა თუ რა სახელით უნდა მოიხსენიებოდეს ეს ადამანები. მე მივიჩნევ რომ ადამიანების ერთი სიტყვით, ან ერთი ცნებით გაერთიანება არ არის სწორი, მაგრამ ამას ალბათ ვერ გავექცევით.

ადამიანს ათასნაირი პრობლემა შეიძლება ქონდეს, თუმცა ეს არ ჩაითავლოს პრობლემად, არამედ როგორც მოცემულობა ისე იქნას გაგებული. ზოგი ადამიანი ბავშვობიდან, დაბადებიდან მოკლებულია გარკვეულ უნარებს ეს კი მისთვის სრულიად ჩვეულებრივია.
მეორეს მხრივ არის შემთხვევები-ადამიანი უკვე გვიან, გაცნობიერებულ ასაკში კარგავს ამა თუ იმ უნარს ამასთან შეგუება რთულია.
ცხოვრების ასეთი მრავალფეროვნება ადამიანებს გვავალდებულებს მეტად ფრთხილი და დაკვირვებული ვიყოთ გარშემო მყოფთა მიმართ.

ერთი პერიოდი სკოლაში მუსიკის გაკვეთილებზე დამცინოდნენ ვერ მღერი ხარ, ყვავი ხარო(არადა ყვავისთვის ეკითხათ ერთი აბა ვინ ვერ მღეროდა). მაშინ უკვე ღრმად დარწმუნებული ვიყავი, რომ უნარშეზღუდული ვარ.

http://www.youtube.com/watch?v=Gc4HGQHgeFE


ავტორი: lavrenti
25.07.2010 18:07
კიდევ ერთი რამ,რაც არ მომწონს ამ ქვეყანაში არის ბავშვების შვილად აყვანის პროცედურა.რატომღაც საქართველოში შვილი უფრო სჭირდებათ ვიდრე უყვართ და თუ ასე არ არის. რატომ არ შვილობენ ზოგადუუნარო ბავშვებს?რათქმაუნდა იმიტომ,რომ ზოგადუუნარო ადამიანს გაუჭირდება სხვას მოუაროს.

ერთი სიტყვით,იმის თქმა მინდა,რომ ჩვენში ყველა ფასეულობა და არაფასეულობა არასწორადაა გაგებული და ბევრ რამეს ვურევთ ერთმანეთში.

ავტორი: lavrenti
25.07.2010 17:57
ზოგადუუნარო პირები მგონი ზუსტი ფომულირებაა მათ დასახასიათებლად ვისაც საზოგადოებაში ინვალიდებად, ხეიბრებად,თუნდაც უნარ შეზღუდულ პირებად და ა.შ. მოიხსენიებენ,რადგან რაღაცრაღაცები ყველას გვაქვს შეზღუდული,მაგრამ მაინც ადამიანების უმრავლესობა ერთნაირად დადის,ერთნაირად ხედავს,ესმის,ლაპარაკობს და ა.შ
მოდით ვუწოდოთ ასეთ ადამიანებს ზოგადი უნარების მქონენი,ხოლო მათ ვინც განსხვავებულად აღიქვამს სამყაროს ვუწოდოთ ზოგადუუნარო ადამიანები მხოლოდდამოხლოდ.ჩვენი ადამიანური ვალდებულებაა,თუ რაიმე დასჭირდათ დავეხმაროთ ზგადუუნარო ადამიანებს,რადგანაც როგორც უმრავლესობის წარმომადგენლები ეს სამყაროც(დედამიწას ვგულისხმობ)ჩვენზეა მორგებული და გათვლილი(რაც არასწორია),ამიტომაც მოვალენი ვართ მათ ვისი უნარებიც არ გავითვალისწინეთ დავეხმაროთ,ჩვენსმიერ მოწყობილ სამყაროში გზის გასაკვლევად.

ავტორი: khatuna საიდან გვწერთ: new-york
25.07.2010 17:52
გოგი, ძალიან დიდი მადლობა ამ თემის წამოწევისთვის. საქართველოში არათუ ამ ადამინების უფლებები არის დაცული არამედ ელემენტარული პირობები არ არსებობს, მაგ გადაადგილების და ტრანსპორტის საშუალება. ამერიკაში რომ ჩამოვედი მეც მეგონა რომ საქართველოში ასეთი ადამიანები არიან ძალიან ცოტა რადგან ისინი არ ჩანან, აქ კი ისინი ჩართული არიან საზოგადოებაში. ასევე მინდა გთხოვოთ რომ ერთი გადაცემა მიუძღვნათ მენტალურად დაავადებულ, ფსიქიატრიულ პაციენტების და ნარკომანიით და ალკოჰოლიზმით დაზარალებულ ადამიანის უფლებებს რომელთა ინტეგრაცია საზოგადოებაში აუცილებელია.

ავტორი: lavrenti
25.07.2010 17:39
აბსოლიტურად მართალი ხართ ბატონო გოგი.ადამიანის პიროვნება ამით ფასდება,თუ რამდენად შეუძლია მას სხვის ადგილზე თავის წარმოდგენა.

მაგრამ არ გეთანხმებით ბავშვებისთვის სასტიკის ტიტულის მინიჭების საკითხში.რადგან: ბავშვები გაუცნობიერებლად აკეთებენ იმას,რაც თქვენ ახსენეთ,ანუ დაცინვას მათგან განსხვავებული ადამიანისადმი,ანუ არ ძალუძთ სხვის ადგილზე თავის წარმოდგენა,ანუ ჯერ არ არიან ჩამოყალიბებულები პიროვნებებად.ბავშვებში ვგულისხმობ ცამეტ- თოთხმეტ წლამდე მოზარდებს და ისინი ისეთებად ყალიბდებიან,როგორ პირობებსაც ზრდასრული ადამიანები შეუქმნიან.

ყველაზე პოპულარული