პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 07:46

საზოგადოება / საქართველო

სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო ხმაური გრძელდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო ხმაური გრძელდება. თუ წინა კვირას განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია ორი წლის წინ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან დაკარგული წიგნების ბედით დაინტერესდა და შემოწმება დაიწყო, ამ კვირაში მაკონტროლებელი ორგანო უკვე უმაღლესი სასწავლებლის სხვა ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციასაც სწავლობს - მათ შორის, ტენდერებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას. უცხოეთში მივლინებიდან დაბრუნებული უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა კი თბილისში მისი არყოფნის დროს გახმაურებულ ყველა ბრალდებას პასუხობს.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან გამქრალი წიგნების შესახებ რადიო თავისუფლებამ წინა კვირაში მოგითხროთ. მე-19 საუკუნის წიგნების დაკარგვა ბიბლიოთეკის მაშინდელი დირექტორის მოადგილემ თამარ ნემსიწვერიძემ ჯერ კიდევ ორი წლის წინ შენიშნა და უნივერსიტეტმაც პროკურატურას მიმართა. ეს ამბავი ხელახლა მას შემდეგ ამოტივტივდა, რაც პოლიციამ საქმეში ბრალდებული ორი ადამიანი დააკავა, განათლების სამინისტროს გენინსპექცია კი უნივერსიტეტში შესამოწმებლად შევიდა. იმ დროს, როდესაც მედია რექტორის, გიორგი ხუბუას, უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე, არაკანონიერად ჩატარებულ ტენდერებსა და მის მაღალ ხელფასზე ალაპარაკდა, თავად რექტორი თბილისში არ იმყოფებოდა. მან დაგროვილ კითხვებს 9 აგვისტოს ერთად უპასუხა - ჯერ მედიის, შემდეგ კი აკადემიური საბჭოს წინაშე.

”მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ უნივერსიტეტი ის დაწესებულება არ არის, რომლის რექტორიც წიგნებს იპარავს, ხოლო ადმინისტრაცია ქურდებს მფარველობს და ფინანსურ მაქინაციებშია გახვეული. შემოვიდეს ნებისმიერი მაკონტროლებელი და რაც სურთ, ის შეამოწმონ”, - განაცხადა გიორგი ხუბუამ და საზოგადოებას ის დოკუმენტაციაც წარუდგინა, რომლითაც უნივერსიტეტი პროკურატურას ბიბლიოთეკიდან დაკარგული წიგნების გამო რეაგირებისათვის მიმართავს და რომელზეც რადიო თავისუფლებამ უკვე მოგითხროთ. გიორგი ხუბუამ განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია, უნივერსიტეტისა და მისი ხელმძღვანელობის პრესტიჟს ჩრდილს აყენებს, ზიანს აყენებს ასევე უნივერსიტეტის განვითარებისთვის წამოწყებულ საქმეებს. კერძოდ, ფონდ "ქართუს" დაგეგმილი აქვს ერთ მილიონ დოლარად ღირებული წიგნების ყიდვა უნივერსიტეტისათვის, ასეთი ბრალდებები კი უნივერსიტეტისთვის სიკეთის მომტანი არ არის.
ხუბუამ ასევე უპასუხა მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს უნივერსიტეტის ტენდერში გაამარჯვებინა კომპანია „ჯი აი თის“, რომელმაც რექტორს სოფელ ნავზარაანთკარში მშენებარე სახლისათვის სამშენებლო მასალები აჩუქა: ”ეს სრული აბსურდია. არანაირი კონტრაქტი არ მაქვს არც ერთ სატენდერო კონკურსში მონაწილე კომპანიასთან.“

საინტერესოა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ხელფასების საკითხიც. თავად ხუბუას ხელფასი დღეს 7300 ლარია - როგორც იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორის და როგორც არჩეული რექტორისა.
უნივერსიტეტის პროფესორების ხელფასების საკითხს რაც შეეხება, ზოგიერთ პროფესორს სახელფასო სისტემის მიმართ თავისი შენიშვნები აქვს. ასეთია, მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კახი ყურაშვილი, რომელთანაც უნივერსიტეტს ე.წ. ბ კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ანუ ის სხვაგანაც მუშაობს და მისი ხელფასი გაცილებით დაბალია. ის ამ სისტემის ხარვეზზე ლაპარაკობს, თუმცა მიანიშნებს, რომ ეს უნივერსიტეტში დღეს განვითარებულ პროცესებთან არანაირ კავშირში არ არის: ” ა და ბ კონტრაქტის მქონე პროფესორების ხელფასებს შორის სხვაობა ხუთჯერ განსხვავებულია, მაშინ როდესაც ბ კონტრაქტის მქონე პროფესორის დატვირთვა, ლექციის მომზადების თვალსაზრისით, არაფრით ჩამოუვარდება სრული პროფესორის დატვირთვას, რომ ასეთი კონტრაქტული ხელფასი იყოს. თუმცა ეს ჩემი მოსაზრება არანაირ კავშირში არ არის იმ მოვლენებთან, რაც უნივერსიტეტში განვითარდა. უბრალოდ, როდესაც მეკითხებიან, რა არ მომწონს უნივერსიტეტში, აქამდეც ღიად ვამბობდი, რომ ამ ნაწილში შენიშვნები მქონდა.”

კახი ყურაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება, სანამ მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნა მზად არ არის, არაეთიკურია უნივერსიტეტის რექტორის მიმართ ან ბრალდებების წაყენება, ან, პირიქით, იმის თქმა, რომ ეს ცილისწამებაა.

უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ ლორთქიფანიძე მათ შორისაა, ვინც ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის მასშტაბის დაწესებულებაში შესაძლოა რაიმე დარღვევა მართლაც აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ყველაფერი საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა გახდეს.

საეჭვო დინებებზე ლაპარაკობს აკადემიური საბჭოს წევრი აკაკი ყულიჯანიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მიმდინარეობს უნივერსიტეტის ღირსების შემლახავი კამპანია და აკადემიური საბჭოს სახელით პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს.

თავის მხრივ, გია ხუბუამ ყველა დაინტერესებულ ორგანოს მოუწოდა, გამოიკვლიონ უნივერსიტეტის საქმიანობა. მან არც ის გამორიცხა, რომ პრესაში გასული ინფორმაციის სინამდვილის დასადასტურებლად და უნივერსიტეტის პრესტიჟის დასაცავად შესაბამის ორგანოებს მიმართოს. რაც შეეხება იმ ორგანოს დასკვნას, რომელიც ახლა უნივერსიტეტს ამოწმებს, ის ორ კვირაში იქნება მზად.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ბიჭიკო და ჭიჭიკო საიდან გვწერთ: ვანიდან
14.08.2010 13:52
აღსრულდა გიგი თევზაძისტების ოცნება: ხუბუა გადააყუდეს. აღარ გვყავს ე.წ. "არჩეული რექტორი" (100%ით ვეთანხმები გიორგის ვირჯინიიდან).

ილიაუნი ხანია იქცა პოზიტივისტების, პატრინოტების, მეცნიერებაზე თავდადებული ფსევდონეიტრალების და ა-ლა-გიგი-თევზაძე-ვაიფილოსოფოსების "სამჭედლოდ". ახლა თსუ უნდათ გადააქციონ ტვინების გასალაშინების საამქროდ. ხუბუა ნამეტანი უნიათო იყო. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ვინმე რევოლუციური არ აწყენდათ. თამარა ჩერგოლეიშვილზე რას იტყვით, ბატონებო და ქალბატონებო? ძაან მდგრადი კადრია. ნებისმიერ ასპექტში. სახელმძღვანელოები აღარც იქნება საჭირო. "ტაბულა" და მისი ჯანი.

ავტორი: mixeili საიდან გვწერთ: saqartvelo
12.08.2010 01:05
martlac dzalian kargi iqneba tuki tsu-s tvitmmartvelobis mier daxarjul tanxebsac gadaxedaven shesabamisi organoebi.
In Response

ავტორი: მოდერატორი
12.08.2010 01:31
ასევე ძალიან კარგი იქნება, თუ ქართულ ფონტს იხმართ...

ავტორი: kaci საიდან გვწერთ: Tbilisi
11.08.2010 22:08
კი მაგრამ ვინც ყულიჯანაშვილზე წერს, იცნობს მაინც?
მაგ კაცის - ყულიჯანაშვლის მეოთხედი ადამიანობა მაინც ჰქონდეს. ან რას წერს. წერა მაინც იცოდეს. ეტყობა პირადი პრობლემა აქვს და მაგ პატიოსან კაცს საჯაროდ უნდა რომ ჩრდილი მიაყენოს.
ყულიჯანაშვილი რომ დიდი ადამიანია და არც რექტორობას უმიზნებს ეს ყველამ იცის, ვინც მას იცნობ. არ არის ეგ პიროვნება მასეთი ამბიციური როგორც იურისტების ექს-დეკანი, და რაც ინტრიგანობა ახასიათებს.
ნეტა ყულიჯანაშვილისთანა ბევრი დადიოდეს ამ ქვეყანაზე.

ავტორი: qartveli საიდან გვწერთ: tbilisidan
11.08.2010 20:01
როგორც ჩანს წინასწარ განზრახული და დაგეგმილი კომპანია განხორციელდა იმ დროს როდესაც ხუბუა საქართველოში არ იმყოფებოდა.
ამერკიდან ჩამოსვლა პირველივე რეპორტაჟის გასვლისთანავე და პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, ალბათ დამეთანხმებით.
ამას უნდა მიქცეს ყურადღება, რატომ მაინც და მაინც მაშინ გავიდა ეს ორი წლის წინ გაჟღერებული წიგნების ქურდობის რეპორტაჟი, როცა ადამიანი საქართველოში არ იმყოფებოდა? ან რტენდერები რომელიც თითქმის ერთი წლის წინ ჩატარდა , ეხლა გაახსენდათ. ანდა იმ ვითიმდა "ყალბ თსუ პროფესორს"– ნატო ხარაძეს, რომელიც სინამდვილეში ილიას უნივერსიტეტის პროფესორია?
პასუხის გაცემა შეუძლია კი ამ ამბების წამომწყებ დათო კერესელიძეს, ან იმას ვისაც რექტორობა სურს და ასეთი ამბები დაატრიალა.
ნუ განიკითხავ სხვას, თუ არ გინდა იყო განკითხული.

ავტორი: არავინ საიდან გვწერთ: თბილისი
11.08.2010 17:50
ფინანსური თსუ-ს თვითმმართველობაშიც შეიხედავდეს არ იქნებოდა ურიგო..

ავტორი: ალექსანდრე
11.08.2010 17:03
http://civiseli.wordpress.com/2010/08/05/ილიაუნი-თ-ს-უ-ს-წინააღმდეგ/

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: ვირჯინიიდან
11.08.2010 17:01
ხუბუას ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ მას "არჩეულ რექტორს" უწდებენ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ხუბუა რექტორად დანიშნეს. შემდეგ მან აკადემიური საბჭოს წევრები დაითხოვა, თავისი ხალხით დააკომპლექტა ახალი საბჭო და თავი აარჩევინა.

ავტორი: nino საიდან გვწერთ: espaneTi.
11.08.2010 16:01
ძალიან საინტერესოა ვინმე "ტატა გერმანიიდან" როგორ ხედავს მოვლენებს? რამხელა პრეტენზიები აქვს ფაქტების ცოდნაზე და მათს ანალიზზე. ეს ფაქტები, ალბათ თავად ხუბუასგან იცის. რეალობა კი ის გახლავთ, ჩემო ძვირფასო გერმანიაში მყოფო ქართველო, რომ გია ხუბუა ერთი რიგითი მექრთამეა, ასეულობით ადამიანმა იცის ხუბუას მექრთამეობის შესახებ, ყველამ ვისაც სოხუმის უნივერსიტეტში რეფორმამდელი მისაღები გამოცდები ჩაუბარებია იურიდიულ ფაკულტეტზე.. 1993 წლიდან 2003 წლამდე. ჰკითხეთ ხუბუას რამდენჯერ იყო მისაღები გამოცდების თავმჯომარე. ჰკითხეთ , იქნებ ჰგონია, რომ ეს დრო ამოიშანთა ხალხის მეხსიერებიდან. არა, ბატონო ხუბუა, ჩვენ გვახსოვს თქვენი მექრთამეობა და ამისთვის აუცილებლად მოგთხოვთ პასუხს! თქვენ გგონიათ რომ შეგრჩათ, არაფერიც არ შეგრჩენიათ!!!
ადამიანი, რომელიც ერთხელ ფულით დაავადება, ძნელია მისი განკურნება. ხუბუა არც ერთ შანსს არ გაუშვებს ხელიდან იშოვოს დიდი ფული ნებისმიერი გზით. კანონებს კი იმ გზას მოარგებს, რომელსაც თვითონ ადგას. "შემოქმედებითად" წაიკითხავს კანონს. . ეთნიკური მეგრელია, კრეატივი ეყოფა ამისთვის. ის უკიდურესი სიღარიბიდან მოდის და გაუცნობიერებელი შიში იმისა, რომ ისევ უკან სიღარიბეში მოუწევს დაბრუნება...ძალიან დიდია. ეჭვგარეშეა , რომ ხუბუას რეფორმების არსი არ ესმის. კოტე ყულიჯანაშვილის სრულ პროფესორად არჩევა არის მისი რეფორმა. სირცხვილია იმ უნივერსიტეტში ფილოსოფიას ნიკო ჭავჭავაძე და თაზო ბუაჩიძე ასწავლიდნენ... რექტორად კი, თავად ქალბატონი ლორთქიფანიძეც ბევრად უფრო ღირსეული შემთხვევა იყო მრავალი მიზეზი გამო. უპირველესად კი, იმის გამო, რომ ლორთქიფანიძე მენტალურად, საკუთარი და მისი ოჯახის მორალიდან და ღირსებიდან გამომდინარე არ იკადრებდა სამარცხვინო საქციელს- მისაღებ გამოცდებზე ქრთამის აღებას.
უნივერსიტეტის მომავალს კი ისეთი პირი უჩანს, შეიძლება მართლა ყულიჯანაშვილი დანიშნონ თბილისის უნივერსიტეტის რექტორად. მხოლოდ მაშინ დავეთანხმებოდი თქვენს წინადადებას, რომ ყულიჯანაშვილთან შედარებით ხუბუა პროგრესული შემთხვევაა. ვაი საწყალი საქართველო... " ვაი, ჩვენი ქართლის ბედი..."

ავტორი: Arizona Junior საიდან გვწერთ: Arizona
11.08.2010 13:38
სანამ ჩვენ ქვეყანაში ესეთ ბრალდებებზე (თითქოს უნივერსიტეტის რექტორმა ტენდერში გაამარჯვებინა კომპანია „ჯი აი თის“, რომელმაც რექტორს სოფელ ნავზარაანთკარში მშენებარე სახლისათვის სამშენებლო მასალები აჩუქა) ან ერთი, მბრალდებელი, ან მეორე მხარე , ბრალდებული არ დაისჯება, მანამდე იქნება თბილისი და მთელი საქართველო ცილისწამების და ჭორების ბუდე.
პიროვნება რომელიც ხმარობს ტერმინებს "საეჭვო დინებები" არ უნდა იყოს საერთოდ აკადემიური საბჯოს წევრი. ესეთი ტერმინის ხმარებისას ბატონ აკაკი ყულიჯანაშვილს თან ეშინია კოკრეტული ბტალდებისა, კონკრეტული მიმართულებით, უბრალოდ იმიტომ რომ არანაერი ინფორმაცია არ გააჩნია და ამავდროულად სურს რომ ვიღაცის საქმიანობას ჩირქი მოსცხოს.
რაც შეეხება რექტორის ხელფასს, 7300 ლარი ეს არი ვფიქრობ შესაბამისი ხელფასი ასეთი თანამდებებობისათის. თუ ის ჯობია რექტორს 300 ლარი რომ ქონდეს ხელფასი და დანარჩენ 7000 ლარს გამოცდების ჩაწყობით რომ გამოიმუშავებდეს?
"ა" და "ბ" კონტრაქტების დეტალები მართალი გითხრათ ვერ გავიგე. ვიქრობ იმიტომ რომ მეორე მხარის აზრის და არგუმენტების მოსმენის საშუალება არ მომეცა. ხუთმაგი განსხვავება ხელფასსში რათქმაუნდა ძალიან დიდია და საერთოდ 700 ლარი არ არის ის ხელფასი რომელსაც პროფესორი სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობისთვის უნდა იღებდეს. ესეთი დონე უნივერსიტეტს უბრალოდ სახელს უტეხავს.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
11.08.2010 05:47
რაღაც რომ ხდება ფაქტია,მაგრამ რისთვის ჯერ გაურკვეველია...
ეს წიგნების მოპარვა და რექტორის ხელფასის ზრდის ამბავი არასერიოზული ბრალდებებია.თუ მართლა მაგის მეტი არაფერია აქვთ,ეგ საქმე მართლა ბინძური კამპანიის ნაწილია.
ხელფასს ხომ თვითნებურად ,განათლების სამინისტროს გარეშე ვერ მოიმატებდა ხუბუა ? წიგნების გამტანთა მფარველობა სისულელეა.
მე მაგ აგორებულ საქმეს ძალიან საეჭვო თვალით ვუყურებ,მითუმეტეს ,როცა იურისტების ,ყველაზე კორუმპირებული პაკულტეტის ,წარმომადგენლები აქტიურობენ.
ერთ რამეს ვერ ვხვდები კიდევ ,თუ მთავრობას მისი გადაყენება უნდა რა საჭიროა ამხელა თეატრალური წარმოდგენა, რექტორის სახელის შელახვა? ბოლობოლო ,მიუხედავად ავტონომიისა, ის სახელმწიფო უნივერსტეტია.
ისე ნამდვილად გული დამწყდება, რაც მაგ კაცმა გააკეთა, არ დაუფასო, უბრალოდ უმადურობაა. უნივერსტეტში რეფორმების ჩატარების საშულება რომ არის, მისი სიმტკიცის გამოა. მაშინ ადგილზე კარგად მოსვა "ელიტ" ლექტორები თუ წითელი ინტელიგენცია, კანონიერად, ძალიან კორექტულად, სასმართლოს მეშვეობით. შესაძლოა "დაჩაგრულებმა" თავები ისევ წამოყვეს და ახალ ინტრიგებს უწყობენ (ო უნივერსტეტში ეგ საქმე ყოველთვის პროფესიულ დონეზე ჰქონდათ აყვანილი.))) )
ხუბუა არის ასევე ის რექტორი, რომლის დროსაც უნივერსტეტი ვერ ჩაითრიეს (როგორც ეს სამარცხვინოდ 90-იან წლებში მოხდა) პოლიტიკურ ინტრიგებში მთავრობის დასამხობად.
შემოდგომა მოდის, მოვისმინე დასვენებულ (ნეტა რას აკეთებდნენეგ უსაქმურები ,რომ დაიღალნენ)) ) გარუჯული ოპოზიცია ისევ უაზრო (თუ აზრიანად საზიანო ) აქციიებისთვის ემზადება. მხარდაჭერა დასჭირდებათ ინტელიგენციისაგან, მაგრამ არა ისეთი სახელგატეხილისგან,როგორიც ბურჯანაძის ფან-კლუბში ჰყავთ.
შესაძლოა უნივერსტეტში ვინმე სუსტი პირი სჭირდებათ რექტორად ,რომ ეს განახორციელონ.... ვნახოთ, მოვლენების განვითარებას დაველოდები....

ყველაზე პოპულარული