Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: პაატა ზაქარეიშვილი


პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი
პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი
23 ივლისს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

გუშინ საღამოს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში გამოაცხადა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი, როდესაც მან 2008 წლის 17 თებერვალს სერბეთისგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს პრეზიდენტმა ჰისაში ოვადამ გამოაცხადა.

გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე კოსოვოს ხელისუფლებამ და შეერთებულმა შტატებმა მოუწოდეს ქვეყნებს აღიარონ კოსოვოს დამოუკიდებლობა. კოსოვოს დამოუკიდებლობა დღემდე 70-მდე ქვეყანას, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის მრავალ წევრს აქვთ აღიარებული. რამდენად შეიძლება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტად იქცეს საქართველოში, სწორედ ეს გახლდათ საუბრის ძირითადი თემა.

სტუმრის თქმით, ქართულ მედიაში არასწორად ხდება ინფორმაციის ინტერპრეტირება იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის სასამართლომ დაამტკიცა კოსოვოს დამოუკიდებლობა, აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა:

”ერთადერთი რაც ჰააგის სასამართლომ გააკეთა, მან უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად არღვევს კოსოვოს თვითაღიარება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. პასუხი კი ასეთია: კოსოვოს თვითაღიარება არ არღვევს საერთაშორისო სამართალს, იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართლაში არ არის აკრძალვა ამა თუ იმ ტერიტორიის თვითაღიარებისა. თუმცა საერთაშორისო სამართალში ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებლად არის მიჩნეული. მაგრამ გუშინ ჰააგის სასამართლოში უპრეცედენტო რამ მოხდა, ვინაიდან საერთაშორისო სამართალს არ აუკრძალავს ამა თუ იმ ტერიტორიის მიერ თვითაღიარება, ამით უკვე დაფიქსირდა, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა მისი ნების საწინააღდეგოდ დაირღვა. ასეთი სახელმწიფო კი სერბეთი აღმოჩნდა”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. მისივე თქმით, კოსოვოს პრეცედენტი პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან.
XS
SM
MD
LG