რადიო თავისუფლების მედიასკოლა
რადიო თავისუფლების მედიასკოლა გიწვევთ!
რადიო თავისუფლების მედიასკოლა გთავაზობთ ერთწლიან სასერტიფიკატო პროგრამას ჟურნალისტიკაში და სტაჟირების პროგრამას ”იმუშავე და ისწავლე რადიო თავისუფლებასთან ერთად”.
18 მარტიდან მუშაობას შეუდგა ახალი სასწავლო წლის, ერთწლიანი სასერტიფიკატო პროგრამის ახალი ნაკადი, ხოლო 8 მაისიდან ორთვიანი სტაჟირების პროგრამის პირველი ნაკადი.
პროექტის ხელშემწყობია IREX G-MEDIA პროგრამა, რომელიც ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.
---------
რადიო თავისუფლების ერთწლიანი სასერტიფიკატო პროგრამა:
ერთი წლის განმავლობაში, რადიო თავისუფლების ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები დაგეხმარებიან გაიაროთ თეორიული და პრაქტიკული მასალით გაჯერებული ინტენსიური კურსი ჟურნალისტიკაში, დაეუფლოთ თანამედროვე ჟურნალისტიკის მაღალ პროფესიულ სტანდარტებს. მულტიმედია პლატფორმაზე დამყარებული სწავლების მეთოდი შესაძლებლობას მოგცემთ, თანამედროვე მედიის ყველა საშუალებაში მუშაობისთვის მოსინჯოთ თქვენი ძალები.
სტაჟირების პროგრამა ”ისწავლე და იმუშავე რადიო თავისუფლებასთან ერთად”:
მათ, ვინც ჟურნალისტის პროფესიას ეუფლება და უნდა მიიღოს მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, რადიო თავისუფლება სტაჟირების ორთვიან კურსებს სთავაზობს.
ორივე პროგრამის თაობაზე უფრო დაწვრილებით ინფორმაციას თანდართული სარეკლამო ფურცლებიდან შეიტყობთ.
პროგრამებში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამობეჭდონ და შეავსონ განაცხადი და სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად გამოგვიგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: tavisupleba.school@gmail.com
ან მოგვაწოდონ რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში. მისამართი: ყაზბეგის ქუჩა N3/5 (მელიქიშვილის გამზირის გადაკვეთაზე, N10).
ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს:
www.tavisuplebaschool.ge და
ჩვენს გვერდს Facebook-ზე.
ფორმულარი - მედიასკოლა
ფორმულარი - სტაჟირება
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.