1 სექტემბერს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების უფროსი რუსუდან მამაცაშვილი. 19-24 სექტემბერს ტურიზმის კარიერის კვირეული გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს დაინტერესებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობას ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში, ასევე, სერვისის დონის ამაღლებას, კომპანიებისთვის მაღალკვალიფიციური კადრების შეთავაზებით. კვირეულში მონაწილეობისათვის დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს მისამართზე www.careerweek.ge
საუბარი რუსუდან მამაცაშვილთან
-
ნინო თარხნიშვილი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.