პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 15:08

პოლიტიკა / მსოფლიო

მოსკოვში საპროტესტო აქცია დასრულდა

ტექსტის ზომა - +
მოსკოვში ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე, სახელმწიფო სათათბიროს ახლახან გამართული არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით. ორგანიზატორების თქმით, დემონსტრანტთა რაოდენობამ 100,000-ს გადააჭარბა. დამოუკიდებელი ინტერნეტ-ტელევიზია, "დოჟდი" აცხადებს, რომ რკინის დეტექტორებში 80,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. პოლიცია კი ავრცელებს ცნობას, რომ დემონსტრანტთა რიცხვი 28,000 იყო.  აქციის მსვლელობისას დემონსტრანტებს მოულოდნელმა პირმა მიმართა სიტყვით - ალექსეი კუდრინმა, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა და პუტინის ყოფილმა მოკავშირემ. კუდრინი დემონსტრანტების წინაშე სახაროვის პროსპექტზე წარსდგა და განაცხადა, რუსეთმა ხელახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვლადიმირ ჩუროვი სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონო. კუდრინის თქმით, კომისიის ახალი თავმჯდომარე უნდა იყოს პირი, რომელსაც ხალხი ენდობა. ამასთან, კუდრინმა განაცხადა, რომ მარტში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე რუსეთს ახალი საარჩევნო კანონები ესაჭიროება - და მთავრობას დემონსტრანტებთან დიალოგის გამართვისკენ მოუწოდა: „4 მარტის არჩევნები ახალი პირობებით უნდა გაიმართოს. ეს გადაწყვეტილებები 4 მარტამდე უნდა მიიღონ. გარდა ამისა, აუცილებელია დიალოგისთვის პლატფორმის ორგანიზება. წინააღმდეგ შემთხვევაში, [დაგვემუქრება] რევოლუცია,  და დავკარგავთ მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მოხდენის დღეს არსებულ შანსს“ - განაცხადა კუდრინმა. დემონსტრანტებს ასევე მიმართეს პოპულარულმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა, ალექსეი ნავალნიმ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბორის ნემცოვმა და მწერალმა ბორის აკუნინმა. არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით აქციები რუსეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა - მათ შორის სანკტ-პეტერბურგში, ნოვოსიბირსკში, ვლადივოსტოკში, ხაბაროვსკში, ნიჟნი ნოვგოროდში, არხანგელსკში. დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია - 4 დეკემბრის არჩევნების შედეგის გაუქმება და ხელახალი კენჭისყრის გამართვა. დემონსტრანტების შეფასებთ, მმართველმა პარტიამ არჩევნებში გამარჯვება მასშტაბური გაყალბების შედეგად მოიპოვა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მელანქოლიკოსი
24.12.2011 23:36
კაი იქნება დემოკრატიზაცია_პერესტროიკის მეორე განყოფილება თუ ხელისუფლებაში კრიმინალების მაგივრად ისლამისტები არ მივლენ ისე როგორც ეს არაბულ ქვეყნებში ხდება. ყავთ უბედურ რუსებს გეიდარ ჯემალები და ა.შ....

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
24.12.2011 18:40
ყოჩაღ დასავლეთს, აი რას ნიშნავს ქვეყნის ოპოზიციის მხარდაჭერა - 20 ათასი კაცი 100 Aტასად გაასაღეს, 28 ათასი - 120 ათასად, თვალი დახუჭეს ყველაფერზე, თვით იმაზეც კი, რომ რამდენიმე ასეულ ლიბერალთან, რომელთა დანახვაზე და ხსენებაზე რუსეთში აძიგძიგებთ, ათასობით ფაშისტი, კომუნისტი და უკიდურესი რეაქციონერი დგას, მერე რა, მთავარია სიტუაცია აიროსო... საქართველოში კი მართლა ც100 ათასიან აქციებს და ადამიანების საჯარიო მკვლელობებს ვერ ხედავენ...

ამ ქართველებს კი რა უხარიათ, ვერ გავიგე? 1917 წელსაც დაიშალა რუსეთის იმპერია და 1992-ში კიდევ სსრკ, საქართველომ რა მოიგო ან ერთით, ან მეორეთი?
ვატყობ, რომ გამოჩხრიკავენ ახალ ტრაგედიებს და ახალ სტალინებს...

ყველაზე პოპულარული