შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 04:28

რუბრიკები / ინტერაქტიული დიალოგი

გიორგი მშვენიერაძე: „პრემიერ-მინისტრი მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული“

x

მულტიმედია

აუდიო
  • გიორგი მშვენიერაძე: „პრემიერმინისტრი მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული“

პოდკასტი
გამოიწერეთGoogle reader
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია იურისტი, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ პროფესორი გიორგი მშვენიერაძე. ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გამოგზავნის ნომერზე 15 – 10, ან მოგვწერს რადიოს ვებგრვედზე: www.tavisupleba.org;
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გიორგი მშვენიერაძე საიდან გვწერთ: თბილისი
05.08.2010 23:29
პირველ რიგში მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს.

პასუხი ანონიმის შეკითხვას:
მართლაც, როდესაც თქვენი შეკითხვის იას ვარიანტი წავიკითხე, ვერ მივხვდი რას მეკითხებოდით, ახლა ნათელია.
ალბათ შეკითხვა ახალი სახელმწიფო მდივნის მიმართ იგივე იქნებოდა. ანუ რა განსხვავებას ხედავს ამერიკა წინა პრეზიდენტისა და ახალი პრეზიდენტის საქართველოს შორის. დაახლოებით ეს კითხვა დავსვი მაშინაც თუ არ ვცდები. :-)

მეორე შეკითხვის პასუხი, რომელიც პასუხგაუცემელი დამრჩა ეთერში:

საზოგადოების ნიჰილისტური დამოკიდებულება არჩევნების შედეგებისადმი ბუნებრივია არასასიამოვნო ფაქტორია, თუმცა მე ამ შეკითხვას მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში ვუპასუხებ. მიუხედავად იმისა გააჩნია თუ არა საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა პარლამენტს ან პრეზიდენტს, ისინი მაინც წარმომადგენლობითი დემოკრატიის განმახორციელებლები არიან სახელმწიფოში. ისინი ჩვენს ნაცვლად და ჩვენი სახელით ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლებას. ცალკე საკითხია საზოგადოების ყველა ფენას ან ჯგუფს მოსწონს თუ არა მათი განსაზღვრული და გატარებული (განხორციელებული) საშინაო და საგარეო პოლიტიკა.
საქართველოს პარლამენტს აქვს უფლება კონსტიტუციით დადგენილი წესით განიხილოს კანონპროექტი კონსტიტუციაში ჩვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით ცვლილებების მიღებისათვის არ არის აუცილებლად მიჩნეული 2 მოწვევის პარლამენტის მიერ მისი დამტკიცება, საკითხის ორ სესიაზზე გატანა და ა.შ.
ასეთი ჩანაწერები გვხვდება სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოების კონსტიტუციებში (და ის მიუთითებს კონსტიტუციის სიხისტეზე, სიმყარეზე). შესაბამისად თუ რაიმე სხვა პოლიტიკური კონსესუსი არ იქნა მიღწეული, პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა აბსოლუტურად ლეგიტიმური იქნება (რა თქმა უნდა თუ მათი შეტანა არსებული რედაქციით კონსტიტუციური ნორმების მოთხოვნის დაცვით მოხდება).
რაც შეეხება მე–3 შეკითხვის პასუხს, როგორც მოქმედ კონსტიტუციაში, ასევე ცვლილებების შემდეგაც მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტა საქართველოში გარკვეული გარემოებებისა და პრობლემების მოწესრიგების შემდეგ მოხდება. მაგალითად საქართველოს პარლამენტის ორპალატიან პარლამენტად ჩამოყალიბება. შესაბამისად, ის კონსტიტუციური ნორმები, რომლებიც დათქმებს აკეთებენ და გარკვეულ ხდომილებებს უკავშირებენ ცვლულებების განხორციელებას, ძალაში რჩება.

პატივისცემით,

გიორგი მშვენიერაძე

ავტორი: ანონიმი
03.08.2010 00:53
ავტორი: ია ანთაძე
03.08.2010 00:16
"თუ უფრო საინტერესოდ მოგეჩვენებათ"
ანუ, რას ნიშნავს,
..თუ უფრო საინტერესოდ თქვენი ვარიანტი მოეწონება, მას უპასუხოს?

ავტორი: ია ანთაძე
03.08.2010 00:16
დავძებნე ანონიმის შეკითხვის სრული ვერსია. გიორგი, თუ გნებავთ, ამ სახით უპასუხეთ შეკითხვას, თუ უფრო საინტერესოდ მოგეჩვენებათ და ნიუანსებს ჩასწვდებით. ჩემთვის სულერთია:

by: ანონიმი from: e-mail:
"ინტერაქტიული დიალოგის’’მომავალი სტუმარი გიორგი მშვენიერაძე ნამდვილად საკუთარი საქმის პროფესიონალია.ვფიქრობ საინტერესო იქნება მასთან ინტერვიუ.მეც"...ერთი შეკითხვა მექნებოდა:

რა შეკითხვას დაუსვამდა იგი დღეს ბ-ნ კოლინ პაუელს,
უფრო სწორად კი ამჟამინდელ სახელმწიფო მდივანს ქ-ნ ჰილარი კლინტონს, ამის საშუალება რომ ჰქონოდა??

ავტორი: ანონიმი
02.08.2010 23:44
"1. რა შეკითხვას დაუსვამდით აშშ სახელმწიფო მდივანს, ქ-ნ ჰილარი კლინტონს, ამის საშუალება რომ გქონოდათ?"
ეს შეკითხვა გაყალბებულია ქ-ნ ია ანთაძის მიერ
(შეკვეცილია უფრო სწორად),
..დაინტერესებულ პირს შეუძლია გადახედოს ბლოგის კომენტარებს, სადღაც ბოლო ორი დღის ფარგლებში.

ამდენად, კითხვა მოხსნილად ჩათვალეთ, ან უპასუხეთ სრულ ვარიანტს.
(პრინციპში არც გვქონდა რაიმე ისეთი დაინტერესება, პასუხის მიღების კუთხით,...შეკითხვა ნახევრად რიტორიკული, ნახევრად "სახალისო როლიკი"-ს სფეროდან გახლდათ,..თანაც გვინდოდა რომ ინტერვიუერს ცოდნოდა, ქვეყანას არ დავიწყებია თავისი გმირები (შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ არც ძალიან ალბათ)
In Response

ავტორი: ია ანთაძე
03.08.2010 00:10
მე თავიდანვე დავიტოვე უფლება, რომ სტუმრისთვის დასასმელ შეკითხვებს შევარჩევდი და რედაქტირებას მოვახდენდი. ისე, მართლა არ მახსოვს, რა ეწერა ასეთი განსხვავებული მაგ შეკითხვაში.

ავტორი: ია ანთაძე
02.08.2010 23:22
ვაქვეყნებ ინტერაქტივისთვის შერჩეულ, უპასუხოდ დარჩენილ სამ შეკითხვას:


1. რა შეკითხვას დაუსვამდით აშშ სახელმწიფო მდივანს, ქ-ნ ჰილარი კლინტონს, ამის საშუალება რომ გქონოდათ?

2. კონსტიტუციას ცვლის პარლამენტი, რომელიც გაყალბებული არჩევნებითაა მოსული და კომპეტენტური წევრების ნაკლებობას განიცდის. მას ხელს მოაწერს პრეზიდენტი, რომლიც ასევე საეჭვო სიტუაციაშია არჩეული. საზოგადოების ნაწილი სრულ უნდობლობას უცხადებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, პარლამენტს და პრეზიდენტს. როგორ აისახება ეს უნდობლობა კონსტიტუციის ლეგიტიმურობაზე?


3. რეფორმის შემდეგ კონსტიტუციაში იქნება თუ არა რომელიმე თავი ან მუხლი, რომელიც მხოლოდ დეოკუპაციის შემდგომ პერიოდში ამუშავდება?