პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 09:20

რუბრიკები / ინტერაქტიული დიალოგი

არჩილ აბაშიძე: ”ბევრი რამ ვიცით უფლებებზე და ნაკლები - მოვალეობებზე”

არჩილ აბაშიძეარჩილ აბაშიძე
x
არჩილ აბაშიძე
არჩილ აბაშიძე
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, პოლიტოლოგი არჩილ აბაშიძე. იგი საუბრობს თემაზე: „როგორ ყალიბდება კარგი მოქალაქე“. ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გამოგზავნის ნომერზე 15 – 10, ან მოგვწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge






საუბარი არჩილ აბაშიძესთან
Loading
12:00:00 / -:--:--


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: სერფერი
27.01.2012 21:24
ძალიან გთხოვთ Arial Unicode MS- ის ნაცვლად ნორმალური ქართული შრიფტი დააყენოთ, როგორც ძველ საიტზე იყო, მეტად უსახური შრიფტია, ეტყობა რომ დიზაინერი უპასუხისმგებლოდ მოეკიდა საიტისთვის სტილის შერჩევას.

ავტორი: არჩილ აბაშიძე
27.01.2012 17:48
Anonimus

არ მგონია, რომ პირადულზე წინ საზოგადოების ინტერესების დაყენება ასეთი „არაადამიანური“ და არაბუნებრივია. იმას არ ვითხოვ, რომ ყველაფერში შეიძლება მოთხოვო ეს მოქალაქეს, ეს მართლაც არარეალურია. თუმცა, ისეთი მასშტაბით ყოველთვის და ყველაფერში საკუთარი ინტერესების სხვისი ინტერესების სრული იგნორირებით გატანა, რასაც ხშირად ვხედავ, ჩემთვის მიუღებელია და ამიტომაც ვისაუბრე ამ საკითხის მორალურ-ეთიკურ მხარეზე. ჩემთვის ეს არის აქტუალური და თუ შეავსებთ ამ ხედვას მადლობელი ვიქნები.

თუ უპირობოდ მივიღებთ ხელისუფლებების/პოლიტიკოსების გაგებას/განმარტებას „კარგი მოქალაქეობისა“, რისკენაც მე არავის მოვუწოდებ, ავტორიტარის მსხვერპლი ნამდვილად გავხდებით. კარგ მოქალაქეობაზე აპელირებენ, პატრიოტიზმზე თუ ეროვნებაზე ამას მნიშვნელობა აქ არ აქვს.

კანონების მორჩილება აუცილებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსამართლო კანონების შეცვლისათვის არ იბრძოლო. ეს კარგი მოქალაქის მოვალეობაა.

გულახდილად გპასუხობთ.
პატივისცემით.

ავტორი: არჩილ აბაშიძე
25.01.2012 14:38

მადლობა საკამათო და საინტერესო კითხვებისათვის.
თავდაპირველი 15 კითხვიდან მინდა რამდენიმეს ვუპასუხო და ჩემი აზრი გამოვთქვა (რაზეც გადაცემაშიც გვინდოდა საუბარი მაგრამ ვეღარ მოვასწარით):

ალბათ, აზრი არ აქვს იმაზე კამათს, რომ „ბავშვს თუ ოჯახიდან სწორი აღზრდა მოჰყვება“ გარემოს (ნეგატიური) გავლენა უფრო სუსტი იქნება. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ხშირად სწორი აღზრა ოჯახში არ ხდება (მაგალითად, ღამის სამ-ოთხ საათამდე ეზოში ბავშვების ჩხუბი და გინება ალბათ მხოლოდ ჩემს სამეზობლოში არ ხდება; მათი მშობლებიც ხედავენ ამას).

სკოლა სოციალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი აგენტია და ამიტომაც აქცევენ ამდენ ყურადღებას „კარგი მოქალაქეობის გაკვეთილებს“ დემოკრატიულ ქვეყნებში. სხვისი ინტერესების გათვალისწინებას და განსხვავებული აზრის პატივისცემას ადამიანი მაინც სკოლაში სწავლობს და არა სახლში, სადაც მას ყველაფერს უსრულებენ.

რაც შეეხება მანდატურებს, მე ვისურვებდი, რომ ისეთ საზოგადოებაში მცხოვრობდეთ, სადაც ბავშვები სკოლაში დანებით არ დადიან და ჩხუბი სპორტის სახეობად არ ითვლებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ასე არაა და სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სერიოზული პრობლემა იყო. თუმცა, მანდატური არ უნდა გახდეს მასწავლებლის „უფროსი“ და ძალიან ცუდი, რომ ასეთი ფაქტები არის.

გარემო, „სადაც ფული არ არის მთავარი ღირებულება“ ნამდვილად მოხსნიდა ბევრ საკითხს. თუმცა, დემოკრატიულ ქვეყნებში სადაც თვითონაც ბევრს წუწუნებენ, რომ ძალიან „მომხმარებლური“ საზოგადოება ჩამოყალიბდა, კარგი მოქალაქეების აღზრდას მაინც ახერხებენ.

„მზა რეცეპტი“, რა თქმა უნდა, არ არსებობს ამ შემთხვევაშიც და რა არის საკმარისი იმისათვის, რომ კარგ მოქალაქედ ჩაითვალოს ადამიანი საკამათოა. მე ჩემი მოსაზრება მოგახსენეთ და ბუნებრივია, რომ სხვას განსხვავებული აზრი ექნება. „კარგი მოქალაქეობის“ ფორმულას ვერსად მიაგნებთ („არჩევნებზე სიარული+გადასახადების გადახდა+პროფესიონალიზმი=კარგი მოქალაქე“ შეიძლება ვინმეს აკმაყოფილებდეს, მაგრამ მე ნამდვილად არ მგონია ამომწურავი).

უსამართლო გარემო (შრომის კოდექსი, „გადაფასებული ზნეობრივი ნორმები და გაურკვეველი სამართალი“) არის მიმართული ისეთი მოქალაქის შექმნისაკენ, რომელიც აწყობს ხელისუფლებას (ამაზე გადაცემაშიც მოვასწარით ცოტა). ამიტომ, მოქალაქის მოვალეობაა დაინტერესდეს, მიიღოს განათლება და იბრძოლოს გარემოს გაუმჯობესებისათვის. ამაზე ბევრი შემეკამათება. ეს რთულია, ვიცი. მე პირადად, არ ველოდები, რომ გარემოს ვინმე გაგვიუმჯებესებს და კარგ მოქალაქეებად აღზრდის ყველას (ეს ცნებაც ხომ ხელისუფლებას ხშირად როგორც „დამჯერი ადამიანი“ ესმის), მით უმეტეს დღევანდელ ქართულ რეალობაში. იქაც კი, სადაც სამართლიანი კანონებია, მოქალაქეს ხშირად უხდება ბრძოლა, რომ ამ კანონის აღსულებას ხელი არავინ შეუშალოს.

კიდევ ერთხელ მადლობა, დიდი ინტერესით გავეცნობი თქვენს კომენტარებს და განსხვავებულ მოსაზრებებს. შეძლებისდაგვარად ვუპასუხებ კომენტარებს.

ავტორი: ანონიმი
25.01.2012 11:33
რატომ იწვევთ ადამიანებს, რომელთაც არავითარი ინტერესი აქვთ დისკუსიაში?
არსებობს პრო და კონტრა- სახელისუფლო პირების მოწვევის ქვოტა?
და საერთოდ, მოიწვით განათლებული და ცხოვრების გამოცდილების მქონე ადამიანები - რა იყო მოკლედ, გენერაცია 45-პლუსი მთლიანად გაქრა საქართველოს რეალობიდან თუ მხოლოდ ეიჯიზმით შეპყრობილი ექსპერტები გვყავს? გადახედეთ თქვენს მიერ მოწვეულთა ასაკს და დაინახავთ. მოდით და იმას ნუ იტყვით 45წელზე ასაკოვანნი ინტერნეტს ვერ ფლობენო - აშკარაა რომ ეს ახლაგაზრდა პროფესორიც მწყრალადაა ამ მედიუმთან.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
07.02.2012 02:49
ძალიან საინტერესო კომენტარია. არასოდეს ამირჩევია სტუმარი ასაკობრივი ნიშნით. დიდი სიამოვნებით მოვიწვეგ 45+ ასაკის სტუმრებს, რომლებიც საინტერესოდ ისაუბრებენ ნებისმიერ (ერთ რომელიმე) თემაზე. iaantadze@yahoo.com ჩემი ელ.ფოსტის მისამართია. შემომთავაზეთ კანდიდატები - რამდენიც გნებავთ. დიდი მადლობა წინასწარ.

ავტორი: ანონიმი
24.01.2012 17:46
როდესაც ისეთ ლამაზ ქვეყანას როგორიცაა საქართველო აცხადებენ ოხერი სტალინის მიერ შექმნილ ოხრობად მინიმუმ ქართველებისგან საჭირო და აუცილებელი ხდება პირადულ ინტერესებზე მაღლა ეროვნული ინტერესების დაყენება იმისთვის რომ მერე საშველად რომის მხსნელი ბატების დაძახება არ გაუხდეს აუცილებელი. ის ბატები უკვე ხეთქა საბჭოთა დემოკრატიამ. ასე რომ ფრთხილად. საქართველოს და საბჭოთა რესპუბლიკებზე უფრო ძველი რმის რესპუბლიკის დამაარსებლები;რომელთა აზრითაც სინათლე მოდის აღმოსავლეთიდან თვლიდნენ რომ რომის მტრის გამოჩენისას რესპუბლიკამ მის მოგერიებამდე უნდა აირჩიოს დიქტატორი და სუსკაც. თუ დიქტატორს გაუტკბება და რომის მტრის მოგერიების შემდეგაც გააგრძელებს ტახტზე ჯდომას მაშინ მას უნდა მოეაროს რომის დაუნგრევლად. ესეც პირველი რომაელი რესპუბლიკელების ანდერძია და სუსკაც.

ავტორი: anonimus
24.01.2012 13:26
თქვენ აღწერეთ მოქალაქეობის უფრო მორალურ-ეთიკური მხარე - პირადულზე წინ ქვეყნის ინტერესების, საზოგადოების ინტერესების დაყენება.
რატომ გგონიათ რომ ეს თვისება, რომელიც ასე "არაადამიანურად", არაბუნებრივად ჟღერს და მსხვერპლს მოითხოვს განმსაზღვრელია?
რატომაა აუცილებელი ინდივიდუალური ინტერესების ნაწილობრივ მაინც უგულებელყოფა კარგი მოქალაქეობისათვის?
ხომ არ იმალება აქ ტოტალიტარიზმ-ავტორიტარიზმის ფესვები?
სააკაშვილიც ხომ აპელირებას კარგ მოქალაქეობაზე აკეთებს და ყველასაგან მოითხოვს "რუსეთის აგენტობას" თავი დაანებონ და საქართველოს ემსახურონ - ანუ ქართული სახელმწიფო სტრუქტურების კრიტიკას და მისი დასუსტების მცდელობას მოეშვან?

რა მნიშვნელობას ანიჭებთ საერთოდ არსებული კანონისადმი მორჩილებას და საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლას კარგი მოქალაქეობის კონცეფციაში?

მადლობელი დაგრჩებოდით თუ კონკრეტულად მიპასუხებდით და ცოტათი საკუთარ აზრებსაც კითხვის ქვეშ დააყენებდით. ჩემის აზრით იმაზე დამაკაბალებელი არაფერია, ვიდრე საკუთარი სიტყვების, საკუთარი უკვე ნათქვამის მორჩილად გადაქცევა. ამაში თქვენს ნათქვამს ვგულისხმობ მოქალაქის პირადულ-საზოგადოებრივ ინტერესთა ურთიერთობაზე. ამიტომაც ძალიან ვისურვებდი თქვენგან მართლაც თავისუფალ პასუხს.
პატივისცემით ანონიმუსი

ავტორი: ია ანთაძე
24.01.2012 08:49
არჩილ, დიდი მადლობა ძალიან შინაარსიანი და საინტერესო ინტერვიუსთვის. აქვე განვათავსებ ყველა შეკითხვას და დაველოდებით პასუხებს მთელი კვირის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, შეკითხვები კიდევ იქნება, რადგან თემამ ინტერესი გამოიწვია.


1. ჩემი აზრით, კარგი მოქალაქე ოჯახში ყალიბდება. და თუ ბავშვს ოჯახიდან სწორი აღზრდა მოჰყვება, მას გარემო ვერ დაამახინჯებს. არ ვიცი, დამეთანხმება თუ არა თქვენი სტუმარი.

2. საკმარისია თუ არა კარგი მოქალაქეობისთვის, რომ ადამიანი სხვას არ აწუხებდეს, კანონს იცავდეს და დაჩაგრულზე ზრუნავდეს?

3. დღეს კარგი მოქალაქე თუ არის დაცული შრომითი კანონმდებლობით და, საერთოდ, კანონებით? ხომ არ უწყობს კანონმდებლობა ხელს წესიერ, კანონმორჩილ ადამიანებს, რომ თავი დაჩაგრულად იგრძნონ?

4. კარგი მოქალაქე ყალიბდება ერთადერთ შემთხვევაში: როდესაც იზრდება ზნეობრივად ამაღლებულ გარემოში, სადაც ფული არ არის მთავარი ღირებულება... არ მეთანხმებით?

5. იქნებ, თავიდან მკაფიოდ განსაზღვროს სტუმარმა: რა იგულისხმება ცნებაში "კარგი მოქალაქე"?

6. არის თუ არა, ბატონი არჩილის აზრით, ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა „კარგ მოქალაქედ" ჩამოყალიბების, ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი?

7. სწორად მიაჩნია თუ არა სტუმარს, რომ „კარგი მოქალაქის“ ცნება შემოსავალს დავუკავშიროთ? კომენტარებს ვკითხულობ და დავინახე ეს ტენდენცია, რომელსაც არ ვეთანხმები.

8. ბატონო არჩილ, არის თუ არა კარგი მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი თავისუფალი გარემო?

9. არჩილ აბაშიძეს აქტიურად უხდება ურთიერთობა სტუდენტებთან. მაინტერესებს მისი აზრი, რა გვაკლია ქართველ სტუდენტებს კარგ მოქალაქეობამდე?

10. ბატონო არჩილ, არსებობს კარგი მოქალაქეობის მზა რეცეპტი? მგონი, სხვადასხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი.

11. კარგი მოქალაქე რას აცნობიერებს?

12. გადაფასებული ზნეობრივი ნორმები და გაურკვეველი სამართალი მაიძულებს, მოვერგო გარემოს. მგონი, ცუდი მოქალაქე ვარ, არა?

13. მაინტერესებს, ბატონ არჩილს მიაჩნია თუ არა საკუთარი თავი კარგ მოქალაქედ?

14. იქნებ, სტუმარმა ისაუბროს სკოლის როლზე კარგი მოქალაქის ჩამოყალიბებაში. მანდატურის სამსახური ხელს უწყობს თუ ხელს უშლის მოსწვლეთა აღზრდას კარგ მოქალაქეებად?

15. პირდაპირი პასუხი მაინტერესებს: თქვენს სტუმარს კარგი მოქალაქეობისთვის საკმარისად მიაჩნია თუ არა პროფესიონალიზმი, არჩევნებზე სიარული და გადასახადების გადახდა?



ავტორი: გივი ალაზნისპირელი საიდან გვწერთ: თბილისიდან
24.01.2012 01:54
ეს რა იდიოტობაა, მსურს უდიდესი ამბავი გაცნობოთ და მზა ტექსტი ვერ გადმოვიტანე ამ სარკმელში. რას ორიგინალობთ...
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
24.01.2012 08:48
ბატონო გივი, არ ვიცი, რატომ გაგიჭირდათ ტექსტის გადმოტანა. ჩვენს საიტზე ტექსტის განთავსება ძალიან ადვილია, როგორც წესი. დარეგისტრირებაც კი არ გჭირდებათ.

ყველაზე პოპულარული