შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 04:50

საზოგადოება / განათლება

ინგლისური - მეორე დედაენა?

ფილოლოგიის პროფესორი ლევან ღვინჯილია
x
ფილოლოგიის პროფესორი ლევან ღვინჯილია

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ინგლისური ენის ამერიკელ მასწავლებლებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოთხ წელიწადში ყველა ქართველი ბავშვი ინგლისურენოვანი გახდება, ანუ ქართულის შემდეგ ქვეყანაში მეორე ენა ინგლისური იქნება. ასეთ განცხადებებსა და ქართველი ბავშვების „ინგლისურენოვან თაობად“ ჩამოყალიბების პერსპექტივას უარყოფითად აფასებს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ღვინჯილია. საინფორმაციო სააგენტო "მედიანიუსთან" საუბარში ღვინჯილიამ განაცხადა, რომ ეს ხელისუფლების წინდაუხედავი ნაბიჯია. ფილოლოგის თქმით, „ინგლისურენოვანი თაობის ჩამოყალიბება, არც მეტი არც ნაკლები, ერის გადაშენება იქნება.“ ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით პროფესორ ღვინჯილიას და ვკითხეთ, კერძოდ რა იწვევს მის შეშფოთებას.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ალტერ ეგო
24.08.2010 22:18
ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: ოკეანის გაღმიდან
19.08.2010 04:58
.......................................................................................................................................
ა. წერეთელს ახარეს----ბატონო აკაკი, თქვენმა ნათლულმა 5 უცხო ენა ისწავლა-ო.
აბა, დავღუპულვართ! აქამდე მარტო ჩვენ ვიცოდით სულელი რომ იყო, ეხლა სულ ცოტა 5 ქვეყანა კიდევ გაიგებსო.
...........................................................................................................................
იქნებ სხვა ქვეყნების კანონმდებლობას გადახედოთ სახელმწიფო ენასთან მიმართებაში და მერე ინერვიულოთ ჩემს აკადემიურ დონეზე?!

ავტორი: ანონიმი
24.08.2010 22:05
ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: ოკეანის გაღმიდან
24.08.2010 14:11
სასწრაფოდ დაუკავშირდით საქართველოს განათლების სამინისტროს. ადგილი გარანტირებული გაქვთ, ჯერ კიდევ დარჩა აქ რაღაც-რაღაცეები გასანადგურებელი.............................

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: ოკეანის გაღმიდან
24.08.2010 14:11
"ვიღაცეებს აქ", როგორც ჩანს წაკითხულის გაგება უჭირს ელემენტარულ საკითხზე, ეხლა აკადემიური ტექსტის ქართულ ენაზე სწავლას ნამდვილად ვერ მოვთხოვ ასეთ "ეგოს".....never mind any other foreign language ...

ავტორი: დეკურიონი
22.08.2010 22:52
მიხო, ე ზანგის ბავშვი რათ მაიყვანე სახლშიო? იყვეს, დედაკაცო, ბალრებ ინგლისურ მაინც ასწავლისო.
მგონი, ასეთ სიტუაციას უფრო ემსაგვსება ეს ყბადაღებული პროგრამა. მანდატურები მოამზადეს 2 კვირაში ბავშვებთან სამუშაოდ, ყველაფერთან ერთად ამ ორი კვირის განმავლობაში მედიცინაც შეასწავლეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ვერ საუბრობს ლიტერატურული ენით (რაც, ჩემი სუბიექტური აზრით აუცილებელია სკოლაში მომუშავე პერსონალისათვის. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ბევრს არათუ სკოლასთან და ბავშვებთან, არამედ არანაირ სამსახურთან შეხება არ ჰქონია) და მასწავლებელთა კონტროლიც მათ ჩააბარეს. რომელ განათლების რეფორმაზე და წინსვლაზეა საუბარი?! როდესაც მწირხელფასიან მასწავლებელს თავზე ასვამენ გაუნათლებელ( ზოგიერთებთან ბოდიში) პოლიციის იასაულებს. ეს განათლების რეფორმაა თუ პოლიცია-პენიტენციალური სისტემისა?! ვინმეს წარმოდგენა აქვს საერთოდ რა კონტიგენტი ჩამოდის ბავშვებთან სამუშაოდ?


ავტორი: ანონიმი
22.08.2010 20:49
ერთი კითხვა მაქვს აქ მოკამათე საზოგადოებასთან----იქნებ ვინმემ იცის და ამიხსნას: როგორც ვნახე ჩამოსულ ე.წ. მასწავლებელთა 99.9% არ იცის ქართული ენა. რჩება ერთი ვარიანტი--მათ მიერ გადმოცემული ცოდნა, ბავშვებს უნდა უთარგმნოს ადგილობრივმა მასწავლებელმა. თუკი ასე ვენდობით ადგილობრივ კადრებს, ისმება კითხვა: რა საჭირო იყო ეს დესანტი? თუ არადა, მაშინ ჯერ ჩამოსულ : ყივჩაყებს: უნდა შევასწავლოთ გრამატიკული ქართული და მერე ჩავაბაროთ ბავშვები.
ძალიან გთხოვთ, ამიხსნას ვინმემ..................

ავტორი: alter ego
22.08.2010 14:19
სადავო არაა არავისთვის უცხო ენების შესწავლა, სასურველი კი არა, აუცილებელია. მაგრამ აქ დგება სხვა საკითხი---თუ იმავე ურა-ვაშათი აპირებენ ამის გაკეთებას, როგორითაც განათლების რეფორმა მიმდინარეობს, მაშინ ჩათვალეთ, რომ ცოტა ხანში მომავალ თაობებს უცხო ენები კი არა, ქართულიც არ ეცოდინებათ. რეფორმის შედეგები ამ წლის მისაღებ გამოცდებზე უკვე გახდა ნათელი---ცოდნის დაბალი დონე. აქ ზოგიერთები პირდაპირ ინგლისურზე მოითხოვენ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას, ის კი არ იციან, რომ ამ საგნების უგულვებელყოფა ხდება განათლების სისტემაში და ისედაც დაქცეულ სამეცნიერო დონეს განადგურებით ემუქრება. პირდაპირ ინგლისურ ენაზე საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება სწორედ იმის საფუძველი იქნება, რომ საქართველოში სრულიად იქნას განდგურებული ყველანაირი სამეცნიერო კვლევა_ძიება და მუშაობა. შედეგად კი დარჩება ვითომდა უცხო ენაზე მოსაუბრე მასა, რომლისთვისაც ადგილი წინასწარ გათვლილია იმ ობიექტების მსამსახურე პერსონალის რიგებში, რომელსაც დღევანდელი მმართველობის მიერ გამოცხადებული სინგაპურიზაციის გეგმა ითვალისწინებს........................................

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: ოკეანის გაღმიდან
19.08.2010 04:58
უკვე დამტკიცებულია, რომ 4 ენის ათვისება შეუძლია ამ ასაკის ბავშვს, აბსურდული დემაგოგია ბილინგუალის, რაღაც პრობლემებზე მოგვიანებით, თუ რაიმე ეგეთი შემიმჩნევია, მხოლოდ მათ შემთხვევებში, ვისაც რუსული სკოლა ქონდა დამთავრებული, ესეც ჩემი სუბიექტური აზრია და არავითარ შემთხვევაში არ ვანზოგადებ, ანუ პირველად ენად მშობლიური უნდა რჩებოდეს, ყველა დანარჩენი ენა მშობლიურის ბაზაზე უნდა ისწავლებოდეს, მაგალითისათვის შეცდომაა რუსულ-ინგლისური ლექსიკონის გამოყენება ქართველისათვის ინგლისურის შესწავლის შემთხვევაში, მაინც არაფერი გამოგივათ...
რეალობა საქართველოსთვის ყოველთვის ის იყო და არის, რომ 5 წლის ასაკიდან, ტრადიციულად ბავშვებს უცხო ენის მასწავლებლებს უქირავებდნენ, თავად მე რუსულიც და ინგლისურიც მეორე კლასიდან ერთდროულად დავიწყე, რუსულში, კერძოდ მამეცადინებდნენ, რუსი იყო თავად პედაგოგი, ერთნაირი საათური დატვირთვა ქონდა ორივე ენას სკოლაში, თამარ დახუნდარიძე სკოლის დირექტორი პროგრესული ადამიანი იყო, აზრზე არა ვარ, როგორ მოახერხა მაშინდელი მთავრობის დაყოლიება ამ პროექტზე, თემის გაგრძელება პირადი გამოცდილებით შემიძლია უსასრულოდ, ერთს დავამატებდი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე მხოლოდ; მიმაჩნია მისაღებად, უფრო მეტიც ...აუცილებლობად, თუ საბუნებისმეტყველო საგნების (მათემატიკა,ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) სწავლება იქნება უცხო ენაზე, როგორც წესი.... ბოლო კლასებში მაინც, საცოდაობაა დროის ხარჯვა ქართული ტერმინოლოგიის შემუშავებაზე, მაინც უსუსური და უპერსპექტივო მცდელობაა...
და ბოლოს; გოგებაშვილის და მით უფრო ღვინჯილიას მითითებებით ვისაც გინდათ იმათ ასწავლეთ საკუთარ შვილებს, ნეტა ვიცოდე ვინ გიშლით, ღმერთმა ხელი მოუმრთოს ასეთ ბავშვებს.....გამოწოვთ რა პრობლემას თითიდან არაფრისგან

ავტორი: eli lee საიდან გვწერთ: saqartvelo
18.08.2010 18:54
ქართველ ინგლისურის მცოდნე ლექტორ - მასწავლებლების ნაცვლად ერთი ამერიკელი სტუმარი რომ მწვეოდა უკეთესი იქნებოდა, იმას მაინც გავიგებდი როგორი აქცენტი აქვს ამ საყოველთაო ენას.

ავტორი: mw საიდან გვწერთ: siridan
18.08.2010 15:03
იმ ქვეკანაში სადაც მე ვცხოვრობ, ნებისმიერს ეს ამრიკელია , ინგლისელი თუ სხვა, თუ პედაგოგიური გამოცდილება არ აქვს,მას მოზარდის სწავლებას არავინ მიანდობს, არც კი დაუშვებენ.

ავტორი: irakli საიდან გვწერთ: California, US
17.08.2010 21:22
ნუ ახლა, პრეზიდენტის გამონატქვამებზე დზნელია გააკეტო კომენტარი იმდენად აცდენილია ნორმისგან.

ავტორი: Irakli საიდან გვწერთ: California, US
17.08.2010 21:19
კარგი იდეაა, მაგრამ როგორც ბევრი რამ მახინჯურად კეთდება.
ასეტ მასიურ პროგრამას სჯობს, ქართველი ინგლისურის მასწავლებლების პოტენციალი გამოიყენონ. და ამიტ მისცენ ბაზისური ცოდნა მოსწავლეებს. 10-12 წლიდან კი ეგ პროგრამა, სადაც ინგლისურენოვანი პედაგოგები იქნებიან მოწვეული. არა 10000 არამედ სულ რაგაც 100 ხარისხიანი პედაგოგი. ახლა რაც ხდება ესენი არის შემტხვევიტი ხალხი (უმეტესობა) რომელთაც აქ არაფერი შანსი არ ააქვტ სამსახური იშოვონ.
ვინმემ შეამოწმა მატი კრიმინალური რეკორდი?!?!?!?!

ავტორი: ninutsa საიდან გვწერთ: usa
17.08.2010 19:43
რა თქმა უნდა , ეს ხალხი არ არის პროფესიონალი მასწავლებლები, მათ გავლილი აქვთ , ეგრეთ წოდებული ტრენინგები, რომელიც მხოლოდ სწავლების ტექნიკურ მხარეს ასწავლის მონაწილეს და სრულიად არ შეეფერება ზოგადად განათლების მიზნებს, რასაც ემსახურება საშუალო სკოლა.
ესეც რიგითი პიარია "უცხოელებით" კეკლუცობა და არანაირად არ არის გათვლილი შედეგებზე.
ასეთ "მოხალისეებს" აგზავნიან ძალიან დაბალი წიგნიერების ქვეყნებში....
ენა მხოლოდ ტექნიკა არ არის, ენა ერის ფსიქოლოგიის, კულტურის და რაობის გასაღებია....
და საერთოდ, რა ხდება ჩვენს განათლების სისტემაში უკანასკნელი წლების განმავლობაში, ვინმე დაინტერესდა "რეფორმის" შედეგებით? საზოგადოება/ ოჯახი დუმს და მორჩილად / ნებსით თუ უნებლიეთ, ახორციელებს საკუთარი შვილების ინტელექტუალურ დეფორმირებას.
იქნებ უცხოეთიდან მართლა ვისწავლოთ როგორ ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს/სტუდენტებს შესაძლებლობები/უნარების გამოვლენა, რატა მათ შეზლონ საკუტარი თავის რეალიზება ამ დაუნდობელ სამყაროში...
ყველაფერი ინგრევა და მშენებელი არსად ჩანს...

ავტორი: MARIA საიდან გვწერთ: Tbilisi
17.08.2010 16:08
ინგლისი და ამერიკა (ასევე სხვა ქვეყნებიც) წალეკილი აქვთ ინგლისურის მცოდნე უვიცებს, რომელთაგან ზოგი ბანკის კლერკია, ზოგი ოფიციანტი, ზოგიც – "პუტაკა". ამ უკანასკნელთა შორის ნამდვილი პოლიგლოტების კი შეიძლება აღმოჩნდნენ. ცოდნა, პროფესიონალიზმი და განათლება რომელიმე ენის ცოდნას არ ნიშნავს. ჩემი ახლობელი ასწავლის ერთ–ერთ ინგლისურენოვან ჯგუფს უმაღლეს სასწავლებელში, ბიზნეს ფაკულტეტზე, სადაც ამერიკაში ნაცხოვრები ქართველი ბავშვებიც სწავლობენ და აქაურებიც ინგლისურის კარგი ცოდნით, და იგი შოკირებულია, რომ ამ ბავშვებს თანაბრად უჭირთ აზრების ფორმულირება როგორც ქართულად, ისე ინგლისურად, აქვთ ძალიან შეზღუდული სიტყვათა მარაგი და სპეციფიური ლექსიკა, რომელიც შეზღუდული ცოდნის ადამიანებისათვისაა დამახასიათებელი. ამიტომ, როდესაც საჭირო ხდება საჯაროდ ანალიტიკური ხასიათის დასკვნების გაკეთება, ამა თუ იმ საკითხზე ჩაღრმავებით მსჯელობა, უბრალოდ საკუთარი აზრების გადმოცემა უჭირთ. ესაა უკულტურობის და გაუნათლებლობის შედეგი, რაც აუცილებლად ზღუდავს აზროვნებას. როცა განათლება ღრმაა და ცოდნის ათვისების ჩვევები ფუნდამენტური მეთოდოლოგიითაა გამომუშავებული, საკუთარი ენაც იცი და სხვა რამდენიმეც შეგიძლია აითვისო. სხვათაშორის, სასკოლო განათლების სისტემა, რომელიც სსრკ–ში იყო, კომუნისტების მოგონილი არ გახლდათ, ეს იყო მეფის რუსეთიდან გადმოტანილი გიმნაზიური სისტემის იდეოლოგიზირებული ვარიაცია, რომელიც თავის მხრივ გერმანული საგანმანათლებო სისტემიდან იყო გადმოღებული. გიმნაზიებში კი, მოგეხსენებათ, ლათინურსა და ბერძნულს ასწავლიდნენ – ორ მკვდარ ენას, რომელიც ყველა ევროპული ენის საფუძველია და ხელოვნებისა და მეცნიერების ყველა დარგის ტერმინოლოგიის დედა–ენებია. ამ ენების ათვისების შედეგად სხვა ევროპულ ენებსაც უადვილესად სწავლობდნენ და, ზოგადმეცნიერულ და სახელოვნებო აზროვნების ენასაც ითვისებდნენ. ევროპასა და ამერიკაში ამ ენების სწავლება შემორჩენილია მდიდრებისათვის განკუთვნილ კერძო სკოლებსა და კოლეჯებში (ზრუნავენ თავიანთ შვილებზე), საჯარო სკოლებიდან კი 70–იან წლებში მოიხსნა (მუსიკის სწავლებასთან ერთად), რასაც იქაური ინტელექტუალები უდიდეს დანაშაულდ მიიჩნევენ.

და კიდევ: მნიშვნელობა აქვს, ვინ ასწავლის. აქ ჩამოსულ მასწავლებელთა უმრავლესობა თავიანთი მოსწავლეების "საბჭოთაგანათლებამიღებული" მშობლებისაგან გებულობს ელიოტის, ფოლკნერის, ბერნარდ შოუს, ზოგჯერ კო თვით შექსპირის შესახებ.
განათლების მიზანია კულტურული და მოაზროვნე ადამიანის ჩამოყალიბება და არა სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე თუთიყუშების.

ავტორი: მაია საიდან გვწერთ: თბილისი
17.08.2010 15:34
აქცენტი, ალბათ, სჯობს გაკეთდეს იმაზე, თუ ვინ არიან ეს მასწავლებლები, რომლებიც საქართველოში მოიწვიეს, პროფესიონალი პედაგოგები არიან, თუ უბრალოდ იმ კრიტერიუმით შეარჩიეს, რომ ინგლისური მათი მშობლიური ენაა.. რამდენადაც ვიცი, ამაზე არც ერთ საინფორმაციო საშუალებას არ გაუმახვილებია ყურადღება..
ის, რომ ინგლისური უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც საკუთარი თავის რეალიზება და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა სურს , მგონი, სადაო არ უნდა იყოს. უფრო მეტიც, მხოლოდ ინგლისურიც არაა საკმარისი და რაც უფრო მეტი ენა გვეცოდინება, მით უკეთესი.. და ალბათ, სჯობს დასრულდეს იმაზე საუბარი საქართველოში, რომ ამით ჩვენს დედაენას რამე ემუქრება და სხვა ამდაგვარი..დროა გამოვიდეთ ამ კარჩაკეტილობიდან და მოვიშოროთ ის აკვიატებული აზრი, რომ ყველაფერი არაქართული ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას ემუქრება..სასაცილოა ეს ყველაფერი და სერიოზულად აფერხებს ჩვენი საზოგადოების განვითარებას.

ავტორი: გიო საიდან გვწერთ: საქართველო
17.08.2010 15:26
ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ინგლისური იცოდნენ. რაც მეტი ენა ეცოდინებათ, მით უკეთესი...

ავტორი: Magarava საიდან გვწერთ: Luxembourg
17.08.2010 12:32
ბატონო ლევან, ინგლისური ენის შესწავლა აუცილებელია დღეს იმისათვის, რომ არ დავრჩეთ კვლავაც უკანალში, რომელშიაც კარგა ხანია ვიმყოფებით.

ველოდები, როდის შემოიტანენ არაბულსა და თურქულს მეორე უცხო ენ(ებ)ად.

გულდასაწყვეტი ისაა, რომ მცირდება, ან უკვე შემცირდა გერმანულის, რუსულისა და ფრანგულის საათების რაოდენობა საქართველოს სკოლაში. ამ მხრივ კარგი იქნება, თუ გაითვალისწინდნენ არსებულ კრიტიკას.

ავტორი: ანონიმი
17.08.2010 12:23
ყველა, ვისაც თქვენ არ ეთანხმებით, როგორაა, ბატონო ლევან, გაუნათლებელი, მიკვირს.

ავტორი: Ilia Chavchavadze
17.08.2010 12:22
არაფერია არაა ცუდი იმაში, რომ ქართველმა ბავშვებმა ინგლისური იცოდნენ ძალიან კარგად.

ავტორი: ანონიმი
17.08.2010 12:19
ლიგაჩოვი რუსი ჩინოვნიკი იყო და გარუსებას გვიპირებდა.

ავტორი: ანონიმი
17.08.2010 12:17
იაკობ გოგებაშვილის შემდეგ წინ წავიდა ენათმეცნიერება, მედიცინა, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა და ა.შ.

ავტორი: ანონიმი
17.08.2010 12:16
"მეორე დედაენა" არ უთქვამს პრეზიდენტს.