კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 08:36

პოლიტიკა / საქართველო

ივანიშვილი მოქალაქეობისათვის ბრძოლას განაგრძობს

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფს არ აკმაყოფილებს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე, სრულფასოვანი პოლიტიკური მოღვაწეობის უფლებას აძლევს. ივანიშვილის ადვოკატები ასევე აპროტესტებენ სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა კონტროლის პალატის დადგენილება ბიძინა ივანიშვილის ორი მილიონ შვიდასი ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ.

2012 წლის 12 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის დადგენილება ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების თაობაზე. კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათია მოგელაძის განმარტებით, ივანიშვილს ჯარიმის გადახდა დაეკისრა პირადი ანგარიშიდან „ქართულ ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრების უკანონო დაფინანსების გამო. კონტროლის პალატის მტკიცებით, უკანონო დაფინანსებამ დაახლოებით  270 ათასი ლარი, ხოლო ჯარიმამ ათჯერ მეტი თანხა, ანუ 2 მილიონ შვიდასი ათასი ლარი შეადგინა. ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის განმარტებით, უკანონოდ ჩაითვალა ცალკეულ პირთა - მათ შორის ჟურნალისტთა და ადვოკატთა - პროფესიული მომსახურების ანაზღაურება, რაც, ადვოკატ არჩილ კბილაშვილის თქმით, კანონის უხეში დარღვევაა:
საქართველოს კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს ...

„თუ ჩვენ ანაზღაურებას მივიღებდით პოლიტიკური საქმიანობისათვის, მაშინ ეს იქნებოდა დარღვევა, მაგრამ ჩვენ დავასაბუთეთ ის, რომ ადვოკატები ფულს (ხელფასს, საზღაურს) ვიღებდით საადვოკატო საქმიანობისათვის.“

თუმცა არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილის იურისტთა არგუმენტები არ გაითვალისწინა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ლიდერს ჯარიმის სრულად გადახდა მოუწევს. ადვოკატები ასევე უკანონოდ მიიჩნევენ ივანიშვილისათვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს, რაც, სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის გიორგი გაბრიელაშვილის თქმით, შემდეგი გარემოებით იყო განპირობებული:

„საქართველოს კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ბატონ ბიძინას უნდა მოემართა მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით.“

დაევალოს საქართველოს პრეზიდენტს, გამოსცეს ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე ...
ამ განმარტების პასუხად ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ, სამოქალაქო რეესტრის დასკვნის მიუხედავად, განცხადება პრეზიდენტს უნდა განეხილა და გადაწყვეტილებაც მას უნდა მიეღო, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად:

„შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტი განიხილავს ნატურალიზაციის შესახებ საქართველოს მოქალაქედ მიღების განცხადებებს. ვის მიერ შედგენილს? უცხო ქვეყნის მოქალაქეების  და მოქალაქეობის არმქონეთა მიერ! კანონი პირდაპირ ამბობს, რომ თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება, მაშინ ის მიიღებს გადაწყვეტილებას ბრძანებულების სახით, თუ ნეგატური, მაშინ ის გამოსცემს განკარგულებას.“

თუმცა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფი ეჭვობს, რომ პრეზიდენტი საერთოდ არ აპირებს გადაწყვეტილების მიღებას, რაც, ალექსანდრე ბარამიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერს სასამართლოში მორიგი სარჩელის შეტანისაკენ უბიძგებს:

„სარჩელში, სავარაუდოდ, დაყენებული იქნება ორი მოთხოვნა. პირველი: ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნა, და მეორე მოთხოვნა: დაევალოს საქართველოს პრეზიდენტს, გამოსცეს ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე.“

ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფი სარჩელს სასამართლოში 5 მაისამდე შეიტანს. ადვოკატ არჩილ კბილაშვილის თქმით,  კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური საქმიანობის სრულ შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას „ქართული ოცნების“ ლიდერისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ის ბრძოლას ბოლომდე აპირებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მიწიერი
18.04.2012 21:59
ლოზუნგეზე გცნობ შე მართლა პიონეროო...სსრკ-დანაც რომ წერო...

ავტორი: არჩევანი-არადანი საიდან გვწერთ: სსრკ-დან
16.04.2012 06:55
ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ქვეყნისტებიდანო
15.04.2012 23:47

ქვეყნისტო, მიპასუხე!

აქ მარტო ბიძინა ივანიშვილი არ არის. მას ჰყავს კოალიცია, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და სულ მალე მთელს საქართველოს მოიცავს, მთელი საქართველო მის მხარეს დადგება. უამრავი ნაციონალი, თუ მათი ამომრჩეველი ვიცი უკვე ამ არჩევნებზე ბიძინას რომ მისცემენ ხმას. და ერთი მიპასუხე რა, შენს გახარებას:

შენ რანაერი ქვეყნისტი ხარ, როცა ერთ მხარეს ყოფილი მოქკავშირისგან შექმნილი (ტერორისტული) ნაციონალური მოძრაობის ერთი პარტია დგას, მეორე მხარეს 7 პარტიანი დემოკრატიული კოალიცია. მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავ? ვისი ქვეყნისტი ხარ საერთოდ? კომუნისტური სსრკ-სი?

პ.ს. ამ 7 პარტიას კიდევ დაემატება ჯიბის ოპოზიციური პარტიების გარდა სხვა პატიოსანი გაერთიანებები, სამოქალაქო სექტორი შეიკვრება, ერი და ბერი ერთად დადგება და მთელი მსოფლიო, მთელი ცივილიზეული მსოფლიო დაგვიდგება გვერდით. და შენ სადაური ქვეყნისტი ხარ? ვისი ქვეყნისტი? სსრკ-სი?

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ქვეყნისტებიდანო
15.04.2012 23:47
არაა... იმაზეც გვიპასუხოს მაგ ვიღაცა ,,ვოცსაფამ თუ ვასტოპამ,, ჯობია ჩემი ბაბუა შენს ბიძინას თუ არაო...

ავტორი: ანონიმი
15.04.2012 23:43
,,ვოთსაფა იგივე ვასტოპა,, ეტყობა ვერას მიხვდა,ააა გვანან ერთმანეთსო!

ავტორი: ანონიმი
15.04.2012 15:59
"ქართველი ხალხი მიანიჭებს ოქტომბერში:) "
================
მიანიჭებს.. გააჩნია, რას ?!
უფრო რეალურია რაიმე წოდება მიანიჭოს

ავტორი: whatsapp
15.04.2012 10:34
ბიძინას აღუდგება მოქალაქეობა, ამაში დარწმუნებული ვარ და, თუ მოხდა ისე, რომ მაინც არ მისცეს, ქართველი ხალხი მიანიჭებს ოქტომბერში:)

ავტორი: ანონიმი
14.04.2012 23:41
მიშისტებს და ბიძინისტებს:ვინც ქვეყნისტი არ არის არაქვეყნისტი არისო...

ავტორი: ანონიმი
14.04.2012 22:09
"ვასსტოპას" ძმაკაცებს რადიო ,,თავისუფლებაში,,:აციებთო...

ავტორი: ხათუნა
14.04.2012 20:54
ბატონო ბიძინა, გააკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. თქვენი პოლიტიკოსობით ნუ გვჭრით საქვეყნოდ თავს. ყველას გვესმის, რა ზეწოლა ხდება თქვენზე, მაგრამ არჩევანი, დარჩე ადამიანად , ან გახდე მის მოჩვენებად, ყოველთვის არის.

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
14.04.2012 20:53
ვიღაცა ვასსაპსა თუ ვასტაპს: ჩემმს საყვარელ ბაბუასო ბ.რობიკო ჭუმბაძესო ვიღაცასაცო "კიდევ ერთხელ ვასსაპსაო" ზესტაპონში გაიკითხე თანაც დაგაკვალიანებ შემოგევლე შენ...აო

ავტორი: whatsapp
14.04.2012 16:24
ავტორი: ანონიმი
14.04.2012 14:02
--------------------------
ჩვენც გვითხარი ვინ არის ის მადლიანი კაცი, ვინც საკუთარი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკლესიის მშენებლობისთვის გაიღო. ღვთის მადლით ასეთები ცოტანი არ არიან, მაგრამ რა გჭირს, სრულ ყიამეთში ხარ ბიძინაზე მაგეთ რამეს რომ იძახი? მაგ ტუტუცობის დაწერას არ ჯობდა უბრალოდ გეთქვა, რომ ბიძინა არ მოგწონს, ან მის პოლიტიკურ არჩევანს არ მიესალმები, ვიდრე მისი აშენებული და აღდგენილი ეკლესია მონასტრების,(სკოლებზე, სამხედრო ბაზებზე, თეატრებზე და ისტორიულ შენობებზე, სხვა მრავალმილიონიან პროექტებზე აღარ ვამბობ) სიმრავლეს და მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებ?

სირცხვილია ამ წინასააღდგომოდ ასეთი რაღაცეების წერა. ღმერთი არ გწამს?

დაიმახსოვრე, ბიძინამ რაც ააშენა ჩვენს შთამომავლობას გაჰყვება საუკუნოდ. ზოგმა რომ შუბლის ძარღვიც გაიწყვიტა და სინდისიც დაჰკარგა, იცოდე, მადლი არსად იკარგება. სამშობლოსთვის გაკეთებული თვითოეული სასიკეთო საქმე ძალიან დიდხანს შემორჩება ერის მეხსიერებას:)

ავტორი: ანონიმი
14.04.2012 14:02
ვეთანხმები აკაკის.მიშისტების და ივანიშვილისტების ადგილი ფეისბუქზეა, ხოლო აქ ქვეყნისტებმა წერონ!რომ ამბობენ რმდენი რამე ააშენაო:ერთმა ჩემმა ახლობელმაც ააშენა საყდარი ოღონდ იმ განსხვავებით,რომ თავისი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღო და ვინ უფრო კარგი კაცია?
პ.ს.ისე ბიძინისტებს მათემატიკის რამე გეკერკებათო...

ავტორი: ანონიმი
14.04.2012 14:01
ნუთუ ვერ ხვდება, რომ უკვე სასაცილო ხდება...

ავტორი: ანონიმი
14.04.2012 12:42
მოქალაქეობის არ მიცემა თავიდანვე სრული იდიოტიზმი იყო. ახლა ვუყუროთ კიდევ მორიგ სერიალებს, სადაც საზოგადოების კონცენტრაცია და პოტენციალი კვლავ გაფანტულია და რაღაც სისულელეებზე მიჩერებული.

ავტორი: ანონიმი
14.04.2012 03:15
მოაცილეთ ეს კაცი აქაურობას

ავტორი: akaki საიდან გვწერთ: hamburgidan
14.04.2012 01:13
საქართველოში რომ ისტერიკა და პროვინციალიზმი არ იყოს გამეფებული, ასეთი შეზღუდული, გაუნათლებელი და სასაცილო, პიროვნება ვერ მოინდომებდა, ქვეყნის სათავეში მოსვლას.

ავტორი: აბი გულკოზა
14.04.2012 00:14
ქვა ქვაზე არ დატოვება იცი რა არის? გაგანია ომში რუსებს მაყუთს რომ შესთავაზებ, შენს ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრში, სტალინის ძეგლის ასაფეთქებლად და ვიღაც პიანნი ვანია რომ არ იკადრებს და ისევ შენთვითონ რომ ესვრი ძეგლს ყუმბარმტყორცნს, სროლის შნოც რომ არა გაქვს და 9 სართულიან კორპუსს გაართყავ, ათეულობით ადამიანს იქვე მოკლავ (შენიანს) და კიდევ უფრო მეტს ან დაასახიჩრებ, ან უბრალოდ უსახლკაროდ დატოვებ და ამას რუსებს დააბრალებ. - აი ამას ქვია ქვა ქვაზე არ დატოვება!

ბიძინას, ამ ქვეყანაში, ჯერ-ჯერობით შენების მეტი არაფერი გაუკეთებია და თუკი ვინმეს ეთქმის რამე ავაშენეო, პირველ რიგში მას ეთქმის. ადამიანები ახლაღა იგებენ რამდენი კარგი საქმე გაუკეთებია ფარულად და არ გინდათ რა ეს იაფასიანი ანტიპროპაგანდა. ისეთები მანიც მოიგონეთ რამე, საღ აზრთან რომ იყოს ახლოს, თორემ კარგად ვხედავ რა სიდებილეში გადაიზარდა ეს ცილისწამებები.

ავტორი: გარემარბი საიდან გვწერთ: აშშ-დან
13.04.2012 23:02
ასეთი აბსურდი ვის გაუგია?!
უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნატურალიზაცია თუ არ არის გათვალისწინებული, აბა ვისთვისაა ნატურალიზაცია მოგონილი?!
სიტყვა ,,ნატურალიზაცია" ნიშნავს, რომ ადამიანი იყო ერთი ქვეყნის მოქალაქე და ახლა ხდება მეორე ქვეყნის მოქალაქე!

ავტორი: სამართლიანობა საიდან გვწერთ: შუშის სასახლიდან
13.04.2012 22:55
ასეთი აგრესიით მოდის ეს კაცი პოლიტიკაში და რომ მოვა, დაპირებისამებრ, ორ წელში ქვას ქვაზე არ დატოვებს

ყველაზე პოპულარული