პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 08:01

რუბრიკები / დისკუსია

რამდენად მოსალოდნელია ომი და რა პერსპექტივა აქვს დიალოგს საქართველოსა და რუსეთს შორის

ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი (მარცხნივ) და თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი
x
ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი (მარცხნივ) და თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი

მულტიმედია

აუდიო
  • რამდენად მოსალოდნელია ომი და რა პერსპექტივა აქვს დიალოგს საქართველოსა და რუსეთს შორის

პოდკასტი
გამოიწერეთGoogle reader
ტექსტის ზომა - +
ბოლო დღეებში გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ გააჩინეს ვარაუდები, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული მუდმივი დაძაბულობისა და ბრალდებების პირობებში ისევ არსებობს ომის განახლების საფრთხე.

30 აგვისტოს, გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა შეერთებული შტატებიც კი დაადანაშაულა რევანშისთვის განწყობილი საქართველოს სამხედრო გადაიარაღებაში. ხოლო რამდენიმე დღით ადრე, 26 აგვისტოს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” ეთერში, რომ კრემლის ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით რუსეთმა (2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ) შესაძლოა ახალი ომი გააჩაღოს საქართველოსთან.

რამდენად დიდია ომის განახლების საფრთხე და რა პერსპექტივა აქვს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ დიალოგს მოსკოვსა და თბილისს შორის - ამ საკითხების გარშემო, პროგრამისთვის ”სადისკუსიო მაგიდა”, მსჯელობენ გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე და საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: cnobismoyvare
06.09.2010 01:52
რა რუსეთის მიერ 1801 წელს საქართველოს მოსასპობად დაწყებული ომი დამთავრდა? რაღაც არა მგონია. უბრალოდ ეხლა რუსეთი მისმა მომსპობმა კგბ-ს სტრუქტურებმა დაირქვეს და განაგრძობენ ამ გზაზე სიარულს. აგერ როგორც ამბობენ ნახევარი რუსეთი გადაიწვა და კგბ-ს პოლკოვნიკის რეიტინგი "იზრდება" და ის კიდევ აპირებს გაპრეზიდენტებას. პოლკოვნიკი არა მარა ფსბ-ს (კგბ-ს მემკვიდრის) უფროსი ან მისი 1011-ე მოადგილე შეიძლება მოიხსენიონ რუსეთის პრეზიდენტად (ანდროპოვი ხომ იყო რუსეთის და ბარე ნახევარი მსოფლიოს დე-ფაქტო პრეზიდენტი) ,მერე რა,ვიდრე ძერჟინსკის ლეკვები არსებობენ ომი შეწყდება? რუსეთი დაპყრობილი აქვს ძალას რომელიც პერიოდულად სპობს რუსეთს და მის არემარეს თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად. რა მისი ბუნება შეიცვალა? რუსეთთან დიალოგს აქვს პერსპექტივა იმისთვის ვინც საწყალ რუსეთს იპოვის.

ყველაზე პოპულარული