პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 07:14

რუბრიკები / ინტერაქტიული დიალოგი

თამაზ ვასაძე: ”გლობალიზაციას რისკიც ახლავს და შესაძლებლობებიც”

x

მულტიმედია

აუდიო
პოდკასტი
გამოიწერეთGoogle reader
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია ლიტერატორი, კრიტიკოსი თამაზ ვასაძე. იგი გვესაუბრება ქართულ იდენტობაზე და საქართველოში ინგლისური ენის ათასობით მასწავლებლის ჩამოყვანის თანმდევ პროცესებზე. ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გამოგზავნის ნომერზე 15-10, ან მოგვწერს რადიოს ვებგრვედზე: www.radiotavisupleba.ge
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: nino საიდან გვწერთ: brussel
28.08.2010 17:55
სამარცხვინოა,რომ ეს აქცია საერთოდ განხილვის საგანია.ვინ რას გვართმევს და ვის რაში ჭირდება ჩვენი საწყალი,უკვე დაკარგული იდენტობა.

ავტორი: melanqolikosi
26.08.2010 23:09
არის,ქალბატონო ია, მოვიფიქრებ !

ავტორი: cnobismoyvaris tribuna
26.08.2010 20:32
გლობალიზაციის რისკებიდან : ერთხელ "ველური ირანელები" სახლში მიეჭრნენ დიდ ევროპელ ფილოსოფოს მიშელ ფუკოს სახლში და გამხეცებულებმა სახეში სილა გააწნეს. რატომ? ეს "ველური ორანელები" არ იღებდნენ და უპირისპირდებოდნენ ისლამიზმს,ობსკურანტიზმს,ბატონი ფუკო კი ირანის ისლამურ რევოლუციას თვლიდა ბრძოლას ხალხის განთავისუფლებისთვის და საკმაოდ აქტიურად უჭერდა მხარს ხომეინის ( პოლ ვეინი,ფუკო, მისი აზრები,მისი პიროვნება,პარიზი,2008,გვ. 212-213 ) თუ კი ამ ირანელთა პოზიციების გავრცელებაა გლობალიზაცია კარგია,თუ კი ფუკოსი ცუდია, საშიშია. იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ,საწყალი ირანელების ბედში არ აღმოჩენილიყავით,თუმცა მოფუკოებმა ერთხელ უკვე დაუჭირეს მხარი აღა-თენგიზ ხან კიტოვანს,იქნებ ეს მეტი აღარ გამეორდეს...

ავტორი: მ.მარი საიდან გვწერთ: ბოსტონიდან
25.08.2010 06:06
მშვენიერი ინტერვიუა. დიდი მადლობა. ერთი რამ მინდა ვთქვა – თამაზმა ბრძანა, რომ სასურველია, უცხოელი მასწავლებლები იყვნენ კორექტულნი, ფრთხილად მოეკიდონ ჩვენს თავისებურებებს, იყვნენ გულისხმიერნი და ა.შ. მე ვფიქრობ, ცალკეული ინდივიდის პირად შესაძლებლობებზე არ უნდა იყოს მთელი ეს კომპანია დამყარებული. უნდა არსებობდეს კრიტერიუმი, მოთხოვნები და ეს უნდა იყოს გამოსავალი. შეუძლებელია, ინდივიდს (თან ისეთს, რომელსაც ისიც კი არ ვიცით, ოდესმე უსწავლებია თუ არა) დააკისრო ამ ურთულესი პროცესის წარმართვა საკუთარ ნებაზე. უნდა არსებობდეს მკაცრად განსაზღვრული პროგრამები, მოთხოვნები, ვალდებულებები – რა შეიძლება, რა – არა! ამითი შესაძლებელი გახდება, ნაწილობრივ მაინც, იმ რისკის თავიდან აცილება, რაზეც გადაცემაში იყო საუბარი.

ავტორი: melanqolikosi
24.08.2010 01:07
რისკი და შესაძლებლობები სიცოცხლესაც ახლავს,არა მარტო გლობალიზაციას. მაგრამ გააჩნია რისისია ეს გლობალიზაცია. თუ კულტურისა ( არა რომელიმე არამედ საზოგადოდ კულტურის),მაშინ ნამდვილად ბევრი შესაძლებლობების მომტანია. თუ სიხარბისა და მომხვეჭელობისა, რასაც თან ახლავს სხვადასხვა ფორმის ძალადობა თუ ერთფეროვნებისა ცალსახად დამღღუპველია. ლაპარაკია იმაზე რომ კაცობრიობა ნამეტანი გამრავლდა, რომ ჰავა ფუჭდება, რომ შეიძლება დედამიწაზე გავრცელდეს შიმშილი და ათასნაირი უბედურება და თავის დასაცავად ძლიერები დადიან დედამიწაზე და ყიდულობენო მათზე უფრო სუსტებისთვის აუცილებელ მიწებს. ასე რომ გლობალიზაციის ყველა სახეობას აქვს თავის რისკები და შესაძლებლობები. ეს დიდად საინტერესო და აქტუალური თემაა, იქნებ ოდესმე ამაზე უფრო დაწვრილებით და შეძლებისდაგვარად გულახდილად მოხერხდეს საუბარი.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
24.08.2010 11:10
დიდი მადლობა იდეის შემოთავაზებისთვის. ვიფიქრებ თემაზეც და სტუმარზეც. თქვენ კი შეკითხვები მოიფიქრეთ.

ავტორი: melanqolikosi
23.08.2010 22:34
სახლიდან რომ გახვალ შენზე ან ავს იტყვიან ან კარგსო, თუ გლობალიზაცია არ ნიშნავს ერთფეროვან მასაში გათქვეფას კარგია.რისკი სწორედ ერთფეროვან მასაში გათქვეფაა ალბათ,მოწინავედ ერთფეროვან მასაში,თუნდაც არამოწინავედში...მაგრამ გლობალიზაციის შიშით ცხვარი აბა ვის გაუწყვეტია?

ყველაზე პოპულარული