კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 09:27

ეკონომიკა / საქართველო

როგორ ივსება საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი

სარფის ახალი სასაზღვრო-საბაჟო გამშვები პუნქტი
სარფის ახალი სასაზღვრო-საბაჟო გამშვები პუნქტი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავაც რჩება ეგრეთ წოდებული უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უფრო მეტი იმპორტირებული ნაწარმი შედის, ვიდრე ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება. შესაბამისად, საქართველოდან უცხოეთში ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი ლარი გაედინება. როგორ ხერხდება გადინებული თანხების უკან დაბრუნება, ანუ უარყოფითი სავაჭრო სალდოს ბალანსირება?
საქართველო ხდება მოხმარებაზე ორიენტირებული ქვეყანა, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის პრობლემას წარმოადგენს ...

გასულ 2011 წელს საქართველომ საზღვარგარეთ სხვადასხვა პროდუქციის შესაძენად 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებელი 40 პროცენტით გაიზარდა, მისი მოცულობა ჯერჯერობით მხოლოდ 2 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. შესაბამისად, უარყოფითი სავაჭრო სალდო 4 მილიარდ აშშ დოლარზე ოდნავ მეტს შეადგენს. ამას მაკროეკონომიკური სტაბილურობის საფრთხეს უწოდებს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია:

”რასაც ჰქვია უარყოფითი სავაჭრო ბალანსის პრობლემა, ეს პრობლემა დღის წესრიგიდან არ იხსნება, არამედ სულ უფრო მეტად ღრმავდება და მწვავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი საქონელი შემოდის, ვიდრე გადის და საქართველო ხდება მოხმარებაზე ორიენტირებული ქვეყანა, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის პრობლემას წარმოადგენს.”

უარყოფით სავაჭრო ბალანსს საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი ქვეყნის ეკონომიკისთვის უარყოფით მოვლენად მიიჩნევს და ამის გამო ხშირად აკრიტიკებენ მთავრობას. ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია ექსპორტზე თითქმის სამჯერ მეტ იმპორტში შემდეგ პრობლემას ხედავს:

„ჩვენგან ძირითადად ხდება ვალუტის გადინება და როცა ექსპორტი შედარებით ნაკლებია, ვალუტის შემოდინება არ ხდება, რაც წარმოქმნის დეფიციტს უცხოურ ვალუტაზე.“
ეს ფული ხომ საიდანღაც მოდის. საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი პერსპექტივით, საგარეო ბალანსი მაინც ნულს უტოლდება ...

დავით ნარმანიასგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამს ეკონომისტთა მეორე ნაწილი. ლიბერალური ეკონომიკის მომხრეები თავისუფალი ბაზრის პირობებში, იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენციის შედეგად, ადგილობრივი საექსპორტო წარმოების ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობას ხედავენ.

საზოგადოების დიდ ნაწილში გავრცელებული აზრისგან განსხვავებით, საქართველოს უარყოფით სავაჭრო სალდოში საფრთხეს ვერ ხედავს ეკონომიკის ექსპერტი, ჟურნალ „ტაბულის“ ერთ-ერთი ავტორი, მიშა თავხელიძე:

„ასეთი მაგალითი არსებობს: აიოვაში აწარმოებენ ხორბალს, ამ ხორბალს მერე ყიდიან და იაპონიაში ყიდულობენ მანქანებს. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს იგივეა, რომ აიოვაში მიწიდან მოჰყავთ იაპონური მანქანები. ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, შეიძლება იმაზე ნაკლებს, ვიდრე ვყიდულობთ, მაგრამ ეს ფული ხომ საიდანღაც მოდის. საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი პერსპექტივით, საგარეო ბალანსი მაინც ნულს უტოლდება.“
ანუ, ჯამში, ეს 4 მილიარდი დოლარი ძალიან კომფორტულად იფარება შემოსული ჯამური ინვესტიციებით ...

ის, რომ, საბოლოო ჯამში, სავაჭრო ბალანსი მაინც ნულს უტოლდება, კამათის საგანს არ წარმოადგენს. შესაბამისად, საინტერესოა რის ხარჯზე ხერხდება ეს, ანუ საიდან ჩნდება ის 4 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც საჭიროა იმპორტ–ექსპორტის სხვაობის შესავსებად. ამ კითხვაზე პასუხი გასცა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 2011 წლის მიწურულს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე:

„როგორ ბალანსდება ეს 4 მილიარდი დოლარი, მნიშვნელოვანი არის ეს. და FDI პირდაპირი [უცხოური] ინვესტიციები არის ამ 4 მილიარდის მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი. გადავიდეთ ჯამურ ინვესტიციებზე, იმიტომ რომ ეს ჯამური ინვესტიციები არის მნიშვნელოვანი იმის გასარკვევად, თუ როგორ ბალანსდება იმპორტი და ექსპორტი. 1 მილიარდი არის დაახლოებით პირდაპირი ინვესტიციები, 1 მილიარდი დაახლოებით არის უცხოეთში წასული ქართველების მიერ გადმორიცხული ფული. 1 მილიარდამდე ავა მომავალ წელს ტურიზმის შემოსავალი - 750 მილიონი დოლარი იყო წელს - და მილიარდ-ნახევარი არის უცხოური კრედიტები და გრანტები, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურასა და ინფრასტრუქტურაში იხარჯება, ანუ, ჯამში, ეს 4 მილიარდი დოლარი ძალიან კომფორტულად იფარება შემოსული ჯამური ინვესტიციებით.”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის აზრით, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მართლაც წარმოადგენს გამოწვევას საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. ეს გამოწვევა კიდევ უფრო აქტუალური ხდება ევროს კრიზისისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოქმნილი ეკონომიკური პრობლემების ფონზე. იმ ერთი მილიარდი დოლარის დიდი ნაწილი, რომელიც ყოველწლიურად საქართველოში შემოდის, სწორედ ევროპის ქვეყნებში დასაქმებული ქართველების შემოსავალია და არის საშიშროება, რომ ეს ფულადი ნაკადი შემცირდება.

ასეთ პროგნოზსს არ იზიარებს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, რომელსაც 2008-2009 წლის მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დროინდელი პრაქტიკა აიმედებს. მაშინ უცხოეთიდან შემოსული ფულადი გადარიცხვები უმნიშვნელოდ შემცირდა. იმ პერიოდისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობაში ევროს კრიზისიდან ზარალის ნაცვლად უფრო მეტ სარგებელს მოელიან. იმედოვნებენ, რომ ინვესტორები, რომლებიც ევროპის კრიზისში მყოფ ქვეყნებში ფულის დაბანდებას მოერიდებიან, საქართველოს მოაშურებენ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ლოგიკოსი საიდან გვწერთ: ლაზიკადან
12.01.2012 20:56
ნ.გილაური:"...1 მილიარდი დაახლოებით არის უცხოეთში წასული ქართველების მიერ გადმორიცხული ფული...." ამის შემდეგ ვსვამ შეკითხვას და ველოდები პასუხს-ხელს აძლევს და სურს თუ არა ჩვენს ხელისუფლებას "უცხოეთში წასული ქართველების " სახლებში დაბრუნება?

ავტორი: giga საიდან გვწერთ: germania
11.01.2012 23:17
უარყოფითი ბალანსი რომ კარგი არ არის - ფაქტია. იყო და კიდევ დიდხანს იქნება. წარმოებები მოკვდნენო არ არის მართალი. აბა გახედეთ 10-15 წლის წინანდელ სტატისტიკას. წინსვლა არაა ისეთი ჩქარი ჩვენ რომ გვინდა, თორემ ეკონომიკურად მართლა წინ მიწიწევთ.

ავტორი: ანონიმი
08.01.2012 17:21
უცნაურია ამ ოპოზიციონერი კომენტატორების ტკბობა ვაივიშით და ქვეყნის აღსასრულზე ლაპარაკით. ზოგს შევარდნაძე ენატრება და ზოგს მონღოლები. ასე რამ გაგაბოროტათ, რომ უაზროდ ილანძღებით? კაცმა თქვა როგორ იფარება უარყოფითი ბალანსი და თუ ვერ იფარება ამასაც შევიტყობდით საბერძნეთის მსგავსი ამბები მოხდებოდა. ასეთი ბოღმის ნთხევა ვის რას არგებს გაუგებარია. ან რა ვალი აქვს საქართველოს ასეთი, რომ ვაივიში აგიტეხიატ. იცით საერთოდ ვალის მოცულობა და მისი სტრუქტურა? ზალიან ცოტაა ბატონო ძალიან ცოტა და მისი გადახდა ყოველწლიურად ისე ხდება, რომ თქვენ ვაივიშის მოყვარულებს არც კი გესიზმრებათ. ამ უაზრო აპოკალიფსური კომენტარების წერას არ აჯობებს რაიმე კონკრეტული შენიშვნა დაწეროთ?

ავტორი: chingiz xani საიდან გვწერთ: mongoleti
07.01.2012 23:10
სხვათაშორის ბაზარში და სუპერმარკეტებში შევარდნადძის დროსაც ბევრი ხალხი იყო ახალი წლის დღეებში სხვათაშორის გაცილებით ბევრი ვიდრე ამ ბოლო წლებში ეს ყველაფერი კაი არგუმენტია:)

ავტორი: ამბრედუზო მედუზო საიდან გვწერთ: ინვესტიციური სამოთხე
07.01.2012 23:06
მიშა თავხელიძე ალკოჰოლის ექსპერტი ნამდვილად არის და ეკონომიკისა - რა მოგახსენოთ. მაგის ექსპერტობა იწყება და მთავრდება ორი სიტყვით - "მიშა მაგარია". ძლიერი წყვილი ჰყავს ხელისუფლებას მაგის და ქეთა გაბიანის სახით, ახლა კიდე ეს ზურაბ ჯაფარიძე დაემატათ - თამარ ჩერგოლეიშვილის მარჯვენა ხელი და ე.წ. "სუფთა პოლიტიკის" ენ-ჯე-ოს სულისჩამდგემელი. ეგეთი ხალხი და სუფთა პოლიტიკა იგივეა, რაც ალ კაპონე და "სუფთა ხელები".

გილაურის ოპტიმიზმი ქვას გახეთქავს! ინვესტიციებზე ლაპარაკი ხომ საოცარია - თურმე ინვესტიცია იყო ის ეგვიპტური კომპანია "ფრეში" რომ აპირებდა 12 საწარმ,ოას გახსნას და 2 მილიარდის ჩადებას ქუთაისში. მის მერე ქუთაისლები სულ ეგვიპტისკენ იყურებიან, მაგრამ იქედან მერცხლების მეტი არაფერი ჩამოსულა. მეორე დიდი ინვერსტორი - რაკიინი აპირებდა ვითომ ფოთის აყვავებას და საბოლოოდ ფოთის პორტის აქციების 80% სასწრაფოდ გაყიდა და იქ ან პორტის რეკონსტრუქცია, ან აეროპორტის მშენებლობა ასევე საპნის ბუშტივით გასკდა. ასე რომ ინვესტიციების იმედზე არ უნდა ვიყოთ, ხოლო ევროპის კრიზისის ფონზე როცა მთელი საბერძნეთის და იტალიაც დეფოლტის საშიშროების პირასაა, ქართველ გასარბაიტერები როგორ გაზრდიან სამშობლოში გადმორიცხვებს, ესეც კიდე ერთი ზღაპარი. დაბოლოს, გილაური რატომ დუმს იმაზე, რომ 2012 წელს გრანტები და კრედიტები კი არა, ძველი აღებული კრედიტების ვალის გადახდა რომ უნდა დავიწყოთ და მარტო პროცენტების 500 მილიონი ლარია გასასტუმრებელი?
ჩემი პროგნოზით ეგ უარყოფითი სალდო გაისად სულ ცოტა 5 მილიარდი დოლარი გახდება. გილაურს კი ვანოს შოუში მასხრობები უფრო კარგად გამოდის ვიდრე ასეთი სიაფანდი არგუმენტაცია

ავტორი: ანონიმი
07.01.2012 22:51
ეკონომიკა თუ არ აქვს დიდი კახეთის შვილო აბა რა ქვია იმას რაც ამ დღეებში ბაზრებში და სუპერ მარკეტებში ხდება?

ტანზანიის შვილს კიდევ სიშორის გამო ვერ გაუგია რაზეა ლაპარაკი. ნოლი ხდება სავაჭრო ბალანსიო ამბობს ის ექსპერტი და საიდან მოდის ეს ფული პრემიერ მინისტრი ამბობს

ავტორი: buruni საიდან გვწერთ: didi kaxetidan
07.01.2012 19:47
საქართველოში როგორც ესეთი ეკონომიკა არ არსებობს

ავტორი: barbarosi საიდან გვწერთ: tanzaniidan
07.01.2012 19:45
ეკონომიკის ექსპერტი რო იმას იტყვის ეს ფული საიდანღაც ხო მოდისო, აი კარგადაა ჩვენი საქმე

ქვეყანაში სადაც წარმოება თითქმის არ არსებობს და იმპორტს წამყვანი როლი აკისრია, ნუ რაზეა საუბარი

ყველაზე პოპულარული