პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 08:52

საზოგადოება / საქართველო

თბილისის ქუჩებს გარემოვაჭრეებისგან ათავისუფლებენ

გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
10 აგვისტოს გარევაჭრობის აკრძალვის თაობაზე თბილისის მერის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების აღსრულება ზუსტად ერთ დღეში დაიწყო. 11 აგვისტოს დილიდან გარემოვაჭრეების ნაწილი მერიის წინ აქციას მართავდა, ნაწილი საკრებულოს ტრიბუნიდან ითხოვდა დახმარებას, ნაწილმა კი საგანგებოდ მათთვის მოწყობილ ბაზრებში ადგილები მაინც დაიკავა და მყიდველს ახლა იქ ელოდება. ხალხი ამბობს, რომ ხელისუფლებამ სასურველი რაოდენობის საარჩევნო ხმები უკვე მიიღო და ახლა მათი ინტერესების დაცვაზე არავინ ფიქრობს. ქალაქის მერი კი ირწმუნება, რომ თუ სათანადო ზომები არ მიიღეს, თბილისი ერთ დიდ ბაზარს დაემსგავსება.

გარემოვაჭრეების აქცია მერიის წინ დილიდან დაიწყო. 11 აგვისტოდან, მერიის მითითებით, გარემოვაჭრეებისგან ქუჩების გათავისუფლებას შეუდგნენ. მაგალითად, მთლიანად დაცლილია მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორია. ამ ხალხის ნაწილი იქვე ახლოს საგანგებოდ მათთვის მოწყობილ ბაზარში გადაიყვანეს, ნაწილი აქციაში მონაწილეობს. მანანა ბახიამ ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა „დელისის“ მეტროსთან ცოტა ხნის წინ დაიწყო. ის ამბობს, რომ პენსიისთვის ახალგაზრდაა, სამსახურისთვის ამ ქვეყანაში -ბებერი. ამიტომაც ოჯახის რჩენის ერთადერთ გზად კარტოფილით ვაჭრობა დარჩა:

”პროფესიით მშენებელ-ინჟინერი ვარ. ცრემლებით დავიწყე ქუჩაში ვაჭრობა. როგორც იქნა, შევეჩვიე და მიხაროდა, რომ პურის ფული ვიშოვე.სამი შვილის დედა ვარ, ოთხჯერ ნაოპერაციევი შვილი მყავს, ამ ოპერაციის ფულს - ბანკის ვალს - დღემდე ვიხდი. არ ვიცი, რა გვეშველება. მოვიდნენ, მაგიდები დალეწეს, წაიღეს. მარტო იმ მაგიდის გაკეთებაში 50 ლარი მივეცი. ცოტა ადრე მაინც გავეფრთხილებინეთ, ნაყიდი პროდუქტი გაგვიფუჭდა და გადავყარეთ...”

მერია გარემოვაჭრეებს დაპირდა, რომ ახალ წლამდე გადასახადისგან გაათავისუფლებს. ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალი ბაზარი თითქმის ცარიელია. როგორც მისი დირექტორი გოჩა ხუციშვილი გვეუბნება, იქ დღეში გადასახადი 5-7 ლარი იქნება.

„დელისის“ მეტროს ტერიტორიიდან გადმოსულ მოვაჭრეებს ეს გადასახადი ეძვირებათ და ამბობენ, რომ 3 ლარზე მეტს ვერ გადაიხდიან:

”დღეს აქ 15 ლარი ვივაჭრეთ. „დელისთან“ უკეთესად ვვაჭრობდით. 15 ლარი მარტო პროდუქტის აქამდე მოტანა გვიჯდება.”

პარალელურად საკუთარი უფლებების დაცვას პუშკინის სკვერის გარემოვაჭრეები საკრებულოს ტრიბუნიდან ცდილობდნენ.
თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გაბუნიამ საგანგებოდ მოწყობილ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მერიამ გადაწყვეტილება საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე მიიღო:

ილო ჯაჭვაძე, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელში ვაჭრობდა, ამბობს:

”მე მგონი, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოში ცხოვრების უფლებაც მაქვს და მუშაობისაც. დღეს ეს ჩემი უფლება ირღვევა. მე, როგორც მამაკაცს, ოჯახის მარჩენალის ფუნქციას მიკარგავენ. მე ვერც ვიქურდებ და ვერც ვიყაჩაღებ. ეს არ შემიძლია.”

თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, თბილისის ბაზრებში 15 000 ადამიანი ვაჭრობს. გარემოვაჭრეობას 4 000 ადამიანამდე მისდევდა, ბაზრებში კი თავისუფალი ადგილების რაოდენობა 6 000-ია. მერი აცხადებს, რომ თუ გარემოვაჭრეების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ არ გადაწყდა, თბილისი ერთ დიდ ბაზარს დაემსგავსება:

”ჩვენ ძალიან მკაცრი მოთხოვნები წამოგვიყენეს ბაზრის შიგნით მოვაჭრეებმა: ან შემოვიდნენ გარემოვაჭრეები შიგნით, ან ჩვენც იძულებული ვიქნებით, გარეთ გამოვიდეთ, რადგან მყიდველი აქ აღარ შემოდისო. რაც არ უნდა მტკივნეულად მოგვეჩვენოს, ეს სწორი გზაა იმისათვის, რომ ამ ხალხს სამუშაო ადგილები შევუნარჩუნოთ და, მეორე მხრივ, იყოს სუფთა და ნორმალური გარემო.”

გარემოვაჭრეებს ვერ გაუგიათ, რატომ ხდება, რომ წინასაარჩევნოდ ყველაფერი დაშვებულია, არჩევნების შემდეგ კი ხელისუფლება უეცრად მკაცრი ხდება. იმედგაცრუების ფონზე, მათი დასკვნა ასეთია:

”მთავრობამ გამოგვიყენა, ყველაფერი გააკეთა, რომ საარჩევნო ხმები მიეღოთ და ახლა აღარავის არაფერში ვჭირდებით.”
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Nino საიდან გვწერთ: tbilisi
14.08.2010 17:16
საერთოდ კატეგორიულობა არაფერში ვარგა, არც ამ სიტუაციას ერგება. წინამორბედის პოსტი ცოტა არ იყოს სუბიექტურია. არ დაგვავიწყდეს რომ ყველანი ქართველები ვართ და ერთმანეთის აზრებს ვცეთ პატივი. კონკრეტულად ამ საკითხს რაც შეეხება, მინდა გავიხსენოთ, რომ ამ საკითხზე საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს და არაერთხელ იყვნენ გარემოვაჭრენი გაფრთხილებულნი და არაერთხელ გაახანგრძლივეს მათი საკითხის გადაჭრა. მესმის ინდივიდუალურად მტკვინეული საკითხია, მაგრამ არ შემიძლია არ დავეთანხმო მათ ვინც შეწუხებულია ამ ანტისანიტარიით და სირცხვილს გრძნობს როდესაც თბილისის ქუჩებში დამჭკნარი საკვების ნარჩენებს აწყდება. დროა ცოტა იმაზეც ვიზრუნო, რომ საქართველო ცივილიზებულ ქვეყანად იქცეს. მიმაჩნია რომ ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთად უნდა იპოვონ ოქროს შუალედი და ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს.

ავტორი: გოგია უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
12.08.2010 22:19
ეს tata გერმანიიდან გამუდმებით რომ ჭკუას გვარიგებს და გვმოძღვრავს -ჩამობრძანდეს და აქ იცხოვროს თუ მაგარია - მარტო ანტისანიტარია უნდა დასრულდეს ტატუნას შემოვევლე? თუ ხალხის აბუჩად აგდება და ქვეყნის ნგრევაც? სოფლის მეურნეობა რომ გაპარტახდა, ერთნახევარი მილიონი ქართველი რომ ლუკმაპურს საზღვარგარეთ ეძებს, ის არ უნდა შეწყდეს ჩემო ტატუნიკო? ბაზრობიდან ახალაყრილი ხალხის ნახევარიც წავა-იქედან გამოგზავნილი ფულებიდან სურსათის გაძვირებით და გადასახადების გაზრდით- დიდ პროცენტს ამოქაჩავს შენგან გამუდმებით მხარდაჭერილი მიშიკო და მიშისტები , ხომ ა?ტა-ტა-ტა-ტა.....

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
12.08.2010 00:55
ეგ იმის ბრალია, რომ ადრე რომ დაიწყეს მოვაჭრეების შენობებში შეყვანა, პოლიტიკური შანტაჟის გამო შეჩერდა.
მაშინ მთავრობა დათმობაზე წავიდა. ეს ანტისანიტარია, უწესრიგობა ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს?ან იმ ხალხს როგორ არ ეშინია მანდ რომ შეუმოწმებელ პროდუკტს ყიდულობს. არცერთ ქვეყანაში, თუნდაც ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, არ დაუშვებენ ეგეთ გარევაჭრობებს.
ისე, ეგენი ბაზრებში რომ შევლენ, მთავრობამ გადასახადს უნდა დაუკლოს.
ერთი საკითხი კი ძალიან მაინტერესებს. ბაზარში მოვაჭრე ხალხი ასე მდიდარია? ისინი ხომ იხდიდნენ ამ გადასახადს?

ყველაზე პოპულარული