პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 08:14

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: "ჩვენ კონფრონტაციაზე არ წავედით"

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე
x
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მისი პარტიის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. როგორც ბურჯანაძემ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 12 აგვისტოს ხელისუფლებამ საშუალება არ მისცა მასა და მის თანაპარტიელებს, კასპის რაიონის სოფელ ხურვალეთში შეხვედროდნენ დევნილთა ოჯახებს. ბურჯანაძის თქმით, სოფლის გზაზე მათ, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, დახვდა 50-მდე პირი, რომლებმაც ჩასულთა ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ინციდენტის დროს დაშავდა პარტიის მხარდამჭერი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ლუკა კურტანიძე, რომელსაც ბრბოდან ნასროლი ქვა თავის არეში მოხვდა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
18.08.2010 22:23
ბატონო საბა , ნუ გააჩნია აღელვებას რას დავარქმევთ))),კვერცხების და პომიდორების მობილიზებას რაღა უნდოდა,კარგით რა?არც მასეა საქმე.ძვირფასი პროდუქტები კი დაუხარჯიათ მაგ ქვეყნის გამყიდველზე...აი ეგ კი ნამდვილად ამაღელვებელია...)))

ანონიმს კი ნამდვილად ვერ შევედავები,აზრი არ აქვს.თქვენ მაინც დარჩებით ოპოზიციურ-რუსულ ვარიანტზე-რომ ომი ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო.რუსული სამხედროების რიცხვი ასე საგანგებოდ როგორ დაითვალეთ? თუ პუტინმა ან რომელიმე ბურჯანაძის მსგავსმა "ავტორიტეტულმა" პოლიტიკოსმა თქვა და ,აბა არ უნდა დაიჯეროთ?))) მე მაგათი არ მჯერა. ომის დროს იყო საზღვარგარეთის რეპორტაჟები,თუ რა დიდი რაოდენობის ტანკმა გადმოლახა საზღვარი და და არის სხვა მონაცემებიც. რუსული შენაერთების რიცხვი მას მერე კიდევ უფრო გაიზარდა,როცა ჩვენებმა საკმაოდ კარგი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს,ისეთი რასაც არ ელოდნენ დამპყრობლები.აი მას შემდეგ იყო, გაცოფებული პუტინი კავკასიას რომ ეწვია, მაგრამ თქვენ კოკოითის ცრემლების უფრო გჯერათ და კამათს რა აზრი აქვს?....)))

ავტორი: საბა წიწიკაშვილი საიდან გვწერთ: გორიდან
16.08.2010 19:39
თათა, ორი ვიდეოა. მე მგონი იმ ვიდეოს გულისხმოთ, სადაც სოფლის მამასახლისები სხედან თავიანთი აგიტატორებით და რომ იტყვიან პირდაპირ აღიარებენ დანაშაულს. იცი რას მივხვდი? ამ ვიდეოებმა პროსახელისუფლებო ხალხი ძალიან ააღელვა და იმედები გაუცრუა, მათ შორის თქვენ. რადგან გეგონათ, რომ თურმე ბურჯანაძეს მართლა ხალხმა ესროლა კვერცხები და პომიდორები...
საიდან იყო მობილიზებული ამდენი კვერცხი და პომიდორი? თუ ნახავდი მეორე ვიდეოს, ხალხი მშიერია და ეს ყველაფერი კარგად ჩანს.
რაც შეეხება ჩემს რეპორტაჟს, ეს ვიდეოები არ წარმოადგენს ჟურნალისტურ ნაშრომს. ეს არის დოკუმენტური, დაუმონტაჟებელი მასალა, თუ რას ფიქრობს ერთი მხარეც და მეორეც... განსხვავება კი მათ შორის ძალიან დიდია. აშკარად ჩანს ამ ხალხში ვინ აზროვნებს სამოქალაქო შეგნებით და ვინ ველური ტომების დამოკიდებულებით..

ავტორი: ანონიმი
16.08.2010 16:54
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
16.08.2010 03:02
ტატა, თუ ომის დამწყების ავტორობაში გეპარებათ ეჭვი, იქნებ ამიხსნათ, რატომ ერქვა აგვისტოს ომს თავიდან ოპერაცია კონსტიტუციური წყობილების აღდგენისათვის(ამას გენერალ ყურაშვილის გარდა, იმეორებდა ლომაია, იაკობაშვილი და ა.შ.) და რატომ აღმოჩნდა 3 დღეში რისეთთან დაპირისპირებად? იქნებ არც ატირებული კოკოითის სახე არ გინახავტ, რომელსაც ქართული ტელევიზიები ატრიალებდნენ----რუსეთმა მიგვატოვაო?! არ მითხრათ ოღონდ, როგორ მოასწრო რუსეთმა 150 000 ჯარისკაცის შემოყვანაო. არანაირი 150 000 კაცი იქ არ ყოფილა. მათი რიცხვი 5-6000 არ ასცილებია. ხანდახან ჩადენილი იდიოტყობის აღიარება არაა ცუდი..............................
ბურჯანაძე კი ვინცააა, ყველას კარგად მოეხსენება...............

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
16.08.2010 03:02
მოკლედ ამ რადიო თავისუფლებაზე ბურჯანაძის ფან -კლუბია გახსნილი.სხვადასხვა ავტორის მიერ მოწოდებული ამბებით თუ სურათებით ,რომ "დიდი პოლიტიკოსი" ლტოლვილებს ქვის სროლით გამოუსტუმრებიათ და ის ამ "უსამართლობით" შეწუხებულა და ა.შ
თურმე ყველაფერი მთავრობის ბრალი ყოფილა .))) მოსახლეობა ბრმა და ყრუა?ვერ დაინახა მისი პუტინის წინაშე მუხლებზე ფორთხვა , ვერც ის გაიგო ,როგორ ვერ ათქმევინეს,რომ რუსეთი ოკუპანტია?ან იქნებ ის გამორჩა ვინმეს მხედველობიდან ,რომ მან ომის დაწყება საქართველოს დააბრალა? ამ უსინდისოს რა აქვს სალაპარაკო ან რა პირით მიდის ამ ხალხთან?
პროტესტის სხვა ფორმაც არსებობს,ბოიკოტი და უფრო მშვიდობიანი ხერხები (პროტესტი კი აუცილებელი იყო). ქვის სროლა და ძალადობა ცუდია ,ნაძირალა და უთავმოყვარეო ბურჯანაძის გამო,რომლის რეიტინგი ნოლის ტოლია, არ ღირს სამართალდამცავებთან პრობლემების შექმნა და ციხეში ჩაჯდომა.
ბატონო საბა თქვენი რეპორტაჟი ვნახე, ძალიან საინტერესოა...))) რესპოდენტებს კითხვებს "პირში უდებთ" და პასუხებიც მზადაა...
დახურული კითხვები და ჟურნალისტური ობიექტურობა, საინტერესოა,საინტერესო...)))

ავტორი: საბა წიწიკაშვილი საიდან გვწერთ: გორი
14.08.2010 08:21
იხილეთ ორი ვიდეო ხურვალეთიდან.

1. ხალხი ვისთანაც ნინო ბურჯანაძე მიდიოდა, კერძოდ მათ შორის მარინა ბეჟაშვილი, ონკოლოგიური ავადმყოფი და მათი მოსაზრებები ინციდენტის შესახებ:
იხ: http://www.myvideo.ge/?video_id=1027758

2. ხურვალეთის მამასახლისები გია ოქროპირიძე და ლევან ოთინაშვილი მხარდამჭერ ქალბატონებთან ერთად ჰყვებიან, თუ რატომ არ შეუშვეს დასახლებაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.
იხ: http://www.myvideo.ge/?video_id=1027714

ყველაზე პოპულარული