წითელი ზონის” მორიგი გადაცემა ეძღვნება ქართველი მუსიკოსის და პოეტის, ირაკლი ჩარკვიანის დაბადების 50 წლისთავს.
გადაცემის სტუმარი, მუსიკალური პროდიუსერი გიორგი ასანიშვილი საუბრობს ირაკლი ჩარკვიანზე და მის ადგილზე 90-იანი წლების ქართულ კულტურაში, იმ ცვლილებებზე, რომლებიც ირაკლი ჩარკვიანის მუსიკამ ”ვარდების რევოლუციის” დროს და შემდეგ განიცადა.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.