შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 05:05

რუბრიკები / ინტერაქტიული დიალოგი

გია თარხან-მოურავი: ”საზოგადოებაში არ ჩანს ადამიანი, ვისგანაც მაგალითის აღება შეიძლება”

x

მულტიმედია

აუდიო
  • გია თარხან-მოურავი: ”საზოგადოებაში არ ჩანს ადამიანი, ვისგანაც მაგალითის აღება შეიძლება”

პოდკასტი
გამოიწერეთGoogle reader
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის თანამშრომელი გია თარხან-მოურავი. იგი საქართველოში პოლიტიკური და საზოგადოებრივი განვითარების ტენდენციებზე გვესაუბრება. ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გამოგზავნის ნომერზე 15-10, ან მოგვწერს რადიოს ვებგრვედზე: www.radiotavisupleba.ge
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
11.09.2010 22:59
ავტორი: ana საიდან გვწერთ: kutaisi
10.09.2010 17:34
ამ სიტყვების მერე, რა უნდა დავინახო----”საზოგადოებაში არ ჩანს ადამიანი, ვისგანაც მაგალითის აღება შეიძლება”

ავტორი: ია ანთაძე
11.09.2010 14:07
ბიძია აირტონის და ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ ვამბობ, რომ დამდეგი კვირის ორშაბათს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარი იქნება ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან სულავა. ვისაუბრებთ თემაზე: მეცნიერება და განათლება საქართველოში – წარსული, აწმყო, მომავალი. თითოეულ თქვენგანს შეუძლია, აქვე, რუბრიკაში "ბლოგები", ჩემს ბლოგზე გამოგზავნოს შეკითხვა მეცნიერებისა და განათლების სფეროს დღევანდელ მდგომარეობასთან თუ სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით. შეკითხვების გამოგზავნა შეიძლება დღეს და ხვალ. თქვენს შეკითხვებს ქალბატონი ნესტან სულავა „რადიო თავისუფლების“ პირდაპირ ეთერში უპასუხებს ორშაბათს, 18.30–დან.

ავტორი: ანონიმი
11.09.2010 00:42
მაგალითის აღება მოძველებულად მეჩვენება. ეს პრაქტიკა გმირების აღიარებას მაგონებს. საზოგადოებას ღრმა და მრავალმხრივი განათლება სჭირდება და არა მისაბაძი მაგალითები. მისაბაძი მაგალითი - პროპაგანდისტულ ხრიკად მიმაჩნია და სხვა არაფრად. ეს უფრო წარსულია.

ავტორი: ლაშა საიდან გვწერთ: პარიზი
10.09.2010 21:20
ძალზედ საინტერესო იყო. კარგი იქნება თუ მეტ დროს დაუთმობთ გია თარხან მოურავს.

ავტორი: ana საიდან გვწერთ: kutaisi
10.09.2010 17:34
ავტორი: ტორო
09.09.2010 21:33
ასეთი ადამიანები არც გეუბნებიან, მე მომბაძეო და არც გასწავლიან:)))
შენ თვითონ უნდა დაინახო:)

ავტორი: ტორო
09.09.2010 21:33
თუკი ადამინს არ აქვს იმედი, რომ მისგან რაიმე მაგალითს ავიღებთ, რაზე უნდა მესაუბროს ან რა უნდა მასწავლოს?
თავად ბ-ნ. თარხან-მოურავს ეხება ამ შემთხვევაში...............

ავტორი: ბიძია აირტონი საიდან გვწერთ: საიდუმლო კუნძულიდან
07.09.2010 11:33
ქალბატონო ია,

იქნებ – სტუმრების სახელები კიდევ უფრო ადრე გამოაცხადოთ, მათვის შეკითხვის დასმის დრო კი გაგეზარდათ რამენაირად ?

რამდენადაც ვხვდები, მხოლოდ ორშაბათს შეიძლება შეკითხვის დასმა მხოლოდ ორშაბათობით შიძლება ? გია თარხან–მოურავთან შეკითხვა არ მაქვს, მაგრამ დღეს, სამშაბათს რო მომინდეს დასმა ? უკვე დაგვიანებულია ??

იქნებ ცოტა რეალისტურად ააწყოთ გრაფიკი (თუ, რათქმაუნდა, გნებავთ, შეკითხები რაც შეიძლება მეტმა მსმენელმა დასვას).

ავტორი: melanqolikosi
06.09.2010 20:43
კარგი იქნებოდა ბატონ გიორგის დაეზუსტებინა რომ ასეთი ადამიანი არ ჩანს კომუნიზმ-პოსტკომუნიზმის მიერ დიდი ენთუზიაზმით დანაყულ ხალხში და ძლივს ფეხზე წამომდგარ სახელმწიფოში. როგორ უნდა გამოჩნდეს როდესაც ყველა ასე თუ ისე ნორმალური ეძებს შესაძვრენ და თავშესაფარ სოროს? მასეთი ადამიან(ებ)ი 1921 წლის შემდეგაც ჩანდნა(ნენ),მაგრამ "დიდი ქართული დემოკრატიული რევოლუციის" შემდეგ სადღაც აორთქლდნენ...იმედია რომ ყველაფერი დაწყნარდება. ვიკინგების შემოსევების შემდეგ ევროპა ისეთი აოხრებული იყო რომ ხალხი თავის გადასარჩენად დახოცილი ნათესავების გვამებსაც ჭამდა. ის გადაარჩინა ფეოდალიზმმა, ეკლესიის მიერ რაინდებად კურთხეულთა მთავარ ფუნქციებს შორის იყო სუსტების და ქვრივ_ობლების დაცვაც. დაახლოებით მასე იყო რუსეთში ძველი ნოვგოროდის მკვლელი ივანე მრისხანეს შემდეგ. რუსეთს ნაკლებად ეშველა (რუსეთს და არა რუსეთის იმპერიას,ეს მაინც სხვადასხვა რამეებია). იმედია რომ "ევროპაში დაბრუნებული" ქართველობა უფრო ევროპულ მაგალითს მიბაძავს ვიდრე რუსულს. მაშინ საქმე შეიძლება გამოსწორდეს...ნამდვილი რაინდების გამოჩენის შემდეგ ყველაფერი ნელ-ნელა თავის კალაპოტში ჩადგება...