პარასკევი, 22 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 01:59

რუბრიკები / რეგიონული მაცნე

ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია

x

მულტიმედია

აუდიო
სექსუალური ძალადობა, ოჯახში ძალადობა და ტრეფიკინგი - ამ სახით ირღვევა ყველაზე ხშირად კახეთში ქალთა უფლებები. პროცენტულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი მაინც ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მოდის - ასეთი ინფორმაცია აქვთ ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსლის კახეთის რეგიონალურ კომიტეტში. კომიტეტის თავმჯდომარის ჯილდა ნიბლაძის თქმით, კახეთში მცხოვრები გამოკითხული ქალების 92% ამბობს, რომ ერთხელ მაინც გამხდარა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლის კახეთის რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარე ჯილდა ნიბლაძე ოჯახში ძალადობის სხვადასხვა შემთხვევებზე საუბრობს:
სამწუხაროდ, ყოფითი პირობებიდან გამომდინარე,ისინი ყველაზე ხშირად ეკონომიკურ ძალადობას განიცდიან ...

’’იყო შემთხვევა, როცა ოჯახში მომხდარი უსიამოვნების გამო, ბავშვი წაართვა მამამ დედას.  ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ქალთა უფლებები ირღვევა. მოხდა ისეც , რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს დასაქმების უფლება არ მისცა, რადგან ეს ქალი ლამაზი იყო. იყო შემთხვევა, როცა ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე, ქმარმა ცოლი ეზოში ხეზე მიაბა და ქამრით სცემა. ’’

ოჯახში ძალადობის გამომწვევ რამდენიმე მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას მარეხ მგალობლიშვილი, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი. ორგანიზაციას ქალები ოჯახში ძალადობის  შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის თხოვნით მიმართავენ.

’’სამწუხაროდ, ყოფითი პირობებიდან გამომდინარე,ისინი ყველაზე ხშირად ეკონომიკურ ძალადობას განიცდიან. მათ არ აქვთ ელემენტარულად სადმე წასასვლელი, რომ დროებით მაინც აღკვეთონ ეს ძალადობა და შემდგომ იფიქრონ თავიანთ მომავალზე. ამიტომაც არის ხშირად, რომ მსხვერპლ ქალებს ეშინიათ ამ პრობლემებზე საუბრის. გარდა ამისა, მათ მოძალადეები, როგორც ჩანს, უკრძალავენ ამაზე საუბარს. ყველაზე მთავარია, რომ ქალები ეკონომიკურ დამოკიდებულებაში არიან მოძალადეებთან. ’’

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია ძირითადად განქორწინების, ქონების გაყოფისა და ბავშვის საკითხის გადაწყვეტის პროცესში ერთვება. საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის თქმით, ორგანიზაციას დახმარების თხოვნით დღეში საშუალოდ 4 -5 დაზარალებული ქალბატონი მიმართავს.

  სამართლებრივი კონსულტაციების გარდა, დაზარალებულები  ქალთა უფლებეზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში ფსიქო-სამედიცინო დახმარებასაც იღებენ.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: თაკო საიდან გვწერთ: თბილისი
07.03.2012 12:40
მოგესალმებით,
კიდევ ერთ შესწორებას შევიტან თქვენს ტექსტში. ოჯახური ძალადობა ტერმინი არასწორია – სწორია ოჯახში ძალადობა :)
გმადლობთ

ავტორი: ანონიმი
06.03.2012 20:16
მარტო კახეთში არაა მასე,მთელ მსოფლიოშია. წალეკა კაცობრიობა ძალადობამ და სიძულვილმა და აქა იქ ცდილობენ მისგან დაცული კუნძულების თუ ოაზისების შექმნას. ალაგ ალაგ გამოსდით. იქნებ მათი გამოცდილება გაგვაცნოთ მსმენელებს. კალი იუგას+უთავბოლო დემოკრატიზაციის ეპოქაში მოხვედრილებს ეს სჭირდებათ.

ავტორი: ერთგული მკითხველი საიდან გვწერთ: ბრემენი
06.03.2012 19:18
მე კი ძალიან მიყვარს თქვენი გამოცემა, მაგრამ სად არის რედაქტორი ? კეთილი ინებეთ, ტექსტი გაასწორეთ და ისე გამოაქვეყნეთ სტატიები.
P.S. სწორია - ქსლის ?
სასვენი ნიშნის შემდეგ გამოტოვება არ უნდა ?
დაიცავით ხარისხი !
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
06.03.2012 19:25
დიდი მადლობა, ერთგულო მკითხველო! უნდა გაგაწბილოთ, მაგრამ სიტყვა "ქსელი" კუმშვადთა რიცხვს მიეკუთვნება. შესაბამისად, ნათესაობით ბრუნვაში ვამბობთ და ვწერთ (ან, უკეთ, უნდა ვამბობდეთ და ვწერდეთ) - "ქსლის".

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული